თითქმის ოცი წლის განმავლობაში, ჩოგბურთის სამყაროს სამი ლეგენდა ჰყავდა: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუმცა სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ერთი ეპოქა მეორეს ანაცვლებს და ლეგენდების ნაცვლად კორტებზე ახალი თაობის გაბედული და ნიჭიერი წარმომადგენლები გამოდიან. სწორედ ისეთები, როგორიც ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასია. 1 თებერვალს მან ლეგენდარული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. შედეგად, 22 წლის ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც თავის ასაკში დიდი სლემის ოთხივე ტურნირი მოიგო.

ესპანელი ვუნდერკინდი მსოფლიო ჩოგბურთში ქარიშხალივით შემოიჭრა. ის 2003 წლის 5 მაისს დაიბადა და ATP-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა „პირველი ჩოგანი“ და უკვე „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირის ჩემპიონია. ალკარასს ხშირად „ახალ ნადალს“ უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ თამაშის სტილით ის უფრო სრულყოფილია და მასში „დიდი სამეულის“ თითოეული წევრის თვისებებია გაერთიანებული.

კარიერის დასაწყისი
კარლოსი მურსიაში, ელ-პალმარში დაიბადა. ბიჭუნა ჩოგბურთთან ერთად იზრდებოდა – მამამისი, კარლოს ალკარას უფროსი, ადგილობრივ კლუბში მუშაობდა და ჩოგბურთის სკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მამის კორტებზე აიღო ოთხი წლის „კარლიტოსმა“ ხელში ჩოგანი პირველად და აღარ მოუშორებია.

კარლოსი კორტზე ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებდა და ჩოგბურთით ცხოვრობდა. 12 წლის ასაკში ის იუნიორთა ტურნირებზე ყველაფერს იგებდა, 15 წლის ასაკში კი ხუან კარლოს ფერეროს აკადემიაში გადავიდა, სადაც მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მისი მთავარი მწვრთნელი და დამრიგებელი გახდა. შედეგმა არ დააყოვნა..
2018 წელს ITF-ის ტურნირებზე კარლოსის დებიუტი შედგა, 2019 წელს კი მან პირველი პროფესიონალური ტიტული მოიპოვა. 2020 წელი გარდამტეხი გამოდგა – პირველი გამარჯვება რიო-დე-ჟანეიროში, ATP-ის ძირითად ბადეში, წარმატებული სერია „ჩელენჯერებზე“, ნახტომი რეიტინგში და სეზონის ბოლოს ტოპ-250. წლის ბოლოს კარლოს ალკარასმა ATP-ის „წლის აღმოჩენის“ ჯილდო მიიღო. ჩოგბურთის სამყარომ მასში არა უბრალოდ ნიჭიერი მოზარდი, არამედ მომავალი ლეგენდა დაინახა.

2021 წელს 19 წლის კარლოსმა US Open-ის მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მსოფლიოს მე-3 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. ხორვატიაში თავისი პირველი ATP ტიტული მოიგო და წელი ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირის მოგებით დაასრულა.
2022 წელს კარლოსი ნიჭიერი მოთამაშედან სუპერვარსკვლავად იქცა. მან მაიამისა და მადრიდში თავისი პირველი „მასტერსები“ მოიგო, 19 წლისა და 4 თვის ასაკშიკი US Open-ის მოგებით ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა
2023 და 2024 წლებში კარლოს ალკარასმა ზედიზედ ორჯერ მოიგო უიმბლდონი, 2024 და 2025 წლებში „როლან გაროსიც“ დაიპყრო და 2024 წელს ოლიმპიადის ფინალამდე მივიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
![]()
2025 წელსაც კი, როცა თითქოს ტემპი ოდნავ დააგდო, კალოსმა სეზონში 45 გამარჯვება მოიპოვა, ლონდონის ATP 500 ტურნირზრ გაიმარჯვა და უიმბლდონის ფინალამდე მივიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში თავის მთავარ მეტოქესთან, იანიკ სინერთან დამარცხდა.
კარლოს ალკარასის თამაშის სტილი
მისი სტილი უკანა ხაზიდან აგრესიულობით, სიმძლავრითა და მოულოდნელობით გამოირჩევა. მას გაჭიანურებული გათამაშებები არ უყვარს და დომინირებას ცდილობს. კარლოსი ფარული „მოჭრილი“ დარტყმების (drop shot) დიდოსტატია – მოქნევა ისეთია, თითქოს მძლავრად უნდა დაარტყას, ბურთი კი ბადესთან „კვდება“. დარტყმის სიჩქარე ხშირად 200 კმ/სთ-ს აღწევს.

ბევრი ესპანელი ჩოგბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ თიხაზე არიან ძლიერები, ალკარასი უნივერსალური მოთამაშეა. მისი თამაში ბადესთან როჯერ ფედერერის სტილს მოგვაგონებს. მას არ ეშინია წინ გასვლის და შეტევის ჰაერიდან დასრულების.
გარდა ამისა, ალკარასს გადამწყვეტ მომენტებში ძლიერი ხასიათი და „ცივი გონება“ აქვს. წნეხის ქვეშ ის მშვიდად იღებს გადაწყვეტილებებს. „როლან გაროსის“ 2025 წლის ფინალში სინერის წინააღმდეგ ის აგებდა, მაგრამ რიტმი შეცვალა, აგრესია დაამატა და მატჩის ბედი შემოატრიალა.
გავლენა ჩოგბურთზე
ალკარასი არ არის უბრალოდ მოთამაშე, ის მოვლენაა. მის დაპირისპირებას იტალიელ იანიკ სინერთან უკვე უწოდეს ახალი, დიდი დაპირისპირება, რომელმაც ნადალი–ფედერერის დუელი ჩაანაცვლა. სტილების კონტრასტი და სისწრაფე მაყურებელს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. სწორედ ეს ორი სპორტსმენი აიძულებს ახალ თაობას, რომ ჩოგბურთს თვალი ადევნოს.

კარლოს ალკარასი მსოფლიოს ახალი კერპია, რომელსაც ისეთი გიგანტი უჭერენ მხარს, როგორიც Rolex–ია. ამასთანავე, ის 20 წლის თავმდაბალი ბიჭია, რომელიც რეგულარულად ბრუნდება ფერეროს აკადემიაში და იუნიორებთან ერთად ვარჯიშობს.
კალოსის თამაში ფსონების სამყაროსთვისაც მიმზიდველია, თუმცა ფსონის დადებამდე რამდენიმე საკითხი უნდა იცოდეთ: ალკარასი „ხაზს“ თავად ცვლის. ინფორმაცია საფარის, ჯანმრთელობის ან მეტოქის შესახებ კოეფიციენტებს მყისიერად ცვლის. ბალახზე მისგან უფრო მეტად ტაი-ბრეიქებს ელიან, თიხაზე კი – მეტ ბრეიქსა და ხანგრძლივ სეტებს. „ლაივში“ ის ხშირად უმატებს წაგებული სეტის შემდეგ.
მიღწევები და რეკორდები

მისი ტიტულების ჩამონათვალი ვეტერანი ჩოგბურთელებისას არ ჩამოუვარდება:
5 „დიდი სლემის“ ტიტული: US Open (2022),
უიმბლდონი (2023, 2024),
როლან გაროსი (2024, 2025).
ოლიმპიური ვერცხლი: პარიზი 2024.
ყველაზე ახალგაზრდა №1: რეიტინგს სათავეში ჩაუდგა 19 წლის, 4 თვისა და 6 დღის ასაკში.
21 ATP ტიტული: მათ შორის 4 „მასტერსი“ (მაიამი, მადრიდი, ინდიან უელსი).
სხვა რეკორდები: 18-მატჩიანი მოგებათა სერია 2025 წელს; პირველი მოზარდი ნადალის შემდეგ ტოპ-10-ში; „სლემები“ სამივე საფარზე (ჰარდი, ბალახი, თიხა) ადრეულ ასაკში.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ












