• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველი სოპრანო, ანა ონიანი შვეიცარიაში გამართული ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს, Prix Yves Paternot-ის, მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა მუსიკოსს გადაეცემა, რომელიც აკადემიაში განსაკუთრებული მხატვრული მიღწევებითა და დიდი სამომავლო პოტენციალით გამოირჩევა.

 

ჯილდო ანა ონიანს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში“ ვიოლეტას როლის შესრულებისთვის გადაეცა. სპექტაკლი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის საოპერო სახელოსნომ, Atelier Lyrique-მ, წარადგინა.

ვერბიეს ფესტივალის აკადემიის დირექტორმა, სტივენ მაკჰოლმმა, ანა ონიანის შესრულება განსაკუთრებულად შეაფასა და სწორედ მის სცენურ ბუნებრიობასა და ვოკალურ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ანას სცენაზე საოცარი ბუნებრიობა ახასიათებს. ისეთი სიმარტივითა და გულწრფელობით მღერის, რომ მსმენელს მაშინვე იზიდავს მის სამყაროში. ვიოლეტას როლში მისმა შესრულებამ მაყურებელი მთლიანად მოხიბლა და დაადასტურა ის, რასაც აკადემიის ფაკულტეტის წევრები მისგან თავიდანვე ელოდნენ – გამორჩეული ახალგაზრდა არტისტი ძალიან ნათელი მომავლით“, – განაცხადა მაკჰოლმმა.

თავად ანა ონიანისთვის ვერბიეს აკადემიაში მონაწილეობა კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა.

„აკადემია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი გამოცდილება იყო. ასეთ არაჩვეულებრივ პედაგოგებსა და კოლეგებთან მუშაობა და ვერბიეში ამ როლის შესრულება ჩემი ოცნება გახლდათ. Prix Yves Paternot-ის მიღება წარმოუდგენელი პატივი და დიდი სტიმულია” – განაცხადა მან.

 

Prix Yves Paternot ვერბიეს ფესტივალის აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდოა. ის ყოველწლიურად გადაეცემა აკადემიის ყველაზე წარმატებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსს და მხოლოდ კონკრეტული შესრულების შეფასებას არ გულისხმობს – ჯილდო იმ არტისტის პოტენციალსა და მომავალ კარიერულ განვითარებასაც აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 10 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ფულადი პრემია ახლავს. გარდა ამისა, გამარჯვებული ვერბიეს ფესტივალის ერთ-ერთ მომავალ ღონისძიებაზე გამოსვლის მიწვევას იღებს და პროფესიული თუ არტისტული განვითარების ხელშეწყობისთვის დამატებით 15 000 შვეიცარიულ ფრანკამდე დაფინანსებით სარგებლობს.

ანა ონიანი

 

ანა ონიანი თბილისში დაიბადა. მისი მუსიკალური გზა თავდაპირველად დირიჟორობას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით ვოკალურ ხელოვნებაზე გააკეთა არჩევანი და სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ონიანმა არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო პარტია შეასრულა. მის რეპერტუარშია მიმის როლი პუჩინის „ბოჰემაში“, პამინას პარტია მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტაში“, გრაფინია „ფიგაროს ქორწინებიდან“ და ვიოლეტა ვერდის „ტრავიატადან“. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუტანა მას საერთაშორისო ყურადღება.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება
OK! News

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები
Fashion

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?
OK! News

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?
OK! News

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

October 11, 2021
#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

June 2, 2023
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები