ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰოლი ბერი, წინა სამი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, მუსიკოს ვან ჰანტზე ქორწინდება.

59 წლის მსახიობმა პოპულარულ შოუში „The Tonight Show with Jimmy Fallon“ პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ გულახდილად ისაუბრა. მსახიობმა აღიარა, რომ მისი ნიშნობის გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ვანს თითქმის ექვსი წელია ვხვდები. ხმები ვრცელდება, რომ მან ცოლობა მთხოვა და მე უარი ვუთხარი, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უარი არ მითქვამს, უბრალოდ ქორწილის თარიღი ჯერ არ დაგვინიშნავს“, – აღნიშნა ჰოლიმ.
შოუს მიმდინარეობის დროს მსახიობმა მაყურებლებს საქმროს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი აჩვენა. ოქროს ბეჭედმა დიდი ზომის ბრილიანტის თვლით მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ვან ჰანტმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიანიშნა, რომ ჰოლი ბერის ხელი თხოვა, მაგრამ წყვილმა გადაწყვიტა, ქორწილი მოგვიანებით დაეგეგმა.

აღსანიშნავია, რომ ბერისა და ჰანტის რომანის შესახებ 2021 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. მუსიკოსთან შეხვედრამდე მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული: ბეისბოლისტ დევიდ ჯასტისზე, მომღერალ ერიკ ბენეტზე და მსახიობ ოლივიე მარტინესზე. ჰოლის წინა ურთიერთობებიდან ორი შვილი ჰყავს – 17 წლის ნალა და 12 წლის მასეო, ხოლო მის საქმროს ვაჟი ჰყავს.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! “უკვე ოფიციალურად” – ჰოლი ბერის საახალწლო ხუმრობა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო












