• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

February 6, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოში სილამაზის სფერო წლიდან წლამდე უფრო ვითარდება. ამის პარალელურად კი ბევრი ესთეტიკის ცენტრი და სალონი რთულ გამოწვევებს გადის, როგორიცაა: პროფესიონალი კადრის დეფიციტი, ფინანსური საკითხი, მზარდი კონკურენცია და მომხმარებლის მაღალი მოლოდინი. სწორედ ასეთ დროს ჩნდება კრიზისის მენეჯმენტის საჭიროება, რომელიც ბიზნესს ეხმარება პრობლემების მოგვარებაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში. ჩვენი რესპონდენტი, მარიანა ნორაკიძე ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას კრიზისმენეჯმენტს უთავსებს და კომპანიებს პრაქტიკულ გზებს სთავაზობს ბიზნესის გაძლიერებისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ტრეინინგებს ამ სფეროს განვითარებაში, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

მარიანა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და ეს სფერო?

მარიანა ნორაკიძე: კრიზის მენეჯმენტი ჩემთვის არის შესაძლებლობა, დავეხმარო ბიზნესებს გადალახონ რთული პერიოდები და გახდნენ უფრო ძლიერები. სილამაზის სფეროში კი უკვე დიდი ხანია ვსაქმიანობ – აქ ყველაფერი ემოცებთანაა დაკავშირებული: სტუმრის  თავდაჯერებულობა, პერსონალის განვითარება, ბიზნესის გადარჩენა და სხვ. საქართველოში დღეს ეს სფერო სწრაფად იზრდება და ვითარდება, თუმცა ბევრი სალონი და კლინიკა განიცდის კრიზისს (ეკონომიკური, პანდემიური, კონკურენციის, პერსონალის ნაკლებობის გამო). სწორედ ამ დროს არის ჩემი როლი დიდი, რათა არა მხოლოდ დავეხმარო ბიზნეს გადარჩენაში, არამედ შევთავაზო კომპანიებს განვითრების გეგმა, რომელიც საბოლოოდ მათ ლიდერობასაც განაპირობებს.

 

 

როგორ შეაფასებდით სილამაზის ინდუსტრიას საქართველოში? როგორ ვითარდება და რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს ეს სფერო?

ეს ინდუსტრია აქტიურად ვითარდება. ბოლო 5–7 წელიწადში სალონების, კლინიკების და ესთეტიკური მედიცინის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (განსაკუთრებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში). საერთაშორისო ბრენდები (მაგ კოსმეტიკური თავის მოვლის პროდუქცია და აპარატურა) აქტიურად შემოდიან, რაც ზრდის სტანდარტებს.

მომხამრებელი უფრო მომთხოვნი გახდა ხარისხის, უსაფრთხოების და შედეგის მიმართ. ეს სფერო საერთაშორისო სტანდარტებს სრულად ჯერ ვერ აკმაყოფილებს,  ბევრი სალონი ჯერ კიდევ მუშაობს „ძველი წესებით“, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, რეგულაციები სუსტია (სანიტარული ნორმები, სერტიფიკაცია), და ხშირად ხარისხი დამოკიდებულია ერთი ადამიანის უნარებზე, არა სისტემაზე!

 

და რა გამოწვევების წინაშეა ?

ჩემი გამოცდილებდან ძირითადი გამოწვევებია: პერსონალის ნაკლებობა და არა პროფესიონალური მიდგომა( სპეციალისტები და ადმინისტრატორები ხშირად ტოვებენ სამსახურს დაბალი ხელფასის ან გადაღლის გამო), დიდი კონკურენცია, ეკონომიკური კრიზისები (ინფლაცია, ლარის კურსი ზრდის ხარჯებს (კოსმეტიკა იმპორტირებულია), მომხარებელი ამცირებს ვიზიტებს), ციფრული მარკეტინგის სისუსტე (ბევრი სალონი ჯერ კიდევ არ იყენებს Instagram-ს, Google-ს ან CRM-ს ეფექტურად), რეგულაციების ნაკლებობა (არ არის მკაცრი სერტიფიკაცია, რაც იწვევს არაკვალიფიციურ სერვისებს და რეპუტაციის დაზიანებას) და ტრენინგების ნაკლებობა ( ბევრი მფლობელი არ ფიქრობს გრძელვადიან განვითარებაზე).

 

რას სთავაზობთ კომპანიებს?ვისთვისაა თქვენი სემიანრები და კონკრეტულად რა თემებს მოიცავს?

ვთავაზობ კრიზის მენეჯმენტის და ბიზნეს განვითარების სერვისებს სილამაზის სალონებს, ესთეტიკურ კლინიკებს და სილამაზის ბიზნესებს, რაც მოიცავს:

  • ინდივიდუალურ კონსულტაციებს კრიზისულ სიტუაციებში (მომხმარებლის დაკარგვა, პერსონალის წასვლა, ფინანსური პრობლემები).
  • ტრენინგებს და სემინარებს მფლობელებისთვის, მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის.

 

სემინარები განკუთვნილია:

  • სალონების/მფლობელებისთვის და ტოპ-მენეჯერებისთვის,
  • ადმინისტრატორებისთვის და სპეციალისტებისათვის

 

ძირითადი თემები:

  • კრიზისების იდენტიფიცირება და პრევენცია,
  • პერსონალის მოტივაცია და შენარჩუნება,
  • კლიენტების ლოიალობის სისტემები და მარკეტინგი,
  • ფინანსური მენეჯმენტი სალონში (ხარჯები, მოგება),
  • ტრენინგების როლი ბიზნესის განვითარებაში,
  • საერთაშორისო ტრენდები და სტანდარტები საქართველოსთვის.

 

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს სილამაზის სფეროში?

უპირველესია განათლება,  არ დაიწყოთ მხოლოდ პრაქტიკით. გაიარეთ კურსები, ტრენინგები (სერტიფიცირებული) და შეისწავლეთ საერთაშორისო ტექნიკები.

იყავით მომხმარებელზე ორიენტირებული — სილამაზე ემოციაა. მოუსმინეთ, იყავით გუწრფელები, შექმენით უსაფრთხო გარემო და მიეცით შედეგი.

მნიშვნელოვანია, იფიქროთ ბიზნესზე – ისწავლეთ მარკეტინგი, ფინანსები და მომხმარებელთან ურთიერთობა.

ნუ გეშინიათ ტრენინგების, იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე, სწორედ ეს განგასხვავებთ კონკურენტებისგან.

იყავით მომთმენი, ეს სფერო კონკურენტულია, მაგრამ კარგი რეპუტაცია და რეკომენდაციები მოგცემთ სტაბილურ მომხმარებელს და მზარდ შემოსავალს.

ასევე გაეცანი

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში
Fashion

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე
OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვინ არის ქოულ სპრაუსის მეგობარი გოგონა: ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა პირველ პაემანზე Echo Park-ში დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ქოულ სპრაუსის მეგობარი გოგონა: ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა პირველ პაემანზე Echo Park-ში დააფიქსირეს

May 31, 2021
#OK! 4 ნოემბერს გიორგი პაპკიაური მხატვრობის მოყვარულებს lart gallery-ში პაემანს უთქვამს…

#OK! 4 ნოემბერს გიორგი პაპკიაური მხატვრობის მოყვარულებს lart gallery-ში პაემანს უთქვამს…

October 26, 2023
OK! Საქართველო 7 წლის შემდეგ ევროვიზიის ფინალშია

OK! Საქართველო 7 წლის შემდეგ ევროვიზიის ფინალშია

May 10, 2024
#OK! “ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად” – ჯენიფერ ლოპესი საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის შესახებ

#OK! “ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად” – ჯენიფერ ლოპესი საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის შესახებ

August 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

February 5, 2026
#OK! სასამართლომ „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავი დენიელ სტერნი გაამართლა

#OK! სასამართლომ „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავი დენიელ სტერნი გაამართლა

February 7, 2026
#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები