• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საკუთარ ხმასთან დაბრუნება – ნათია დუმბაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი გულით“ წარუდგინა

January 5, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! -ს სტუმარი ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნათია დუმბაძეა. „ზოგჯერ სიმღერა მაშინ იბადება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება“ –  სწორედ ასე აღწერს მომღერალი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შემოქმედებით სფეროში დაბრუნებას.

სიმღერა „ჩემი გულით“ როგორ გაჩნდა იდეის დონეზე – კონკრეტული სიტუაცია, ცხოვრებისეული გამოცდილება თუ იდეა?

ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად მოხდა თიკა ფაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე, სადაც დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მუსიკოსი ლაზარე ადამია ვნახე. მან მითხრა, რომ სიმღერა ჰქონდა, რომელიც ძალიან მომიხდებოდა. მეც ეს შემოთავაზება დიდი სიხარულით მივიღე, რადგან იმ პერიოდში რაღაც ახალი მჭირდებოდა. მალევე დავიწყეთ მუშაობა და პირველივე მოსმენაზე მომეწონა, ძალიან მელოდიური სიმღერაა. მუშაობის პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, თუმცა ძირითადი მელოდია უცვლელი დარჩა.

 

 

თქვენ გქონდათ ორწლიანი პაუზა და სწორედ ამ პაუზის შემდეგ გამოვიდა ახალი სიმღერა. რას ეტყოდით მათ, ვინც მოუთმენლად ელოდა თქვენს დაბრუნებას?

საკმაოდ რთული დღეები გავიარე, შემიძლია კარმული პერიოდიც ვუწოდო. ხმის იოგებზე სერიოზული პრობლემა შემექმნა და საოპერაციოდ სტამბოლში გავემგზავრე. ერთი წლის განმავლობაში ვერ ვმღეროდი, ამას მოგვიანებით ჩემი ბენდის დაშლა დაემატა. პაუზა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჩემი და მასტერის ერთობლივმა სიმღერამ „არ უყურო დროს“ მსმენელის დიდი სიყვარული დაიმსახურა და აუდიტორია სხვადასხვა მომღერალთან ერთად ჩაწერილ დუეტებს ელოდებოდა. დავბრუნდი დიდი შემართებით და გაჩერებას აღარ ვაპირებ.

 

შემოქმედებითი გუნდი და კლიპის გადაღების პროცესი – რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, მუსიკალური შინაარსის ვიზუალური კუთხით გადმოცემა?

სიმღერა ისეთი შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ აუცილებელი იყო ღირსეული ვიზუალური გაგრძელება. ტექსტი სიყვარულზეა, რომელმაც თავისი გზა უკვე გაიარა და დასრულდა. სცენაზე მარტო ვდგავარ, რაც აწმყო დროის მანიშნებელია. კადრებად სიყვარულის ისტორიის ამსახველი წარსული მომენტებია ადამიანთან, რომელსაც ძალიან ლამაზად დავემშვიდობე.

 

როგორ იცვლებოდა სიმღერა პირველი დემოვერსიიდან საბოლოო ჩანაწერამდე?

ცვლილებების შეტანაში მე და ლაზარეს არაჩვეულებრივი მუსიკოსი და სიმღერის არანჟირების ავტორი, ზაზა ხუბუკელაშვილი დაგვეხმარა. კლიპის ავტორი ალექსანდრე ფურცხვანიძეა, მისი უდიდესი შრომის შედეგია არსებული კლიპი, ხოლო ტექსტის ავტორი უნიჭიერესი თემო საჯაია გახლავთ, რომელმაც სრულყოფილად, ზუსტი სტრუქტურითა და ღრმა შინაარსით გადმოსცა სიმღერის მთავარი სათქმელი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მთელ შემოქმედებით გუნდს.

 

 

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ნამუშევრის შექმნისას?

სიმღერაზე მუშაობა დაახლოებით სამი თვე გაგრძელდა. სწორედ ამ პროცესმა მოიცვა ყველაზე მეტი დრო და მოითხოვა სიღრმისეული შრომა. რაც შეეხება კლიპს, მისთვის მრავალი განსხვავებული ლოკაცია იყო შერჩეული. კარგად დაკომპლექტებული გუნდითა და ინტენსიური მუშაობით, თითქმის შეუძლებელ ვადაში, დაახლოებით ორ კვირაში მოვახერხეთ გადაღებების დასრულება.

 

თქვენ გყავთ საკუთარი ბენდი Natia Dumbadze & Live Band. რამდენად დიდია სხვაობა ბენდთან ერთად ჯგუფურ მუშაობასა და სოლო შესრულებას შორის?

ახალი, ძალიან კარგი ბენდი მყავს, ზოგისთვის აქამდე ნაცნობი და ასევე უცნობი სახეებით. სიმღერის მარტო შესრულებას ყოველთვის ჩემს ძვირფას ადამიანებთან, ოთხ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ერთად მუშაობა მირჩევნია. კორპორაციული საღამოებისა და კონცერტების ჩატარების დროს, სადაც სურთ, რომ მარტო ვიმღერო, ყოველთვის ბენდთან ერთად შესრულებას ვთავაზობ, რადგან მათთან ერთად სხვა ემოციით, ენერგიითა და განწყობით ვმღერი.

 

დაბოლოს, გაგვიზიარეთ სამომავლო, შემოქმედებითი გეგმები.

2026 წელს დაგეგმილი მაქვს  3 ახალი სიმღერის ჩაწერა სამ სხვადასხვა ძალიან კარგ კომპოზიტორთან ერთად. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ისევ ლაზარე ადამია იქნება, რომელმაც ეს სიმღერა დამიწერა. ლაზარე ასევე ჩემი ბენდის წევრია, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა და ამას გარდა მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს.

 

 

 

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

#OK! უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

September 18, 2023
#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

September 4, 2021
#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

October 20, 2022
#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! „ეს საშინელი შეცდომაა“ – რატომ თქვა ჰელენ მირენმა პლასტიკურ ოპერაციაზე უარი?

#OK! „ეს საშინელი შეცდომაა“ – რატომ თქვა ჰელენ მირენმა პლასტიკურ ოპერაციაზე უარი?

January 15, 2026
#OK! ლუვრის ნახვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 45%-ით გაძვირდა

#OK! ლუვრის ნახვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 45%-ით გაძვირდა

January 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები