ბექჰემების ოჯახში კონფლიქტის დაწყებიდან პირველად, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოთხი შვილიდან უფროსმა, ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ოჯახთან შერიგებას არ აპირებს. ბრიტანულ პრესაში მშობლებთან მისი დაპირისპირების შესახებ ხმები რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ამ განცხადებამდე ინფორმაცია სარწმუნოდ არავის მიაჩნდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ოჯახში დაძაბულობა 2022 წელს ბრუკლინ ბექჰემისა და მსახიობ და მილიარდიანი ქონების მემკვიდრის ნიკოლა პელცის ქორწილის შემდეგ დაიწყო, როდესაც პატარძალმა გადაწყვიტა, მოდის დიზაინერი დედამთილის შექმნილი კაბის ნაცვლად, Valentino-ს კაბა ჩაეცვა.
.png)
ამბობენ, რომ ვიქტორია ბექჰემი რძლისთვის საქორწინო კაბის შეკერვაზე ოცნებობდა და ნიკოლას უარმა ძალიან გაანაწყენა. ამის შემდეგ რძალ-დედამთილის ურთიერთობაში პირველი ბზარი გაჩნდა. მალე პრესაში ვიქტორიასა და ნიკოლას დაპირისპირების შესახებ პირველი ცნობები გაჩნდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ რძალ-დედამთილს შორის პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარებდა.

იმასაც ამბობენ, რომ სინამდვილეში, ოჯახში განხეთქილების მიზეზი კაბა არა, რომეო ბექჰემის ახალი შეყვარებული -კიმ ტერნბაულია, რომელიც ადრე ბრუკლინ ბექჰემს ხვდებოდა. ბრუკლინმა ძმას კიმთან დაშორება თხოვა, თუმცა რომეომ ძმის რჩევა არ გაითვალისწინა.

ასეა თუ ისე, ბექჰემების ოჯახში არსებულ სირთულეებზე ისიც მეტყველებდა, რომ ბრუკლინმა მამას 50 წლის იუბილე არ მიულოცა და მისი რაინდად კურთხევის ცერემონიას არ დაესწრო. უფრო მეტიც, ბრუკლინი არც პარიზის მოდის კვირეულზე დედის ჩვენებას დასწრებია და მისთვის არც დედის დღე მიულოცავს. მან დედისადმი მიძღვნილი ტატუ მოიშორა და ნიკოლას საქორწინო თაიგულის დიზაინით შეცვალა.

ბრუკლინ ბექჰემი 2028 და 2025 წლებში
მოგვიანებით, მან მშობლები სოციალურ ქსელებშიც დაბლოკა. საპასუხოდ, ბრუკლინი სოციალურ ქსელებში უმცროსმა ძმებმა – რომეომ და კრუზმა დაბლოკეს და მთლიანად მშობლების მხარე დაიჭირეს.

ბექჰემების ოჯახში ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ბრუკლინი ურთიერთობას ინარჩუნებს, უმცროსი და, ჰარპერია – მას ძმამ დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა.

ორიოდე დღის წინ ბექჰემების ოჯახური დრამა ახალ დონეზე გადავიდა და ბრუკლინი ოჯახს საჯაროდ დაუპირისპირდა.
„არ მსურს ჩემს ოჯახთან შერიგება“, – დაწერა ბრუკლინმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში. მან მშობლები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „დაუსრულებლად ცდილობდნენ მისი ურთიერთობის დანგრევას“ – როგორც ნიკოლა პელტც–ბექჰემზე ქორწინებამდე, ისე მის შემდეგ.

„არ მსურს ოჯახთან შერიგება. მე არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მშობლები აკონტროლებდნენ ყველაფერს, რაც პრესაში ჩვენი ოჯახის შესახებ ვრცელდებოდა. საჩვენებელი პოსტები სოციალურ ქსელებში, ოჯახური ღონისძიებები და ურთიერთობები იმ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომელშიც დავიბადე. ახლახან საკუთარი თვალით ვნახე, თუ რაზე მიდიან ისინი იმისთვის, რომ მედიაში უამრავი სიცრუე გაავრცელონ (ძირითადად უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე), რათა საკუთარი ფასადი შეინარჩუნონ. თუმცა მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის ცხადდება“– მიმართა მან Instagram-ზე თავის 16 მილიონ გამომწერს.
27 წლის ბრუკლინმა განაცხადა, რომ ის მშობლების მხრიდან „დაუსრულებელ თავდასხმებს განიცდიდა როგორც პირადად, ისე საჯაროდ.“

მან დედა 2022 წელს მისი ქორწილის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. ბრუკლინის თქმით, ვიქტორიამ ნიკოლას საქორწილო კაბის შეკერვაზე უარი „ბოლო წუთს“ თქვა, რის გამოც ის იძულებული გახდა სასწრაფოდ სხვა კაბა მოეძებნა“.

ბრუკლინ ბექჰემის ინსტაგრამ-პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბრიტანელიმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ოჯახურ დრამასთან დაკავშირებით, CNBC-ის ფინანსურ გადაცემა „Squawk Box“-ში პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოციალური მედია შეიძლება ბავშვებისთვის საშიში იყოს, თუმცა მათ შეცდომების დაშვების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.

ბოლო დღეებში ვიქტორია ბექჰემი სახალისო მემების გმირი გახდა. მიზეზი ბრუკლინ ბექჰემის სიტყვები გახდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამ ქორწილში ცოლთან პირველი ცეკვა ჩაუშალა. სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც ვიქტორია ბექჰემის საქციელს დასცინიან.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ასევე დაგაინტერესებთ












