• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჰარი პოტერის ვარსკვლავები ადრე და ახლა – როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება “ჰოგვორტსის” შემდეგ

August 24, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ჰარი პოტერის სამყარო ისევ განსაკუთრებულად აქტუალური ხდება – წვიმიანი საღამოები, ცხელი ჩაი, პლედი და ყველასთვის საყვარელი ფილმები.

„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გადაღებები 2000 წლის 29 სექტემბერს, ლივსდენის სტუდიაში დაიწყო. მაშინ დანიელ რედკლიფი 11 წლის, რუპერტ გრინტი 12-ის, ემა უოტსონი კი მხოლოდ 10-ის.

მოდით, ამჯერად, თავად ჯადოსნურ სამყაროს კი არა, იმ მსახიობებს დავუბრუნდეთ, რომლებმაც ბევრის ბავშვობა გაალამაზეს.

დანიელ რედკლიფი

 

დანიელ რედკლიფი ჰარის როლისთვის 11 წლის ასაკში შეარჩიეს – პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი და რეჟისორი კრის კოლამბუსი ეძებდნენ ბავშვს, რომელიც ჰარის პერსონაჟის ხასიათს და მის შინაგან სამყაროს სწორად გადმოსცემდა.

რედკლიფმა ჰარი პოტერი რვა ფილმში განასახიერა და ფაქტობრივად, მთელი მოზარდობა ამ პერსონაჟთან ერთად გაატარა. როდესაც ბოლო ფილმის გადაღებები დასრულდა, ის უკვე 20 წლის იყო.

„ჰარი პოტერის“ შემდეგ რედკლიფისთვის მთავარი ამოცანა იყო დაემტკიცებინა, რომ მისი კარიერა მხოლოდ ერთი პერსონაჟით არ დასრულდებოდა. ამიტომ შეგნებულად დაიწყო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული როლების არჩევა.

 

ის ჯერ საშინელებათა ფილმში „ქალი შავებში“ გამოჩნდა, შემდეგ ფილმებში „ახლა მხედავ 2“, „შვეიცარიის არმიის კაცი“ და „ჯუნგლები“ ითამაშა. ამ პროექტებმა საშუალება მისცა, ჰარისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟები შეექმნა.

კინოს პარალელურად რედკლიფმა თეატრშიც მნიშვნელოვანი კარიერა შექმნა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი მუშაობა ბროდვეიზე. 2024 წელს მიუზიკლ „Merrily We Roll Along“-ში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ტონის ჯილდო მიიღო.

ამ ეტაპზე უკვე ნათელი გახდა, რომ მან ჰარის ჩრდილიდან გამოსვლა შეძლო. დღეს კი ერთდროულად მუშაობს კინოსა და ტელევიზიაში და თეატრალურ პროექტებშიც მონაწილეობს.

ემა უოტსონი

 

ემა უოტსონი მთავარი ტრიოს ყველაზე პატარა წევრი იყო – პირველი ფილმის გადაღებების დაწყებისას ის მხოლოდ 10 წლის გახლდათ. მიუხედავად ასაკისა, ჰერმიონის როლი საოცრად მოირგო და მალე ეს პერსონაჟი მისი კარიერის განუყოფელ ნაწილად იქცა.

„ჰარი პოტერის“ დასრულების შემდეგ ემამ მსახიობობა გააგრძელა და ითამაშა ფილმებში „The Perks of Being a Wallflower“, „ბლინგის ბეჭედი“, „Beauty and the Beast“ და „პატარა ქალები“. თუმცა, კარიერის პარალელურად, განათლებაც არ მიატოვა და ბრაუნის უნივერსიტეტში ჩააბარა.

 

წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა სოციალური და გენდერული საკითხებით და გაეროს ქალთა კეთილდღეობის მიმართულებითაც მუშაობდა.

უოტსონის ბოლო მნიშვნელოვანი კინოროლი „პატარა ქალებში“ იყო. დღეს  გაცილებით უფრო პირად ცხოვრებას ამჯობინებს და კინოსგან გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ცდილობს.

რუპერტ გრინტი

 

რედკლიფისა და უოტსონის მსგავსად, გრინტმაც თითქმის ათი წელი გაატარა ჰოგვორტსში. გადაღებების დასრულების შემდეგ, კინოსა და ტელევიზიაში მუშაობა გააგრძელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მისი მონაწილეობა Apple TV+-ის სერიალში „Servant“.

მსახიობი არასოდეს ცდილობდა ჰოლივუდის ყურადღების ცენტრში ყოფნას. რონისგან განსხვავებით, გრინტის რეალური ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და ნაკლებად საჯარო აღმოჩნდა.

ტომ ფელტონი

 

დრაკო მალფოის პერსონაჟი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სერიის დასრულების შემდეგ მსახიობისთვის მისი ჩრდილიდან გამოსვლა მარტივი არ ყოფილა.

თუმცა, ფელტონმა კარიერა გააგრძელა და „ჰარი პოტერის“ შემდეგ სხვადასხვა ჟანრის ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში გამოჩნდა. მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც კინოპროექტებში, ისე ტელევიზიისთვის შექმნილ ნამუშევრებში. მსახიობობასთან ერთად კი მუსიკითაც დაინტერესდა და საკუთარი მუსიკალური ნამუშევრები გამოუშვა.

 

წლების შემდეგ ფელტონი კვლავ დაუბრუნდა დრაკო მალფოის როლს – ამჯერად თეატრის სცენაზე. 2025 წელს ის ბროდვეის სპექტაკლ „Harry Potter and the Cursed Child“-ში გამოჩნდა.

მეთიუ ლუისი

 

მეთიუ ლუისის შემთხვევაში „ჰარი პოტერის“ შემდეგ მომხდარი ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ფილმების დასაწყისში ნევილ ლონგბოტომი მორცხვი, მოუხერხებელი და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბიჭია. ისტორიის ბოლოს კი ის ერთ-ერთ ყველაზე მამაც პერსონაჟად გვევლინება.

 

 

ლუისის კარიერაშიც მსგავსი გარდაქმნა მოხდა. „ჰარი პოტერის“ დასრულების შემდეგ მან აქტიურად დაიწყო მუშაობა კინოსა და ტელევიზიაში და სხვადასხვა ჟანრის პროექტში გამოჩნდა.

მონაწილეობდა „Me Before You“-ში, „Ripper Street“-სა და „Death in Paradise“-ში.

რობერტ პატინსონი

 

 

„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავებზე საუბრისას რობერტ პატინსონის გამოტოვება შეუძლებელია.  მაყურებელმა ის პირველად მეოთხე ფილმში, „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“, გაიცნო, სადაც  სამმაგი ჯადოქრობის ტურნირის ერთ-ერთი ჩემპიონი, სედრიკ დიგორი განასახიერა.

იმ დროისთვის პატინსონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი მსახიობი იყო. „ჰარი პოტერი“ კი სწორედ ის პროექტი აღმოჩნდა, რომელმაც იგი ფართო აუდიტორიას გააცნო.

მალევე კარიერაში ახალი ეტაპი დადგა – 2008 წელს მან სტეფანი მაიერის რომანების მიხედვით გადაღებულ „ბინდის“ საგაში ედვარდ კალენის როლი მიიღო. 2008-2012 წლებში გამოსულმა ხუთმა ფილმმა მას უკვე სრულიად სხვა მასშტაბის პოპულარობა მოუტანა.

 

 

„ბინდის“ დასრულების შემდეგ კომერციული კინოსგან გარკვეული დისტანცია დაიჭირა და უფრო რთულ, დამოუკიდებელ პროექტებზე დაიწყო მუშაობა. მონაწილეობა მიიღო დევიდ კრონენბერგის „Cosmopolis“-ში, შემდეგ კი ძმები საფდის „Good Time“-ში მთავარი როლი შეასრულა. ფილმმა კრიტიკოსების ყურადღება მიაქცია და მისი სამსახიობო შესაძლებლობები სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა.

2022 წელს კი მისი კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – პატინსონი მეტ რივზის „The Batman“-ში ბრიუს უეინის როლზე დაამტკიცეს.

2026 წელი პატინსონისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა: წლის დასაწყისში ის კრისტოფერ ბორგლის ფილმში „The Drama“ გამოჩნდა, სადაც ზენდაიასთან ერთად ითამაშა. შემდეგ კი ნოლანის ეპიკურ „The Odyssey“-ში ვიხილეთ – ფილმში პატინსონი ანტინოოსის როლს ასრულებს. წლის ბოლოს კი მისი მონაწილეობით კიდევ ერთი დიდი პროექტი გამოვა – დენის ვილნევის „Dune: Part Three“, სადაც სკაიტეილის პერსონაჟს განასახიერებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები

#OK! “ჰარი პოტერის” 82 წლის ვარსკვლავის ნახევრადშიშველი ფოტოსესია ბრიტანული Vogue-ისთვის

 

 

ასევე გაეცანი

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა
OK! კულტურა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია
OK! კულტურა

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა
OK! კულტურა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია
OK! კულტურა

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები