თებერვლის დასაწყისში (14 თებერვლამდე, ვიდრე დაბნელების დერეფანი დაიწყება) ჯერ კიდევ ლომის სავსემთვარეობის ენერგია მოქმედებს. ამ პერიოდში მხოლოდ ფიქრი და ოცნება საკმარისი არ არის – თუნდაც მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ.
ჩვენ გიამბობთ, კვირის 4 რჩეულის შესახებ, რომელსაც არმატება ელის. მთავარია, ყურადღება არ მოადუნოთ, რომ იღბლიანი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ.
კურო

კვირის განწყობას ყველაზე კარგად კუროები იგრძნობენ. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ნაბიჯისა და სერიოზული გადაწყვეტილებისთვის უკვე მზად ხართ. სავარაუდოდ, ცვლილებები გელით, რაც სამსახურს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან ურთიერთობებს უკავშირდება. შესაძლოა თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტებიც შეიცვალოს. გარემოებები და ინტუიცია მიგანიშნებთ, საით უნდა იმოძრაოთ.
ლომი

ლომებთან პარტნიორული ძალების განლაგება განახლდება. ყველანაირი კოლაბორაცია, კავშირი და კონტაქტი ყურადღების ცენტრშია. სავარაუდოდ, ახალი გარემოებებისა და გარე ფაქტორების გამო სურვილი გექნებათ, რომ ახლო გარემოცვას გადახედოთ. ახლა მთავარი საკუთარ თავთან გულწრფელობაა. ეცადეთ სიყვარულით იმოქმედოთ და არა შინაგანი სიცარიელის შესავსებად.
სასწორი

სასწორებს პიროვნული ცვლილებები ელით. თქვენ არც ისე ცოტა დრო და ენერგია დახარჯეთ შინაგან ტრავმებთან გასამკლავებლად და როგორც ჩანს, საკუთარი თავის სიყვარული ისწავლეთ. სხვათა შორის, ეს ცვლილება ბევრ რამეზე აისახება: მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა, კრეატიული იდეები და ხელსაყრელი შეთავაზებები.
მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნები ოცნებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ. ეპატაჟური ურანი საკმაოდ უჩვეულო მიდგომას შემოგთავაზებთ – შემოქმედებითი თუ პროფესიული გეგმების განხორციელებისთვის ეცადეთ დღის რეჟიმი და საყოფაცხოვრებო ჩვევები შეცვალოთ. ზოგისთვის ეს შეიძლება დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, სამომავლოდ გადადებული სამედიცინო კვლევა ან პროფესიულ წრეში სიტყვით გამოსვლა იყოს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით – ისინი აუცილებლად იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „ურთულესი თვეა“ – მიხეილ ცაგარელი თებერვლის ასტროლოგიურ მოვლენებზე












