• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი

ალბათ, ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა – „რა იქნებოდა, სხვა ეპოქაში რომ დავბადებულიყავი?“. ამ კითხვის ზუსტი პასუხი არავინ იცის, თანაც, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიათ, თუმცა ოცნებას ხომ არავინ გვიკრძალავს? იმის გათვალისწინებით, რომ ზოგი ჩვენგანს „ვუდსტოკის ფესტივალზე“ მოხვედრა და ჰიპებთან ერთად გართობა სურს, ზოგს – XIX საუკუნის მეჯლისზე ფუმფულა კაბით ცეკვა, ზოგი კი 90-იანების გრანჟსა და იმ დროინდელ მუსიკაზე ოცნებობს, ჩვენი მოდური ჰოროსკოპი გეტყვით, რომელი ეპოქის სტილი მოგიხდებათ ყველაზე მეტად.

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

სტილი: 1950-იანების New Look

ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ქალური ნიშანია, ამიტომ მას შესაბამისი სტილი შეეფერება. კრისტიან დიორის მიერ შექმნილი 50-იანების დახვეწილი New Look  ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებისთვის იდეალურია.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

სტილი: 1920-იანები

მიწიერი სიამოვნებების მოყვარულსა და ვენერას ვიბრაციების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე ნიშანს 20-იანების ეპოქა შეეფერება. დაბალწელიანი, მოხერხებული კაბები „დიდი გეტსბის“ სტილის ხმაურიანი წვეულებებისთვის იდეალური იქნებოდა, ბუმბულები და მძივებიანი ფოჩები კი ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს სადღესასწაულო განწყობას ხაზს გაუსვამდა.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

სტილი: კაშკაშა 2010-იანები

ტყუპები ცვალებადი ხასიათით არიან ცნობილნი. დილით ერთის ჩაცმას გეგმავენ, გასვლამდე ხუთი წუთით ადრე კი გადაწყვეტილებას რადიკალურად ცვლიან. ასეთი ხასიათი შესანიშნავად მოერგებოდა 2010-იანებს – დროს, როცა მოდური გახდა ტანზე მომდგარი შორტების ტარება მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან, კლასიკური კოსტიუმების – კედებთან, ნაზი კაბების კი უხეშ ჩექმებთან ერთად.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

სტილი: ამპირი (1795–1820 წლები)

XIX საუკუნის დასაწყისის „ამპირის სტილი“ კირჩხიბების მიდრეკილებას რომანტიკისა და ნაზი გრძნობებისკენ საუკეთესოდ ეხამება. ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ყოველთვის ბუნებრიობასა და სიმსუბუქეს ანიჭებენ, ამიტომ ჰაეროვანი, მაღალწელიანი და ფუშფუშა სახელოების მქონე კაბები მათ გარდერობს იდეალურად დაამშვენებდა.

ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)

სტილი: გლამურული 2000-იანები

ერთი ლომის მომხიბვლელობა და ქარიზმა სამ ადამიანს ეყოფოდა, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებმა კარგად იციან, ამიტომ გლამურული 2000-იანები ყველაზე მეტად შეეფერებათ. ალბათ არც ახლა უშვებთ შანსს, რომ მოკლე ქვედაბოლო, თამამი ტოპი ან დაბალწელიანი ჯინსი ჩაიცვათ. პერის ჰილტონი ამას ნამდვილად მოგიწონებდათ!

ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი)

სტილი: 1960-იანების ფუტურიზმი

ქალწული ის ნიშანია, რომელიც პირველ ადგილზე წესრიგსა და პრაქტიკულობას აყენებს. გარდა ამისა, ის ნამდვილი პერფექციონისტია, ამიტომ 60-იანების ფუტურიზმი ზუსტად ისაა, რაც მათ სჭირდებათ. იმ ეპოქაში რომ გეცხოვრათ, ანდრე კურეჟის, მერი კუანტისა და პაკო რაბანის შემოქმედების თაყვანისმცემელი იქნებოდით.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სტილი: 2020-იანები

სასწორებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ მოდურად გამოიყურებოდნენ. პირიქით, ეხმარება კიდეც, განსაკუთრებით დღევანდელ, 2020-იანების ეპოქაში. ალბათ, ხშირად აზავებთ სტილებს, ახამებთ შეუხამებელს და ყურადღებას არ აქცევთ, რომ „ბალეტკები“ სპორტულ შარვალთან უცნაურად მოჩანს.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

სტილი: 1910-იანების დეკადანსი

მორიელები ბუნებით მეამბოხეები არიან, მათი ავტორიტეტი კი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად მათსავით დრამატული და იდუმალი 1910-იანების დეკადანსი შეეფერება. იმ დროს რომ გეცხოვრათ, მოდის ყველა წესს სიამოვნებით დაარღვევდით და არც „სევდიანი მზერის“ მორგება გაგიჭირდებოდათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)

სტილი: 1990-იანების მინიმალიზმი

მშვილდოსნები არასოდეს არავის არაფერს უმტკიცებენ. ისინი საკუთარ თავში 100%-ით დარწმუნებულები არიან, სტილში კი სიმარტივესა და მინიმალიზმს ირჩევენ. ასე რომ, 90-იანებში თავს მაქსიმალურად ბუნებრივად იგრძნობდით. შთაგონებისთვის შეგიძლიათ კეროლინ ბესეტ-კენედის ნებისმიერ ლუქს გადახედოთ.

თხის რქა (23 დეკემბერი — 20 იანვარი)

სტილი: რევოლუციური 1930-იანები

თხის რქები პრაქტიკული ადამიანები არიან, რომლებიც ღრუბლებში არ დაფრინავენ და სტილში ყოველთვის კომფორტს ირჩევენ. ახლა რომ 30-იანჯ წლები იყოს, ალბათ თქვენც შესთავაზებდით ქალებს შარვალ- კოსტიუმის ტარებას, ისევე როგორც ეს მარლენ დიტრიხმა გააკეთა.

მერწყული (21 იანვარი — 19 თებერვალი)

სტილი: 1980-იანების დისკო

თავისუფლებისმოყვარე და ცოტათი გიჟმაჟი მერწყულები 80-იანების დისკო-ეპოქაში ჰარმონიულად ჩაეწერებოდნენ. ყველაზე უკეთ მოიხდენდით ლეგინსებს, მაღალწელიან ჯინსებს, ბადე-მაისურებსა და მასიურ საყურეებს, თან მადონას მოუსმენდით და საღეჭ რეზინს არ მოიშორებდით.

თევზები (20 თებერვალი — 20 მარტი)

სტილი: 1970-იანების ჰიპი

ტყუილად როდი მიაჩნიათ თევზები ყველაზე მეოცნებე ნიშნად, რომელსაც ღრუბლებში ფრენა უყვარს. სწორედ ამიტომ, მათ 70-იანების ჰიპის სტილი იდეალურად შეეფერება. ალბათ ძალიან გიხდებათ გაშლილი (შლაქსი) შარვლები, ფოჩებიანი პერანგები და თავსაბურავები. შთაგონებისთვის შეგიძლიათ ჯგუფ Jefferson Airplane-ის სოლისტის, გრეის სლიკის სტილი გამოიყენოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ლუმბა – სასარგებლო და გემრიელი

#OK! ლუმბა – სასარგებლო და გემრიელი

February 1, 2022
#OK!  ჯენიფერ ენისტონის მორიგი ცეცხლოვანი ფოტოსესია InStyle-ისთვის

#OK! ჯენიფერ ენისტონის მორიგი ცეცხლოვანი ფოტოსესია InStyle-ისთვის

August 26, 2021
#OK! ცნობილია რა ქონება დაუტოვა დაიან კიტონმა მემკვიდრეებს

#OK! ცნობილია რა ქონება დაუტოვა დაიან კიტონმა მემკვიდრეებს

October 21, 2025
#OK! “არავისთან არ ვაპირებ თავის გამართლებას, მე ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსურს და მსიამოვნებს. ესარის ჩემი ცხოვრების დევიზი“ – ენტონი ჰოპკინსი

#OK! “არავისთან არ ვაპირებ თავის გამართლებას, მე ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსურს და მსიამოვნებს. ესარის ჩემი ცხოვრების დევიზი“ – ენტონი ჰოპკინსი

April 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები