29 წლის მოდელმა ჰეილი ბიბერმა, რომელიც მომღერალ ჯასტინ ბიბერზეა დაქორწინებული, 2022 წელს კანის მოვლის ბრენდი Rhode დააფუძნა, რომელიც მისი მეორე სახელით Rhode Baldwin-ით არის შთაგონებული. მინიმალისტური კონცეფციით შექმნილი ბრენდი სულ რამდენიმე წელში გლობალურ სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდად იქცა.

ჰეილი ბიბერმა ბრენდის იდენტობა ააგო „glazed donut skin“-ის ტრენდზე — ბზინვარე, ჯანმრთელი და დატენიანებული კანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მინიმალისტური შეფუთვა, ნეიტრალური ფერთა პალიტრა და ხელმისაწვდომი ფასი ბრენდს ახალგაზრდა აუდიტორიასთან განსაკუთრებით აახლოვებს.
Rhode-ის რამდენიმე პროდუქტი ნამდვილ ბესტსელერად და სოციალური მედიის ფავორიტად იქცა:
Peptide Lip Treatment – პეპტიდებით გამდიდრებული ტუჩის ბალზამი, რომელიც ინტენსიურ დატენიანებასა და ბზინვარებას უზრუნველყოფს. პროდუქტი TikTok-სა და Instagram-ზე ვირუსულად გავრცელდა და გაყიდვების ჰიტად იქცა.

Pocket Blush – მცირე ზომის, კომპაქტური რუჟი კრემოვანი ტექსტურით, რომელიც ბუნებრივ ეფექტს ქმნის და მარტივად ეტევა ჩანთაში. მრავალფეროვანი ტონები და კანის მსგავსი ეფექტი მას ყოველდღიური მაკიაჟის აუცილებელ პროდუქტად აქცევს.

Glazing Milk – მსუბუქი, რძის ტექსტურის ესენცია, რომელიც კანს ამშვიდებს და ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს. ის შექმნილია კანის ბარიერის გასაძლიერებლად და სწორედ ამ პროდუქტის დახმარებით იქმნება „glazed“ ეფექტი. Glazing Milk განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათ შორის, ვინც მინიმალისტურ, მაგრამ ეფექტურ კანის მოვლის რუტინას ეძებს.

Rhode Lip Case — ტელეფონის ქეისი, რომელსაც სპეციალური განყოფილება აქვს ტუჩის ბალზამისთვის. ეს აქსესუარი სწრაფად გახდა სოციალური მედიის სენსაცია — პრაქტიკული და ამავე დროს მოდური დეტალი, რომელიც ბრენდის იდენტობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებს. ქეისი განსაკუთრებით პოპულარული გახდა Gen Z მომხმარებლებს შორის და კიდევ უფრო გააძლიერა Rhode-ის ვირუსული იმიჯი.
ბრენდმა არსებობის პირველივე წელს 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა. სოციალური მედიის სტრატეგიულმა გამოყენებამ, ლიმიტირებულმა პროდუქციის რაოდენობამ და ჰეილი ბიბერის პერსონალურმა ჩართულობამ ბრენდის ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.
ჰეილი ბიბერს ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ მისი პროდუქცია მეტი მომხმარებლისათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შესაბამისად 2025 წლის მაისში, Rhode 1 მილიარდ დოლარად ამერიკულმა კოსმეტიკურმა კომპანიამ e.l.f. Beauty-მ შეიძინა. გარიგება სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად შეფასდა.

მიუხედავად გაყიდვისა, ჰეილი ბიბერი კვლავ რჩება ბრენდის დამფუძნებლად, კრეატიულ დირექტორად და ინოვაციების ხელმძღვანელად. ის აგრძელებს პროდუქციის განვითარებას და მუშაობს მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რაც Rhode-ის იდენტობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.












