• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! ირინა შეიკი დღეს 36 წლის გახდა: გავიხსენოთ საერთაშორისოდ აღიარებული მოდელის გზა წარმატებამდე

January 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ირინა შეიხისლამოვა, ბევრისთვის ცნობილი როგორც ირინა შეიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2007 წელს როგორც Intimissimi-ის ახალი სახე ისე გაიცნო. წარმატებული კამპანიებისა და პროექტების შემდეგ ირინამ მოდის ინდუსტრიაში მნიშნელოვანი ადგილი დაიკავა, 2010 წელს კი გახდა პირველი რუსი მოდელი, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. მიუხედავად იმისა, რომ ირინა ადრეულ ასაკშიც გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, მისი წარმატების გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ირინას დედა პიანისტი იყო და საბავშვო ბაღში მუშაობდა, მამა კი მეშახტე, რომელიც პნევმონიით გარდაიცვალა. დედასთან და დასთან ერთად მარტო დარჩენილმა 14 წლის ირინამ გადაწყვიტა ოჯახი თავად ერჩინა და არასდროს დაქორწინებულიყო.

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, ალბათ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მამაჩემს ყოველთვის სურდა ბიჭი ჰყოლოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ოჯახზე მე უნდა მეზრუნა და გადავწყვიტე არასდროს დავოჯახებულიყავი. რა თქმა უნდა, დრო გავიდა და ცხოვრებამ გამზარდა, თუმცა ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს.”

Irina Shayk | Gigi Hadid Is Back on the Versace Runway — and Boy, Are We Glad | Fashion, Versace fashion, Dresses

ცხოვრებაში არსებული სირთულეების პარალელურად ირინამ წვრილმანების დაფასება ისწავლა და გააანალიზა, რომ შრომისმოყვარეობით მიღწეული მიზანი უფრო მეტადაა დასაფასებელი. მისი აზრით, ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვიბოძებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევს, რომ არასდროს დანებდნენ და იყვნენ მიზანდასახულები.

“მე ნამდვილად ვისწავლე შრომისმოყვარეობა და არა მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რასაც ცხოვრება მიბოძებს. ჩემთვის მისაბაძი ადამიანები დედა და ბებია არიან, ძლიერი ქალები, რომლებიც მარტივად არასდროს ნებდებიან. ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვაძლევს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს სურვილებს და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.“

“ჩემი ბედნიერების გასაღები ჩემი ოჯახია. გამიმართლა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოში გავიზარდე. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ყოველთვის ვზრუნავთ ერთმანეთზე. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, როგორც საფუძველი, ვგრძნობ, რომ მასში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული.”

ირინა დედასთან და ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკში, 2020 წელს.

ირინა ფიქრობს, რომ გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების დროს დააფასა წვრილმანები და პატარა დეტალები, რომლებსაც მანამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

“კარანტინმა მიჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროდადრო შესვენება, რათა აიღო პაუზა, გაჩერდე და ყურადღებით დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. მე მომეცა შანსი დავბრუნებულიყავი ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებთან, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. დავაფასე საკუთარი გამოცდილება და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, რომელსაც ამჯერად ასე ხშირად ვეღარ ვახერხებ. ამ ქვეყნად ძალიან ბევრი რამაა, რისი მადლიერებიც შეგვიძლია ვიყოთ.”

“კარანტინის პერიოდში მედიტაციამ ხელი შემიწყო ვკონცენტრირებულიყავი პოზიტიურ მოვლენებზე. მადლიერი ვიყავი იმის, რასაც სამყარო გვთავაზობდა და დავაფასე ყველაფერი, რასაც აქამდე უგულებელვყოფდი.”

ირინა შეიკი ვოგთან კანის მოვლის რუტინაზე საუბრობს

ირინა შეიკი წარმატებული კარიერული საქმიანობის პარალელურად მარტოხელა დედაა. მას ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშირებს ყოფილ მეგობარ მამაკაცთან ბრედლი კუპერთან. რუს მოდელსა და ამერიკელ მსახიობს საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რომლის აღზრდაში დაშორების შემდგომ თანაბრად იღებენ მონაწილეობას.

“ბრედლის გარეშე ცხოვრება ჩემთვის ახალი დასაწყისია. რთულია იპოვო ბალანსი მარტოხელა დედობასა და მშრომელ ქალს შორის. ზოგჯერ არის დღეები, როდესაც ვიღვიძებ და ვფიქრობ: ღმერთო არ ვიცი რა გავაკეთო.”

“ძლიერი პიროვნება ვარ და ყოველთვის ზუსტად ვიცი რა მსურს. ვფიქრობ, ზოგიერთ მამაკაცს ამის ეშინია, რასაც პირად ურთიერთობებზეც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. თუ ვინმე მიდის ჩემი ცხოვრებიდან, ყველაფერი სამუდამოდ დამთავრებულია. კარგ ურთიერთობებში ადამიანები გამოხატავენ საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებს, ასეთია ადამიანის ბუნება. არ არის აუცილებელი ორმა კარგმა ადამიანმა კარგი წყვილი შექმნას, ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ მივიღეთ გამოცდილება და ერთმანეთთან ყოფნის ბედნიერება გვქონდა.”

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი

პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ირინას ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა. იქიდან გამომდინარე, რომ მოდელს აქვს გადატვირთული გრაფიკი და კარიერული საქმიანობის პარალელურად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ქალიშვილთან ერთად ატარებს, მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის მარტივია და კომფორტული, თუმცა ყოველთვის მოდური და გამორჩეული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ირინას რუტინაში კანის მოვლაა. მოდელი აღნიშნავს, რომ სახის კანის გასაჯანსაღებლად ტრადიციულ მეთოდს იყენებს.

“მე რუსეთში გავიზარდე, ისეთ ადგილას, სადაც გამუდმებით ძალიან ცივა. როდესაც ვიღვიძებ, ან ვმგზავრობ, თვალები მისივდება. სახლში მისვლისთანავე მივდივარ მაცივართან და ყინულს ვიღებ, ჯერ თვალებს გარშემო ვისვამ, შემდეგ კი მთელს სახეზე. მიყვარს ასევე მაკიაჟის პროდუქტების გამოყენება, რომლებსაც ყოველთვის მინიმალური რაოდენობით ვატარებ ჩანთით.”

ამბობენ, წიგნი არ უნდა განვსაჯოთ გარეკანის მიხედვით, ამიტომაც, ირინა ფიქრობს, რომ თავად ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხეულის საფარველი. იქიდან გამომდინარე, რომ ადრეულ ასაკში მოდელს ჯინსის შარვლის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა, მის ცხოვრებაში არასდროს თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ტანსაცმელი.

“ჩემს სამშობლოში ამბობენ, ტანსაცმელი ადამიანს არ ქმნისო, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სამოსი არასდროს არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ჩემს ცხოვრებაში. წიგნი გარეკანის მიხედვით არ უნდა განსაჯო, ამიტომ რაც თქვენშია ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაც გაცვიათ.”

ირინა შეიკი ვერსაჩეს 2021 წლის კოლექციის ჩვენებაზე/Versace SS/21 Fashion Show

გაიგე მეტი: ბრედლი კუპერიირინა შეიკი

ასევე გაეცანი

#OK! “პოპულარობა ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან საბოლოოდ, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ” – ჰარი სტაილსი
Fashion News

#OK! “პოპულარობა ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან საბოლოოდ, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ” – ჰარი სტაილსი

August 2, 2025
#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა
Fashion

#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა

July 31, 2025
#OK! დემნა გვასალია ლოს-ანჯელესში გადადის – რას ნიშნავს ეს Gucci-სთვის?
Fashion News

#OK! დემნა გვასალია ლოს-ანჯელესში გადადის – რას ნიშნავს ეს Gucci-სთვის?

July 31, 2025
#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი
Fashion News

#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

July 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ბეტა პრინტი“ – 17 წელი საზოგადოების სამსახურში

#OK! „ბეტა პრინტი“ – 17 წელი საზოგადოების სამსახურში

October 16, 2024
#OK! დემნა გვასალია 43 წლის გახდა: ყველაზე ექსტრაორდინალური ქართველი დიზაინერი იუბილარია

#OK! დემნა გვასალია 43 წლის გახდა: ყველაზე ექსტრაორდინალური ქართველი დიზაინერი იუბილარია

March 25, 2024
#OK! ვენსან კასელის და ტინა კუნაკის მორიგი გლამურული გამოჩენა Le Papier Jacquemus-ის ჩვენებაზე

#OK! ვენსან კასელის და ტინა კუნაკის მორიგი გლამურული გამოჩენა Le Papier Jacquemus-ის ჩვენებაზე

June 28, 2022
#OK! დღესასწაული ისტორიულ ადგილას – „გარდენ ჰოლის“ ჯადოსნური გარემო

#OK! დღესასწაული ისტორიულ ადგილას – „გარდენ ჰოლის“ ჯადოსნური გარემო

June 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK!  ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა –  მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

#OK! ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა – მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

August 2, 2025
#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები