რესტორანი „გეოგრაფია“ ქართული მუსიკის მოყვარულებს 7 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის ძველ ბულვარში უმასპინძლებს აჩიკო ბერიძისა და ლაშა ღლონტის მუსიკალურ საღამოზე. სტუმრებს ელოდებათ განსაკუთრებული ატმოსფერო, ქართული პოპულარული ჰიტები, დაუვიწყარი ემოცია და უგემრიელესი კერძები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge -ზე, ხოლო დაჯავშნა ნომერზე – +995598626465
გუნდი მზადაა, რომ სტუმრებს კიდევ ერთი ზამთრის დღესასწაული მოუწყოს!

რესტორან „გეოგრაფიაში“ ხშირად იმართება მსგავსი გასართობი ღონისძიებები. დღის საათებში იგეგმება ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: კინოჩვენება, ინტელექტუალური ქვიზი, საბავშვო- ანიმაციური შოუ, ხოლო საღამოს საათებში – ქართული და უცხოენოვანი მუსიკალური პროგრამა. თითოეული ღონისძიება ემსახურება სტუმრის განტვირთვასა და დასვენებას, „გეოგრაფია“ კი მუდმივ მზადყოფნაშია, რომ მომხმარებელს შესთავაზოს საინტერესო და მრავალფეროვანი არჩევანი.
ქართველი მომღერლების საღამოებს განსაკუთრებულს ხდის მათი გულწრფელობა, ემოცია და ენერგია, რაც მსმენელზეც გადადის და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე.
მნიშვნელოვანია, რომ რესტორანმა, გარდა კერძებისა და მომსახურების ხარისხისა, იზრუნოს სტუმრის ზოგად დადებით განწყობასა და გამოცდილებაზე, რათა მათ დარჩეთ სასიამოვნო მოგონებები და აუცილებლად დაბრუნდნენ უკან, სწორედ ეს მიდგომა გამოარჩევს ამ ადგილს.

რესტორანი „გეოგრაფია“ სულ რაღაც ოთხი თვის წინ გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს თავი დეტალებზე ზრუნვითა და სწორად ჩამოყალიბებული კონცეფციით დაამახსოვრა. ზღვისპირა ლოკაცია გარემოს დამატებით ხიბლს აძლევს. ამ ყველაფერს ემატება რესტორნის ინტერიერი, ტერასა და ბულვარის ხედები, ეს სინთეზი კი საბოლოოდ ნამდვილ ბათუმურ ატმოსფეროს ქმნის.












