• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაში, ყველასთვის ცნობილი როგორც Super Bowl, დიდი ხანია რაც სპორტულ მოვლენაზე მეტი გახდა. Super Bowl-ის ჰალფთაიმ შოუ არის შესვენების დროს გამართული გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც ჩვეულებრივ დაახლოებით 12–15 წუთი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თამაში სპორტული მოვლენაა, ჰალფთაიმ შოუ ხშირად კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან მასში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არტისტები მონაწილეობენ.

 

 

წლების განმავლობაში ჰალფთაიმ შოუზე გამოსულმა არაერთმა ცნობილმა არტისტმა მაყურებელთა რაოდენობის ახალი რეკორდი დაამყარა. კენდრიკ ლამარის 2025 წლის ჰალფთაიმ შოუს ლაივ რეჟიმში 133.5 მილიონმა ადამიანმა უყურა, მაიკლ ჯექსონის 1993 წლის გამოსვლას – 133.4 მილიონმა, რიანას 2023 წლის შოუს – 121 მილიონმა, ხოლო კეტი პერის 2015 წლის გამოსვლას – 118.5 მილიონმა მაყურებელმა. 2026 წლის ცნობილი პუერტო-რიკოელი Bad Bunny-ს გამოსვლამ კი რეკორდი მოხსნა. იმასთან ერთად, რომ  ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სოლო ლათინო არტისტი ხელმძღვანელობს შოუს, Bad Bunny-ს პერფორმანსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში 135 მილიონი ადამიანი უყურებდა. Bad Bunny-ს გამოსვლა არ იყო მხოლოდ მუსიკალური შოუ, 13 წუთიან პერფორმანსში ჩამალული იყო ყველზე საინტერესო დეტალები.

 

მოდით დავიწყოთ ჩაცმულობით- მისი გარეგნობა სრულად შეესაბამებოდა საღამოს თავისუფალ, თუმცა დახვეწილ განწყობას. როგორც ყოველთვის, მას თამამი მოდური არჩევანი ახასიათებს, თუმცა კვირის დიდი თამაშისთვის უფრო მინიმალისტური ლუქი აირჩია, რომელიც ესპანურმა, ყველასთვის ცნობილმა ბრენდმა- Zara-მ შექმნა. მისი სტილისტების – Storm Pablo-სა და Marvin Douglas Linares-ის  მიერ შერჩეული სამოსი მოიცავდა საყელოიან პერანგს, ჰალსტუხს და ჯერსის, რომელზეც მისი გვარი Ocasio და ნომერი 64 იყო დატანილი. ნომერ 64-ის მნიშვნელობაზე გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ის მომღერლის დედას ლისაური ოკასიოს ეძღვნება, რადგან 1964 წელი მისი დაბადების წელია. სხვა ცნობებით კი, ეს ნომერი მის გარდაცვლილ ბიძას ეძღვნება, რომელიც ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და სწორედ 64 ნომერს ატარებდა. გამოსვლის მეორე ნაწილში მან იმავე, ღია ფერის პიჯაკი მოირგო.

 


Bad Bunny-ის მინიმალისტური ლუქი საღამოს ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა. შემსრულებელს – რომლის პროგრამაშიც ასევე შევიდა „Yo Perreo Sola“, „Safaera“,„Baile Inolvidable“ და „Nuevayol“-ს შესრულებები – მოედანზე სპეციალური სტუმრებიც შეუერთდნენ, მათ შორის რიკი მარტინი და ლედი გაგა.

 

 

პერფორმანსისას ახალგაზრდა ვარსკვლავმა 2026 წლის გრემიზე მოპოვებული ჯილდო 5 წლის ლიამ კონეჰო რამოს დააკავა, რომელიც იანვარში ICE-ის (შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ფედერალური სააგენტო) მიერ იქნა დაკავებული და მხოლოდ მასიური პროტესტების შემდეგ გაათავისუფლეს.

 

როგორც ვახსენეთ, მისი Super Bowl-ის გამოსვლა მოჰყვა გრემის დაჯილდოებაზე გამართულ მნიშვნელოვან საღამოს, სადაც ის გახდა პირველი ლათინო ვარსკვლავი ცერემონიის 68-წლიან ისტორიაში, რომელმაც „წლის ალბომის“ ჯილდო მოიპოვა მისი ალბომისთვის ,,DeBÍ TiRAR MáS FOToS”. მან გრემის სცენაზე გამოსვლა გამოიყენა, როგორც ICE-ის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა:

„სანამ ღმერთს მადლობას გადავუხდიდე, ვიტყვი – ICE, წადი. ჩვენ არ ვართ ველურები, არ ვართ ცხოველები, არ ვართ უცხოპლანეტელები. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ ამერიკელები ვართ.“

Super Bowl-ზე ათასობით მაყურებლის წინ სტადიონზე, ხოლო მილიონობით ადამიანის წინ ეკრანებთან – მან ეს ერთიანობის გზავნილი კიდევ ერთხელ გაიმეორა, მის უკან ბილბორდზე წარმოდგენილი იყო წარწერა

,,ერთადერთი რამ რც სიძულვილზე ძლიერია, არის სიყვარული”.

გამოსვლის დასასრულს კი ხელში ამერიკული ფეხბურთის ბურთი ეჭირა, რომელზეც ეწერა მარტივი ფრაზა:

,,ჩვენ ერთად ვართ ამერიკა”.

 

იმისთვის, რომ Bad Bunny-ს ამგვარი წარმატებისთვის მიეღწია, არც ისე მარტივი ცხოვრება გამოიარა. ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, იმავე Bad Bunny, დაიბადა 1994 წლის 10 მარტს, პუერტო-რიკოს ქალაქ ვეგა ბახაში. იგი გაიზარდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახში, ვეგა ბახას ალმირანტე სურის უბანში. მისი მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, ხოლო დედა ინგლისურის მასწავლებელი. მას ჰყავს ორი უმცროსი ძმა – ბერნი და ბისაელი.

ბავშვობაში Bad Bunny რეგეტონის მოყვარული იყო – მუსიკის ჟანრის, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და რეგის ნაზავს წარმოადგენს და უსმენდა ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Daddy Yankee და Vico C.

13 წლის ასაკამდე ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა, წლების შემდეგ კი პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის არესიბოს კამპუსის აუდიოვიზუალური კომუნიკაციების პროგრამაზე ჩაირიცხა. სწავლის საფასურის გადასახდელად ბენიტომ მუშაობა დაიწყო და Econo-ს სუპერმარკეტში  პროდუქტებს ალაგებდა.

 

 

Bad Bunny-მ მუსიკის გაზიარება პირველად SoundCloud-ზე დაიწყო, ჯერ კიდევ სტუდენტობისას. 2016 წელს მისი სიმღერა „Diles“ პოპულარული გახდა, რის შემდეგაც პროდიუსერების ზარებს სუპერმარკეტში მუშაობის დროსაც კი პასუხობდა. მენეჯერის, ნოაჰ ასადის პოვნის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ყურადღება მიექციათ YouTube-ზე ვიდეოების გამოშვებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ დიდ კომპანიებთან კონტრაქტზე ემუშავათ.

2018 წელს გრემიზე ნომინირებული „I Like It“ რომელიც Cardi B-სა და J Balvin-თან ერთად ჩაწერა ივლისში Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ამ მომენტიდან მისი წარმატება სულ უფრო წინ და წინ მიიწევდა.მისი სადებიუტო ალბომი X 100PRE 2018 წლის შობის ღამეს გამოვიდა და Billboard-ის Top Latin Albums ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.  შემდეგ თვეში მან J Balvin-თან ერთად გამოუშვა EP Oasis, რომელმაც გრემის ნომინაცია მიიღო საუკეთესო ლათინური როკ/ურბანული/ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში.

 

 

რატომ სახელი Bad Bunny? 2018 წელს ბენიტომ ET-სთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ აირჩია ეს სახელი:

„როცა პატარა ვიყავი, სკოლაში კურდღლის კოსტიუმის ჩაცმა მომიწია და არის ფოტო, სადაც გაბრაზებული სახე მაქვს. როცა ეს ფოტო ვნახე, ვიფიქრე, საკუთარ თავს ‘Bad Bunny’ დავარქმევდი. ვიფიქრე, რომ ეს ისეთი სახელი იქნებოდა, რომელიც კარგად იმუშავებდა მარკეტინგულად. კურდღელი ძალიან გავრცელებული რამაა, შესაბამისად როცა ვინმე მას ნახავს, ჩემს მუსიკას გაიხსენებს.“

 

მანამ სანამ 2026 წელს საკუთარი გამოსვლა ექნებოდა, 2020 წელს ის მონაწილეობდა Super Bowl-ის ჰალფთაიმის შოუში შაკირასთან, ჯენიფერ ლოპეზთან და J Balvin-თან ერთად.

2026 წლის თებერვალში Debí Tirar Más Fotos გახდა პირველი ესპანურენოვანი ალბომი, რომელმაც გრემიზე „წლის ალბომი“ მოიგო.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ 

 

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

ასევე გაეცანი

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?
OK! News

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა
OK! News

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა
OK! News

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პერიზ ჰილტონი Gucci-ს ძვირადღირებული მაისურით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

#OK! პერიზ ჰილტონი Gucci-ს ძვირადღირებული მაისურით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

June 3, 2021
#OK! Rihanna ბრენდ RIMOWA-სთვის! მომღერალი Dolce & Gabbana-ს სამოსით!

#OK! Rihanna ბრენდ RIMOWA-სთვის! მომღერალი Dolce & Gabbana-ს სამოსით!

September 16, 2021
#OK! ნინო ნადირაძე პლასტიკურ ოპერაციამდე – აქამდე უცნობი ფოტოები

#OK! ნინო ნადირაძე პლასტიკურ ოპერაციამდე – აქამდე უცნობი ფოტოები

January 21, 2023
#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

#OK! საკუთარი თავის ძიებაში – ენდრიუ გარფილდი კინოსამყაროდან პაუზას იღებს

January 12, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

February 3, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები