უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კორტნი კარდაშიანის ახალი რჩეული დრამერი -ტრევის ბარკერია, რომელთან ერთადაც ის საჯაროდ უკვე არაერთხელ გამოჩნდა.
თუმცაღა იდილია ტრევისის ყოფილმა მეუღლემ -შანა მოკლერმა დაარღვია, რომელმაც კიმ კარდაშიანის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა.
46 წლის ყოფილმა “მის ამერიკამ” US Weekly-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვერასდროს იმეგობრებდა კიმთან, რადგან მისი და ტრევისის რომანის შესახებ ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში შეიტყო.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არავის გაუკეთებია.