24 წლის სუპერმოდელის, ბელა ჰადიდის გარდერობი ვინტაჟური სტილის სამოსით ნამდვილად გამოირჩევა. მოდელი ცოტახნისწინ პარიზში Men’s Fashion Week–ს დაესწრო და პაპარაცების ობიექტივშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მან არჩევანი 80-იანი წლებით ინსპირირებულ იმიჯზე შეაჩერა.
ბელას თეთრი ტოპი და ყავისფერი, ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც ტყავის, შავი თრენჩი, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მინი ჩანთა ვერცხლის აქსესუარებთან ერთად შეუხამა.