როგორი იქნება თებერვლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

– თებერვალს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ – ეს ერთ-ერთი ურთულესი თვეა წლის განმავლობაში. დედამიწა უარყოფით ველშია 20 თებერვლამდე მაინც, რაც ნიშნავს, რომ მცირდება ურთიერთგაგება, იმატებს ტრამვული ტენდენციები და კონფლიქტურობა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თებერვალში ავიტამინოზი ყველაზე მაღალია – პროდუქტები გამოფიტულია და ვიტამინების ნაკლებობაა, ამიტომ თუ ორგანიზმს ვიტამინებს დავახმართ, გაცილებით სწორი და ჭკვიანური იქნება.
17 თებერვალს მზის დაბნელება, 3 მარტს კი მთვარის დაბნელება გველის. დაბნელება რით არის სახიფათო? ამ დროს ზოგ ადამიანს ტვინი უბნელდება, არაადეკვატური ხდება და ვერ ხსნის რა დაემართა. ასეთ დაბნელებებზე შეცდომების, ცდუნებების ალბათობა ყოველთვის მაღალია.

26 თებერვლიდან 3 კვირის მანძილზე გონების მმართველი პლანეტა მერკური უკუმავალი ხდება. ამ დროს ტვინი უარესად მუშაობს, სწავლა რთულდება, ბავშვები ჭირვეულები ხდებიან, ქუჩაში საცობების რაოდენობა მკვეთრად იმატებს, რაც დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია და იდეების განხორციელება რთულდება. ეს ის პერიოდია, რომელიც ახალი საქმის დაწყებას ხელს უშლის, მაგრამ ძველი საქმის გამოსწორება შეიძლება. ამ დროს ცუდად მუშაობს კომპიუტერული ტექნიკა. შეიძლება რაღაც პროგრამული სისტემა გაქრეს ან რაღაც პრობლემები შეექმნას. ამ დროს არაფერ არ შეიძინოთ. შეძენილი ნივთი შეიძლება გაფუჭდეს ან უკან დაბრუნება მოგიწიოთ და გაწვალდეთ.

სანამ რეტროგრადული გახდება, მერკური 7 თებერვალს თევზების ზოდიაქოში გადადის და 10 რიცხვში მას სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა უერთდება. 10 რიცხვამდე სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მშვიდია, 10-ის მერე უფრო ემოციური, უფრო მგრძნობიარე, რომანტიკული, მაგრამ უფრო გაღიზიანებულ-კაპრიზული გახდება. მოიმატებს წყენისა და ბუტიაობის ტენდენცია. მთავარი ის არის, რომ ეს ორი პლანეტა თევზებში გადადის და 20 რიცხვში მათ მზეც შეუერთდება. თევზები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მატყუარა ნიშანია, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ მოტყუებული არ აღმოჩნდეთ. 7 თებერვლიდან ტყუილების ტენდენცი მატულობს, ამიტომ ადვილად არავის ენდოთ და ინფორმაცია ხშირად გადაამოწმეთ. როგორც პირად, ისე საქმიან კონტაქტებში იყავით ყურადრებით, რომ ამას დამატებითი პრობლემები არ მოჰყვეს.
2 თებერვალს სავსემთვარეობა გვაქვს და მოჭარბებული ენერგია მოდის. ზოგი ამ ენერგიას ვერ უძლებს და სულსწრაფი, აგრესიული, ნერვიული და გაღიზიანებული ხდება. ამ დროს ჯირითის სურვილი მატულობს, რაც ხშირად ტრამვულ-ავარიული შემთხვევებით სრულდება.

4 თებერვალი ცდუნებების დღეა. შეიძლება თქვენთან ავანტიურისტი ადამიანი მოვიდეს, რომელიც „საინტერესო“ იდეას მოგიტანთ – „გინდა დიდი ფული იშოვო? ნახე რა კარგი პროექტია“. რა თქმა უნდა, ის პროექტი საპნის ბუშტივით გასკდება და მოტყუებული დარჩებით, ამიტომ 4 რიცხვი ფრთხილად გავიაროთ.
17 თებერვალს აღმოსავლური კალენდრით, ახალი წელი შემოდის. მოდის ცეცხლის სტიქიის ცხენი, რომელიც ცხოვრების დინამიკას ნელ-ნელა შეიცვლის. საზოგადოება გამოცოხლდება, უფრო აქტიური, უფრო ენერგიული და ინიციატივებით სავსე გახდება. ახალი წელი 4 საათსა და 2 წუთზე დადგება, რაც იშვიათად ხდება. ძირითადად, ღამე გვაქვს ხოლმე. ამ დროს შეგვიძლია ჭიქა კიდევ ერთხელ ავწიოთ და ერთმანეთს ახალი წლის დადგომა კიდევ ერთხელ მივულოცოთ.

17 თებერვალი არის მზის დაბნელება, ანუ მძიმე დღეა ამიტომ ამ დღეს ახალი და სარისკო საქმე არ დაიწყოთ, ისევე, როგორც 2, 3 და 4 თებერვალს, როცა სავსემთვარეობაა. ამ დღეებში არაფერი არავითარი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები და კონტაქტები არ შეიძლება. მათი უმეტესობა არ იმუშავებს, მით უმეტეს, 7 რიცხვიდან ტყუილების ტენდენცია იმატებს, ესე იგი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. ამასთან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მერკური უკუმავალი ხდება და ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. ეს რაც შეეხება ზოგადად, თებერვლის ტედენციებს და მათ ზეგავლენას.
როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის? პირველ რიგში გეტყვით, რომ 20 რიცხვამდე ცოტა რთული იქნება, 20-ის მერე ცოტა ამოვისუნთქებთ. თებერვალში ყველაზე კარგი დრო იქნება 20-25 თებერვლის მონაკვეთი.
ასევე დაგაინტერესებთ












