• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ვიდეო OK! Story

#OK! ერთი ნახვით შეყვარება ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ამბავი

February 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! და ავერსი იწყებენ რუბრიკას „სიყვარულის ისტორია“ – ამბებს ადამიანებზე, სადაც სიყვარული მხოლოდ გრძნობა კი არა, მოქმედებაა. ეს არის ისტორიები იმ მცირე ნაბიჯებზე, რომლებიც ურთიერთობებს აძლიერებს. სიყვარულით „ავერსისგან“ – სიყვარული ყოველდღიური ზრუნვაა.

ყველაფერი 50 წელზე მეტი ხნის წინ ერთი ნახვით შეყვარებით დაიწყო – სტუმრად მისული მხატვარი გოგონა მასპინძლის მწერალ შვილს მაშინვე გულში ჩაუვარდა. გოგონას ქმარი და შვილი ჰყავდა, თუმცა ბიჭს ამის არ შეშინებია. ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს ხელს ვერაფერი შეუშლისო და ასეც მოხდა. დღემდე ყველაზე მეტად ერთად განმარტოება უყვართ. დრომ ვერაფერი შეცვალა – ქალი ისევ ხატავს, კაცი ისევ წერს და ძველებურად უყვართ ერთმანეთი. არ გეგონოთ, რომანის წერა დავიწყე – ეს ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ნამდვილი ამბავია.

 

 

ოლესია თავაძე: ამ ასაკში შემაჯამებელი აღმოჩნდა ნიუანსების შეგნება და შეცნობა, თორემ ისე, ამ წლებს დაერქმეოდა გაძლება, ან მხოლოდ სიყვარული, ან უსაშველობა. წლების განმავლობაში საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ დროს უფრო კარგად აცნობიერებ, მეორე ნახევარი ვინ არის შენთვის და ეს იმიტომ, რომ შენი თავი უკეთ შეიცანი. ზღაპრულად გვასწავლიან სიყვარულის არსს, განსაკუთრებით ასე იყო ჩვენი თაობისთვის. დრომ გამარკვია სიყვარულის რაობაში. მიმაჩვია ცხოვრებამ, თუ რამე პრეტენზია მაქვს, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვო. ამდენი წელი რაც ერთად გვაჩერებს, არის მიტევება და საკუთარი ცოდვების შეცნობა. ასევე მნიშვნელოვანია, რამ შეაკავშირა ორი ადამიანი. ჩემთვის ეს სულიერი საწყისია. მარტოებს რომ მხოლოდ ერთმანეთის გვერდით სულის მოთქმა გვინდა – ესაა ჩემი ამდენი წლის თანაცხოვრების შედეგი.

ზაზას ყოფილი მეუღლე ჰყავდა, მეც მყავდა ქმარი. სხვანაირად რომ წასულიყო ჩვენი ცხოვრება და ერთად არ ვყოფილიყავით, არ გვექნებოდა ამდენი შენაძენი, ის სიხარული, რაც ერთად გვქონდა – ზაზას ნახატები, ჩემი წიგნები. როცა მეგობარი მოდის და არღვევს ჩვენს ერთად ყოფნის მყუდროებას, გავიფიქრებ ხოლმე, რა კარგად ვიყავით ერთად. ეს წლები იყო საკუთარი თავის შეცნობა და მადლიერება, რომ ამ ადამიანის იქით გზა არც გინდა და არც გქონია.

ზაზა აბზიანიძე: 50 წელზე მეტია ერთად ვართ. მე მჯერა ბედისწერის და ბედის საჩუქრად აღვიქვი ლესია. ჩვენს შეხვედრას არ მივიჩნევ შემთხვევითობად. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

ოლესია: ზაზას დედა ხატავდა და ჩემმა თანაკლასელმა წამომიყვანა ამ სახლში ნახატების სანახავად. მე იმ დროს უკვე შემდგარი მხატვარი ვიყავი. მე იმ დროს ქმარი მყავდა.

ზაზა: ერთი დანახვით შემიყვარდა ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა და როგორ გინდა ხევსურ კაცს ცოლი გამოსტაცო. ნორმალურ ფარგლებს გადამცდარი ვიყავი და არ შევეპუე არსებულ წინააღმდეგობებს.

ოლესია თავაძე: ზაზას ჰქონდა დაუოკებელი ლტოლვა ჩემ მიმართ. ასეთ ემოციას მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ეს ყველაფერი ზაზამ წამოიწყო და ამ ინტელიგენტი ადამიანის საქციელი არ იყო ნორმალური. დედაჩემმა მითხრა, ნორმალური ადამიანი მაგას ცოლად არ გაჰყვებაო.

ზაზა აბზიანიძე: გიჟიაო.

ოლესია თავაძე: ქვებს ისროდა. როცა მე და ჩემი ქმარი საღამოს სახლში ვიწექით, ეს ქვებს ესროდა ფანჯარას.

ზაზა აბზიანიძე: ამ დროს რა უნდა ქნას ხევსურმა კაცმა? უნდა გამოვიდეს და მოგკლას. სამჯერ დამიბარა სალაპარაკოდ. ეს ხომ არაა ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული „რაზბორკა“, სიკვდილზე მიდიხარ. ახლაც ჟრუანტელი მივლის, იმ ადგილს რომ ჩავუვლი ხოლმე. როცა ამ შეხვედრაზე მივდიოდი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და მიღირდა.

ოლესია თავაძე: ცოტა გასაკვირია ჩვენი ერთად ყოფნა ამ დრომდე. ზაზას დაუოკებელი ლტოლვა ჩემ მიმართ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო – ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ. ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. სულიერი ერთობა აღმოჩნდა ის მთავარი ამბავი, რის გამოც ჩვენს ერთად ყოფნას სიყვარული დავარქვით და რამაც აქამდე ერთად მოგვიყვანა. ის დღეები, როცა წყენის, მარტოობის განცდა მქონდა, იმისთვის იყო, რომ შემეცნო – ეს არაა სიყვარული. სიყვარული არის პატიება, ერთად ყოფნის სურვილი და საკუთარი ცოდვების გაზომვა. ძალიან გამიჭირდებოდა მასთან ურთიერთობა, ჩემს შვილთან მამობრივი დამოკიდებულება რომ არ ჰქონოდა.

 

 

შემოქმედება

ოლესია თავაძე: არც მე და არც ზაზას შემოქმედებაში არაფერი გვიკეთებია სხვის დასანახად. არც ზაზას დაუწერია რამე პრემიის მისაღებად, არც მე დამიხატავს ან დამიწერია იმისთვის, რომ ტაში დამიკრან. ხანდახან ვფიქრობ, ვის რად უნდა ეს ჩემი ნახატები – ზაზუკა წვერით, ჩემი შვილი, დედაჩემი ჩემს დასთან ჩახუტებული. თუ არ იქნებოდა შემოქმედება, სხვა რამე გაგვაერთიანებდა.

ზაზა აბზიანიძე: ერთხელაც არ გამიფიქრია, რა მოსაწყენია ეს ყოფა. გვიჩხუბია კიდეც, ჩხუბსაც თავისი პათოსი აქვს. თუმცა ერთად ყოფნა მოსაწყენი და გასაძლები არასოდეს ყოფილა. ისეთი სულიერი ინტერესების თანხვედრა მოხდა და ეს იმდენად ინტენსიური იყო, რომ ყოფამ ვერ გაახუნა. მთავარი ყოველთვის იყო, რომ ერთმანეთის აზრი გვაინტერესებდა.

ოლესია თავაძე: ზაზამ საბავშვო ლექსები რომ დაწერა, შემომთავაზა, ილუსტრაციები მე გამეკეთებინა. ამ დროს თან წერდა და იქვე ჯღაბნიდა. ისეთი ლამაზი ნახატები იყო, ვუთხარი, ეგ წიგნი შენივე ნახატებით უნდა იყოს გაფორმებული-მეთქი. ჩემი დღიურები, მინიატიურები და მოთხრობები რომ დავწერე, არ ვიცოდი როგორ დამესათაურებინა. იმ წუთშივე მიპასუხა ზაზამ – დაარქვი, „რაც რამ მებადა“-ო. გადავირიე, ისე მომეწონა. ასეც ჰქვია წიგნს, მაშინვე დავუჯერე, როგორც მე დამიჯერა და წიგნი თავისივე ნახატებით გააფორმა. სხვათა შორის, ჩემი მოფიქრებული ძაღლების სახელები მომპარა და თავის წიგნს „ბუსუნსულა და პასკუალინა“ დაარქვა, არც მიუთითა, რომ ჩემი მოფიქრებული იყო, ჰოდა, არც მე მივუთითე.

 

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში
OK! Doctors

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026
#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
#OK! ახალი სეზონი ჩიკას და ცოტნეს გარეშე: რატომ დატოვეს მსახიობებმა “ჩემი ცოლის დაქალები”

#OK! ახალი სეზონი ჩიკას და ცოტნეს გარეშე: რატომ დატოვეს მსახიობებმა “ჩემი ცოლის დაქალები”

September 8, 2021
#OK! ახალი თაობის სილამაზე და თავდაჯერებულობა – სალომე პრესსერის პროფესიული გზა

#OK! ახალი თაობის სილამაზე და თავდაჯერებულობა – სალომე პრესსერის პროფესიული გზა

September 15, 2025
#OK! დვ დეველოპმენტი – მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე

#OK! დვ დეველოპმენტი – მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე

August 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები