ახალი წელი ისევ სხვადასხვა, საინტერესო ღონისძიებით გვანებივრებს, სადაც ვარსკვლავები ცდილობენ საზოგადოების წინაშე საუკეთესო სამოსით წარდგნენ და მოდის სახლები წარმოაჩინონ. წლის მთავარ კინოპრემიებს შორის პირველი „ოქროს გლობუსი — 2026“ აღმოჩნდა. დაჯილდოების ცერემონია კალიფორნიაში გაიმართა, საღამოს წამყვანი კი კომიკოსი ნიკი გლეიზერი გახლდათ.

ყველაზე მეტი ნომინაცია ლეონარდო დიკაპრიოს ფილმმა — „ბრძოლა ბრძოლისთვის“ (Battle after Battle) მოიპოვა. ლეგენდარულმა მსახიობმა მასში მარტოხელა მამის როლი შეასრულა, რომელსაც ქალიშვილის აღზრდა და ყოფილი შეყვარებულის მიერ შექმნილ სირთულეებთან გამკლავება უწევს . „საუკეთესო ფილმის“ ნომინანტთა სიაში ასევე მოხვდნენ: გილერმო დელ ტოროს „ფრანკენშტეინი“; „ბუგონია“ ემა სტოუნის მონაწილეობით; „დიდებული მარტი“ ტიმოთი შალამესთან ერთად.
რაც შეეხება ცერემონიის საუკეთესო ლუქებს, წელს სტუმრებმა და მათმა სტილისტებმა არჩევანი შედარებით მშვიდ ტონალობებზე შეაჩერეს. კეიტ ჰადსონი Armani-ს ვერცხლისფერ, ტანზე მომდგარ კაბაში გამოჩნდა, ჯენა ორტეგა წითელ ხალიჩაზე Dilara Fındıkoğlu-ს შავი კაბით წარდგა, სელენა გომესმა კი სინათლისა და სიბნელის შეხამება გადაწყვიტა და Chanel-ის შავი კაბა აირჩია, რომლის ზედა ნაწილსაც თეთრი ბუმბულები ამშვენებდა.
წითელ ხალიჩაზე გაბატონებული შავ-თეთრი ტრენდის მიუხედავად, თვალს მკვეთრი ფერებიც ხშირად ხვდებოდა – თითქმის ყველა Gucci-სა და Balenciaga-სგან. დაათვალიერეთ „ოქროს გლობუსი 2026“ – ის ყველაზე შთამბეჭდავი სახეები ჩვენს ფოტოკრებულში.
რენატა რეინსვე – Louis Vuitton

ტესა ტომპსონი – Balenciaga

კეიტ ჰადსონი – Armani

ამელია გრეი – Swarovski

სელენა გომესი – Chanel

აიო ედბეირი – Chanel

ჯენა ორტეგა – Dilara Fındıkoğlu

ელ ფენინგი – Gucci

პამელა ანდერსონი – Ferragamo

მია გოთი – Dior

ასევე დაგაინტერესებთ












