• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

English with Nutsa – ინგლისური ენის სწავლების განსხვავებული და საინტერესო მეთოდი

December 25, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული ბაზარი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრების სიმრავლით გამოირჩევა, მათ უმეტესობას კი სწავლების ერთნაირი მეთოდი აქვს. დღეს მინდა გიამბოთ განსხვავებული სწავლების მეთოდის შესახებ, რომელსაც ნუცა ნამორაძე საზოგადოებას სთავაზობს. მას ინგლისური ენის სწავლების 18-წლიანი გამოცდილება და არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს, რაც მის მაღალ კვალიფიკაციას უსვამს ხაზს. ნუცამ 7 წლის წინ English with Nutsa შექმნა და დღეს დიდი პოპულარულობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში, რაზეც მისი წარმატებული და კმაყოფილი სტუდენტების სიმრავლე მეტყველებს. თუ როგორია ნუცას სწავლების მეთოდი და როგორ ირჩევს თემას ვიდოებისთვის, ამის შესახებ ვრცლად თავად გვესაუბრება.

 

 

ნუცა, უპირველესად, გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ…

(ნუცა ნამორაძე): ინგლისური ენის სწავლა როცა დავიწყე, მაშინ ენის შემსწავლელი ცენტრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გვხვდებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ბავშვობაში მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც მე-9 კლასშივე CAE (Cambridge English: Advanced) საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღე. სკოლის დამთავრებისთანავე ერთ-ერთ ცნობილ ცენტრში – ELL ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, სადაც განათლების მენეჯერიც ვიყავი. შემდეგ კი უნივერსიტეტიდან ერასმუსის პროგრამით ლატვიაში წავედი და 1 სემესტრი რიგის უნივერსიტეტში ვისწავლე, რაც ჩემთვის სრულებით უნიკალური გამოცდილება იყო. სამსახურიდან ხშირად დავდიოდი ვორქშოფებზე სხვადასხვა ქვეყანაში, ურთიერთობა მქონდა უცხოელ პარტნიორებთან, ვაკვირდებოდი ენის ცენტრებსა და უნივერსიტეტებში სწავლების პროცესს. მოგვიანებით ჩემი სამსახურიდან კემბრიჯში აღმოვჩნდი, სადაც თანამედროვე ინგლისურის კურსი გავიარე, ეს კიდევ უფრო ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, ვინაიდან ჩემს კოლეგებთან უზარმაზარი ინფორმაციის გაზიარების საშუალება მომეცა. ასევე, ავიღე TKT და CELTA სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით ჩემი კვალიფიკაციის მაღალი ხარისხის დადასტურებაა.

შემდეგი ეტაპი იყო კერძო სკოლები და ბრიტანეთის საბჭო, სადაც ყველა ასაკობრივ ჯგუფთან რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის მყავდა კერძო მოსწავლეები და ყოველთვის იყო მოთხოვნა ინდივიდუალურ კურსებზე. გარდამტეხი დღე 7 წლის წინ დადგა, როდესაც ყველა ცენტრთან კავშირი გავწყვიტე და შევქმენი ჩემი საკუთარი კურსები – English with Nutsa, რომელიც 7 წელია ფუნქციონირებს. ჩემი 18-წლიანი გამოცდილების განმავლობაში არაერთი ადამიანის ნდობა მოვიპოვე და მიხარია, რომ ჩემი რეკლამა ჩემი წარმატებული სტუდენტებია.

 

როგორია თქვენი სწავლების მეთოდი?

ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამიტომ მინდა ყველასთვის გასაგებად და დეტალურად აღვწერო. უპირველესად, ჩემი სწავლების მეთოდი თითოეულ სტუდენტზე ინდივიდუალურად არის მორგებული. ყოველი სტუდენტის საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნი მათზე მორგებულ გაკვეთილებს, რომლებიც ორ მთავარ პრინციპს ემყარება:

პირველი ეს არის პრაქტიკულობა: ჩემი გაკვეთილები ყოველთვის ორიენტირებულია იმაზე, რაც სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში სჭირდება – იქნება ეს საუბარი, წერილობითი კომუნიკაცია თუ კონკრეტული მიზნის მიღწევა, მაგალითად, ეროვნული ან საერთაშორისო გამოცდის (IELTS/TOEFL/DUOLINGO) ჩაბარება.

მეორე – ინტერაქტიულობა: სწავლების პროცესში ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, როგორიცაა თამაშები, როლური სიტუაციები, და რეალური სიტუაციების მოდელირება, რაც ეხმარება სტუდენტს უფრო თავდაჯერებული გახდეს.

სტუდენტებს ვთავაზობ – მათთვის სასარგებლო და მარტივად ხელმისაწვდომ მასალებს, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას ემსახურება;

ამასთანავე, რეგულარულ უკუკავშირს, პროგრესის თვალყურის დევნებას და მოტივაციის შენარჩუნებას. ასევე, ვთავაზობ კომფორტულ გარემოს ადგილზე (ან ონლაინსესიებს), სადაც სტუდენტებს თამამად შეუძლიათ შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის სწავლება მხოლოდ წესებისა და სიტყვების გადაცემას არ ნიშნავს – მე ვასწავლი, როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა ყოველდღიურობაში და თავიანთი მიზნების მისაღწევად.

 

რატომ გადაწყვიტეთ ვიდეოების დადება სოციალურ ქსელში? რა იყო თქვენი მიზანი?

მინდა ბევრად აქტიური ვიყო ამ კუთხით – მილიონი იდეა მაქვს და ბევრი მათგანი ინოვაციურია, თუმცა, სამწუხაროდ, დრო არ მიწყობს ამაში ხელს. ვიდეოების გადაღების მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემთან სწავლის დაწყების მსურველებს უკეთ გავეცანი, ჩემს ვიდეოებში ისინი ხედავენ ჩემს სტილს, მიდგომას და ენერგიას. კიდევ უფრო მეტად ინსპირაციული იყო ზაფხულის არდადეგები ნიუ-იორკში, როდესაც მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ადგილიც ხელს მიწყობდა და ერთგვარი ამერიკული სერია გამოვიდა, რომელიც საკმაოდ პოპულარულიც გახდა.

 

როგორ არჩევთ თემას ვიდოებისთვის?

ვიდეოს თემის არჩევა ჩემთვის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

 

სტუდენტების საჭიროებები და ხშირი შეკითხვები:

ვაკვირდები, რა სირთულეებს აწყდებიან ჩემი სტუდენტები ყველაზე ხშირად. მაგალითად, თუ ბევრი მეკითხება კონკრეტულ გრამატიკულ საკითხზე ან ყოველდღიურ ფრაზებზე, ვცდილობ ამ თემას მივუძღვნა ვიდეო.

 

 

აქტუალური მოვლენები და სეზონური თემები:

მაგალითად, მოგზაურობის სეზონზე ვაკეთებ ვიდეოებს აეროპორტში საუბრისთვის საჭირო ფრაზებზე, ხოლო დღესასწაულებზე – თემებზე, რომლებიც ამ პერიოდს უკავშირდება.

 

მოტივაცია და ინსპირაცია სტუდენტებისთვის:

ხშირად ვსვამ კითხვას: „რა შეიძლება იყოს სასარგებლო ან შთამაგონებელი მათთვის?“ ამით ვცდილობ გავხადო თითოეული ვიდეო არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ მოტივაციურიც.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ვიდეოში ვაჩვენო პრაქტიკული, რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი ცოდნა. მაგალითად, როგორ შეუკვეთონ კერძები რესტორანში, როგორ მოაგვარონ ყოველდღიური საუბრები ან როგორ გამოიყენონ ფრაზები სამსახურში.

 

 

პლატფორმის ტენდენციები და ტრენდები:

ასევე, ვაკვირდები სოციალური მედიის ტენდენციებს და ვცდილობ, ჩემი თემები მივუსადაგო იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში ადამიანებისთვის ყველაზე საინტერესოა.

საბოლოოდ თემის არჩევის მთავარი პრინციპი ასეთია: თემა უნდა იყოს საინტერესო, პრაქტიკული და ისეთად წარმოჩენილი, რომ მაყურებელი გაუაზრებლად ჩაერთოს სწავლის პროცესში. ჩემს ვიდეოებს ყოველთვის ვუყურებ სტუდენტების თვალით და ვეკითხები საკუთარ თავს: „ინგლისურის სწავლას ახლა რომ ვიწყებდე, ეს ვიდეო როგორ დამეხმარებოდა?“

 

სამომავლო გეგმები

ჩემი სამომავლო გეგმები ორიენტირებულია ჩემი საქმიანობის გაფართოებაზე. წლის განმავლობაში ასობით სტუდენტთან ვთანამშრომლობ, ასევე ორგანიზაციებთან, მაქვს თარგმნის და თარჯიმნის სერვისი. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს მე ვუძღვები, მენეჯერიც მე ვარ, ბუღალტერიც, მდივანიც, მასწავლებელიც და თანაშემწეც. ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ ჩამოვაყალიბო ცენტრი და ის მიდგომები, რაც მე მაქვს სტუდენტებთან, ჩემს კოლეგებს დეტალურად გავუზიარო იმისთვის, რომ უფრო მეტ მსურველს დავეხმარო ინგლისური ენის შესწავლასა და მიზნების მიღწევაში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Saint-Tropez

 

ასევე გაეცანი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი
OK! Business

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი
Slider Area

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 6, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი
ინტერვიუ

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება – მომღერალმა ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა!

#OK! ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება – მომღერალმა ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა!

May 8, 2023
#OK! “იღბლიანი ვარ, რომ დედაშენი მქვია” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! “იღბლიანი ვარ, რომ დედაშენი მქვია” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

May 9, 2021
#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

December 13, 2025
#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

February 11, 2026

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 6, 2026
#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები