„ჩემს კლიენტს არსად ეჩქარება“ – ამ სიტყვები ესპანელმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ მიანიშნა, რომ საგრადა ფამილია სწრაფად ვერ აშენდებოდა. შესაძლოა, ის შეგუებულიც იყო, რომ მის დასრულებას ვერ ნახავდა, ამიტომ მთელი ძალისხმევა ბაზილიკის გეგმებისა და მოდელების შექმნას მიუძღვნა.

ბარსელონაში მდებარე, კათოლიკური ბაზილიკის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. მისი სახელი ითარგმნება, როგორც წმინდა ოჯახი, ოფიციალური სახელწოდება კი წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარია (Temple Expiatori de la Sagrada Família).
საგრადა ფამილიას მშენებლობა 1882 წელს, არქიტექტორ ანტონიო გაუდის ხელმძღვანელობით დაიწყო და სამოქალაქო ომების თუ დაფინანსების პრობლემების გამო, არაერთხელ შეჩერდა.

საგრადა ფამილია 1915 წელი

საგრადა ფამილია 1940 წელი
143 წლის მანძილზე საგრადა ფამილია მოთმინებისა და თავდადებისა სიმბოლოდ რჩებოდა და აი, ლოდინი თითქმის დასრულდა. ბაზილიკის ძირითადი მშენებლობის დასრულება გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ 2026 წელს იგეგმება.

ტაძარი, რომელიც დასრულებამდე იუნესკო-ს მსოფლიოს საგანძურის სიაში შევიდა, 2010 წელს კი პაპმა ბენედიქტმა ღვთისმსახურების აკურთხა, პაპმა ფრანცისკემ კი მე-19 საუკუნეში დაბადებული ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი, რომელმაც საგრადა ფამილიას პროექტი შეიმუშავა, ნეტარად შერაცხა.

შარშან, შენობის ცენტრალურ კოშკზე ჯვრის პირველი ნაწილის დამონტაჟების შემდეგ, საგრადა ფამილია მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტაძრად აღიარეს.
“არქიტექტორ ანტონიო გაუდის საოცრება ახლა 162.91 მეტრამდე სიმაღლის იქნება” – აღნიშნულია ტაძრის განცხადებაში.

ტაძრის გარე ფასადებსა და შიდა ინტერიერზე მუშაობა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. ვარაუობენ, რომ პროექტის მთლიანად დასრულებას დაახლოებით ათი წელიწადი დასჭირდება.

მსოფლიოს უდიდესი ეკლესიების მშენებლობა ხშირად უსახსრობის, ომების ან რთული საინჟინრო გადაწყვეტილებების გამო საუკუნეების განმავლობაში ჭიანურდებოდა. გრძელვადიანი სამშენებლო პროექტების ყველაზე ცნობილი მაგალითებია:
საგრადა ფამილია, ბარსელონა – 1882 წლიდან დღემდე.

კიოლნის საკათედრო ტაძარი, გერმანია (1248–1880 წ) – მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა. ტაძრის მშენებლობა პირველი ქვის ჩადებიდან 632 წლის შემდეგ დასრულდა.

მილანის საკათედრო ტაძარი, იტალია (1386–1965 წ) – ამ გოთური ტაძრის მშენებლობას თითქმის 600 წელი დასჭირდა. აქტიური სამუშაოები სხვადასხვა პერიოდში გრძელდებოდა, ფასადი კი XX საუკუნის დასაწყისში დასრულდა.

წმინდა ვიტეს საკათედრო ტაძარი, პრაღა (1344–1929 წ) – მშენებლობა XIV საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ჰუსიტური ომებისა და ხანძრების გამო დიდი ხნით შეჩერდა და საბოლოოდ XX საუკუნის დასაწყისში დასრულდა.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი, ნიუ-იორკი (1893–დღემდე) – ეს დიდი ტაძარი, რომლის მშენებლობაც XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხანგრძლივ სამშენებლო პროექტად ითვლება. მასზე სამუშაოები პერიოდულად გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ












