• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ნინიკო მორბედაძის შემოქმედებითი პროცესი

July 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ნინიკო, გვიამბეთ თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ. როგორია ის და ხომ არ მისდევთ გარკვეულ რიტუალს?

სამუშაო პროცესს დიდწილად ის მასალა მკარნახობს, რითაც ვმუშაობ. უპირველესად, ვემზადები განწყობით, ვაკეთებ ესკიზებს. შემდეგ ვიწყებ ქაღალდის მომზადებას. ვასველებ და ვჭიმავ ქაღალდს პლანშეტზე, რათა სასურველი შედეგი მივიღო აკრილის საღებავებით. ძალიან მიყვარს აკრილი. ეს საღებავი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და მუშაობის თვალსაზრისით, დიდ შესაძლებლობას მაძლევს. მოლბერტს მხოლოდ კომპოზიციის აგების დროს ვიყენებ და როცა ფერში ვიწყებ მუშაობას, პლანშეტი უკვე ჰორიზონტალურად მიდევს მაგიდაზე, რომ არ ჩამოიღვენთოს საღებავი. ერთ-ერთი მთავარი „კომპონენტი“ სამუშაო პროცესის დროს არის − მუსიკა! როგორც მედიატორი. ძალიან მეხმარება მუშაობის დროს კონცენტრირებაში. კიდევ მაქვს გარკვეული ჩვევები, ან თუ გნებავთ, რიტუალები ვუწოდოთ, მაგრამ ეს იმდენად პირადია, რომ ვერ მოვყვები.

 

გვიამბეთ, როგორია თქვენი სამუშაო სივრცე?

ჩემი სამუშაო სივრცე არის იქ, სადაც ვცხოვრობ, ვარსებობ. მუდმივი კონტაქტი მჭირდება ნამუშევრებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობის პროცესში ვარ. რამდენჯერ ყოფილა, როდესაც შუაღამისას საწოლიდან ავმდგარვარ და რომელიღაც დეტალი შემისწორებია.

არსებობს თუ არა ხელოვნების ნიმუში, რომელიც თქვენში მუდმივ ინტერესს იწვევს?

არსებობს, და ასეთი არაერთია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მომცემი, ალბათ პიტერ ბრეიგელ უფროსის (Peter Bruegel the Elder) 1563 წლით დათარიღებული ბაბილონის კოშკია, რომელიც ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში (Kunsthistorisches Museum) ინახება. მისი ნახვის ბედნიერება მქონდა.

გვესაუბრეთ ხელწერაზე, რომელიც ყველასგან გამოგარჩევთ.

ვფიქრობ, ის, თუ რამდენად განსხვავებულია ჩემი ხელწერა, დამთვალიერებელმა უნდა განსაზღვროს. ზოგს დიდი დრო სჭირდება თვითგამორკვევაში და მრავალ ექსპერიმენტს ატარებს, ზოგი ხელოვანი კი უბრალოდ მიჰყვება საკუთარი განვითარების ტრაექტორიას. ეს არც ცუდია და არც კარგი, ალბათ უფრო ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, მე მეორე კატეგორიას უფრო მივეკუთვნები. მოკლედ რომ ვთქვა, ინდივიდისაგან გამომდინარე ყალიბდება ხელწერა, რომელიც იცვლება მის ცხოვრებასთან ერთად. ჩემთვის ცხადია, რომ ადამიანები, ყველანი, დაკავშირებულნი ვართ ერთმანეთთან. ამ კავშირს ენერგია ან ტალღა შეიძლება ვუწოდოთ. ცნობილია, რომ დიდ მეცნიერებს და ხელოვან ადამიანებს ერთ პერიოდში შეუქმნიათ მხატვრული ნაწარმოები ან გაუკეთებიათ დიდი აღმოჩენა. ასეთი განვითარებული ადამიანები ერთმანეთთან რეზონანსში იმყოფებიან.

 

ვინ იყო პირველი არტისტი, ვისი შემოქმედებაც შეგიყვარდათ? რომელ ისტორიულ ხელოვანს უბრუნდებით ან მიგაჩნიათ, რომ მათთან შემოქმედებითი დიალოგი გაქვთ?

რთულია ასე გამორჩევა, თუმცა არის ნაკლებად ცნობილი პოლონელი არტისტი, სტანისლავ ფიალკოვსკი (Stanislaw Fijalkowski), ვისმა შემოქმედებამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მისი ადრეული, მონოქრომატული ნამუშევრები მომწონს და ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს იკითხება ჩემს ნამუშევრებშიც. მისი მინიმალიზმი და მძლავრი მისტიკური იმპულსი ჩემზე მუდმივად მოქმედებს. ასევე, დიდი გავლენა იქონია  ლუკას კრანახის (Lucas Cranach the Elder) და ალბრეხტ დიურერის (Albrecht Durer) გრაფიკებმა.

არსებობს თქვენთვის საღებავის ფერი, რომელსაც მიმართავთ, როდესაც შემოქმედებითი პროცესი გირთულდებათ?

მიუხედავად იმისა, რომ მე ფერში ვმუშაობ, ძალიან მიყვარს მონოქრომი, ან თუნდაც სეფია, რადგანაც ჩემთვის ეს შავ-თეთრი ელემენტები სივრცისმომცემია. სივრცეში ვგულისხმობ წარმოსახვით სივრცეს და არა ფიზიკურს. შავ-თეთრი გამოსახულება იძლევა საშუალებას, მაყურებელმა თავისი ფანტაზია დაამატოს. თუ ვხედავ, რომ მუშაობის დროს ბალანსი ირღვევა, ტუშსა და კალამს მივმართავ ხოლმე.

 

თქვენი აზრით, ხელოვნება რისთვის არსებობს?

ჩემთვის ხელოვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ სარტრს დავესესხებით, „არსებობა წინ უსწრებს არსს“. ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. ეს არის ადამიანის სულიერი მოთხოვნილება. ვფიქრობ, ამ იმპულსით იბადებიან.

რა არის თქვენთვის სილამაზე?

სილამაზეს სტანდარტი არ გააჩნია. სილამაზე არის ჰარმონია.

თავად როგორ უვლით თავს? რა არის თქვენი სილამაზის ფორმულა?

ჩემთვის სილამაზის ფორმულა არის უპირველეს ყოვლისა სულიერი სიჯანსაღე, კეთილგანწყობა სამყაროს მიმართ.

ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვე. დილა იწყება ტიბეტური ჰორმონული ვარჯიშებით, შემდეგ საუზმე: მცირეოდენი ჰერკულესის ფაფა, თაფლი, ჩია, კურკუმა, სელი, შავი ქლიავით. პურს ვყიდულობ მხოლოდ ბუნებრივ საფუარზე დამზადებულს, ან ხორბალს ვაღვივებ და ვაცხობ ორცხობილებს, რომელიც უგემრიელესია, თან − უჯანსაღესი.

 

ასევე გაეცანი

#OK! გმირები
პერსონა

#OK! გმირები

April 15, 2025
#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი
Slider Area

#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

June 17, 2025
დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა
Hollywood News

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

March 20, 2025
#OK! საინტერესო ადამიანებისა და სულების მაძიებელი მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით
ინტერვიუ

#OK! საინტერესო ადამიანებისა და სულების მაძიებელი მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით

March 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

May 4, 2021
#OK! შენი სიცოცხლე შენს ხელშია

#OK! შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 5, 2023
#OK! Mercure Tbilisi Old Town გთავაზობთ კომფორტულ გარემოსა და სამუშაო სივრცეს

#OK! Mercure Tbilisi Old Town გთავაზობთ კომფორტულ გარემოსა და სამუშაო სივრცეს

August 5, 2022
#OK! კლინიკა „ჰოლომედი“- კარგ კომპანიას კარგი თანამშრომლები ქმნიან

#OK! კლინიკა „ჰოლომედი“- კარგ კომპანიას კარგი თანამშრომლები ქმნიან

October 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები