• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალ OK!-ს მკითხველი კარგად იცნობს მალინა ბერეკაშვილს, როგორც წარმატებულ ქართველ ქალსა და დედას. მან გარშემო მყოფებს თავი არა მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით, არამედ ძლიერი ენერგეტიკით, განწყობითა და სიფერადით დაამახსოვრა. მალინა დიდი ხანია სტამბოლში ჩასული ქართველი პაციენტების იმედია, თუმცა ამ ინტერვიუში მას მკითხველი სულ სხვა კუთხით გაიცნობს. როგორც თავად ჰყვება, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ხელოვნებით დაინტერესდა და ძველ, მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქა, თუმცა მის პიროვნებასთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა ეს საქმე, რომ დღეს ინტერიერის დიზაინერის რანგში გვევლინება.

 

მალინა, თქვენი საქმიანობისგან რადიკალურად შორსაა ხელოვნება. ხატვა, დიზაინი როდის და როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი პირველი ინტერვიუ არ არის ჟურნალ OK!-სთან. აქამდეც მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, რაც საქართველოში არ ვცხოვრობ, მაინც ვგრძნობ ჩემი და ჩემი საქმისადმი ინტერესსა და დაფასებას, რისთვისაც მადლიერი ვარ. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ ლაღი, ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად!

ახლა კი რაც შეეხება შეკითხვას, ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ ბავშვობაში. დაახლოებით მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე ვიქნებოდი, როდესაც ჩემი ახალი ნიჭი აღმოვაჩინე. დავიწყე ხელნაკეთი ნივთების, თმის სამაგრების შექმნა, ძველი სათამაშოების გადაკეთება, ჭრა, კერვა და ხატვა. მე გავიზარდე 90-იანი წლების პერიოდში, რამაც, სამწუხაროდ, გავლენა იქონია ჩემს განათლებასა და განვითარებაზე. როდესაც დადგა საკითხი, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სამხატვრო აკადემია და მხატვრობა გვერდით გადავდე, რადგან მაშინ არ ფასობდა მსგავსი პროფესიები. აქედან გამომდინარე, ავირჩიე საქმიანობა, რომელიც შემოსავლიანი იქნებოდა. დღესდღეობით, როგორც ჩემი მეგობრები და პაციენტები ამბობენ, ერთ-ერთი წარმატებული სამედიცინო მენეჯერი ვარ.

 

 

სამედიცინო მენეჯმენტი მოითხოვს სიზუსტესა და დაგეგმვას მაშინ, როცა დიზაინი კრეატიულობასა და ინტუიციას ეყრდნობა. როგორ აბალანსებთ ამ ორს?

ამ ყველაფრის ერთად კეთება არის მარტივი, როდესაც ადამიანს ნიჭი, ძლიერი წარმოსახვის უნარი და გემოვნება აქვს. თუ შეგიძლია შექმნა რაიმე შენს გონებაში და არა ფურცელზე, მაშინ პროცესი არა რთული, არამედ სასიამოვნოცაა. ეს ჩემი ჰობია, რომელსაც დიდი ხანია სამსახურს ვუთავსებ და რომლითაც ჩემს სტრესულ და ქაოსურ დღეებს ვიფერადებ. აგრეთვე, ჩემი ძლიერი ხასიათი მაძლევს შესაძლებლობას, ბევრი საქმე ერთად ვაკეთო.

 

მალინა, დავიწყოთ სულ თავიდან. დღეს თქვენი დიზაინით შექმნილია ხუთი ახალი აპარტამენტი „ნიუ გუდაურში“, ლოფტ 2-ის კორპუსში. როგორ მოხვედით აქამდე?

ჯერ კიდევ წლების წინ სასტუმროში მუშაობის გამოცდილებამ დამანახა ის, თუ რა უხარია, რა სიამოვნებს და რა სჭირდება სტუმარს. ის, რომ დღეს ჩემს ახალ წამოწყებაზე ვსაუბრობთ, დამსახურებაა ჩემი მეგობრებისა, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. როდესაც თავად ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად მივდივარ, დიდხანს ვარჩევ სასტუმროს, რათა ის რამდენიმე დღე სასიამოვნოდ მინდა გავატარო.

ვეცადე, გამოსულიყო ისეთი ოთახი, რომელსაც თავად ავარჩევდი დასასვენებლად და რომელიც სტუმარს დაუვიწყარ გამოცდილებას მიაღებინებდა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ დაიმსახურა მოწონება ჩემმა დიზაინმა. სხვათა შორის, მივიღე რამდენიმე შემოთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით და არ ვაპირებ უარის თქმას. ვფიქრობ, რომ ასე გავაგრძელო და მომავალში დიდი სურვილი მაქვს, ავაშენო პატარა ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც სრულიად ჩემი დიზაინით შეიქმნება. მინდა, რომ ჩემს ახალ პროფესიას მეტი დრო და რესურსი დავუთმო, რადგან ეს ის საქმეა, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს.

 

 

თქვენი ავტორობით შექმნილ ინტერიერის დიზაინში ჭარბობს ისეთი დეტალები და ფერები, რომლებიც აუცილებლად დიდ ბრიტანეთსა და ლონდონს გაახსენებს ადამიანს (ცნობილი სატელეფონო ჯიხური, დროშა, საათი). ამ ქალაქთან რაიმე განსაკუთრებული გაკავშირებთ თუ რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ინტერიერის შექმნა?

გუდაური ყველასთვის ასოცირდება მთასთან, თოვლსა და თხილამურებთან. საცხოვრებლის სახელწოდებიდან გამომდინარე, ინტერიერი უნდა მორგებოდა ლოფტის სტილს, ხოლო ინსპირაცია უნდა ყოფილიყო ამსტერდამი, ნიუ-იორკი ან ლონდონი, რადგან ლოფტის სტილი გავრცელებულია უფრო ჩრდილოეთში, ვიდრე სამხრეთში. იდეები ყველაზე უკეთ მოდის მაშინ, როდესაც მასალებს ნახულობ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიზაინის თითოეული დეტალი მორგებულია ერთ კონკრეტულ კონცეფციას და საბოლოო შედეგი დამსვენებლის კომფორტსა და სიამოვნებაზეა გათვლილი. ოთახში სტუმრები ბევრ საინტერესო დეტალს შეამჩნევენ: ტორშერს, რომლის შესაქმნელადაც მანეკენზე დიდი ბრიტანეთის დროშა დავხატეთ, სააბაზანოს კედლებს, რომლებსაც ბრიტანული კატა და ჯეკ რასელ ტერიერი ამშვენებს. დიზაინში ჭარბობს წითელი და ლურჯი ფერები, თეთრეულიც კი შესაბამის ფერებშია შერჩეული. საბოლოოდ მივიღეთ ინტერიერი, რომლის თითოეული შემადგენელი ნაწილი გვიჩენს ლონდონის, გუდაურისა და ლოფტის სტილის ასოციაციას.

 

 

„ინტერიერი ადამიანის სულის პროექციაა“ – ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

პირდაპირ გეტყვით – კი, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი სულიდან მოდის. ის სილამაზე, რომელსაც ვქმნი, ჩემშია. შინაგანად რომ ფერადი ვარ, ამაზე ჩემი სახელიც მიუთითებს. ისეთი ტრადიციული სახელი რომ მრქმეოდა, როგორებიცაა, მაგალითად, ნინო, თამარი ან ნებისმიერი სხვა, შეიძლება ასეთი არ ვყოფილიყავი.

 

 

 

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში ჰარმონიული, სასიამოვნო, გემოვნებიანი და დახვეწილი გარემოს შექმნა და თუ შეიძლება ეს ადამიანის განწყობაზე მოქმედებდეს?

სახლის აურას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დღის ბოლოს სწორედ ესაა დაღლილი და დასტრესილი ადამიანის საბოლოო დანიშნულების წერტილი. სამწუხაროდ, სტამბოლში, სადაც მე ვცხოვრობ, ბინა მე არ მეკუთვნის, აქედან გამომდინარე, ინტერიერი ჩემს გემოვნებას არ ემთხვევა, მაგრამ თბილისში, ჩემს სახლში, სულ მიყვარს ჩასვლა. ჩემთვის ეს ადგილი პატარა სამხატვრო გალერეაა, რადგან კედლები სავსეა ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებით. ეს გარემო მამშვიდებს და მაბედნიერებს. ასეთ სახლში გაღვიძებაც მიხარია და დაძინებაც.

 

 

 

რა თვისებები გეხმარებათ, რომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ და ბოლომდე მიიყვანოთ?

საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, არის სიკვდილის დამარცხება და სიცოცხლის გამარჯვება. ჩემი პროფესია მოითხოვს დიდ ენერგიას, ყურადღებასა და დეტალებზე ორიენტირებას, აქედან გამომდინარე, ვარ ძალიან მომთხოვნი და ფიცხი. მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვფიქრობ, ამან ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, დადებითი გავლენა იქონია. მერქვას თბილისელი – ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თამამად ვიტყვი, რომ ვარ ენამწარე, არაფრის თქმას არ ვერიდები, მიყვარს პირველობა და ვცდილობ ყველგან და ყველაფერში ვიაქტიურო. სისხარტეც მეხმარება ბევრ რამეში. ვთვლი, რომ ამ თვისების გარეშე სამედიცინო სფეროში ვერ იმუშავებ.

 

 

დაბოლოს, თქვენი აზრით, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, თუკი ადამიანი მოინდომებს, თუ არის რაღაც უნარები, რომლებიც ადამიანს თავისთავად, ბუნებით აქვს მინიჭებული?

სწავლა სიკვდილამდე – ეს ჩემი მოგონილი არ არის. ცხოვრება გასწავლის ყველაფერს, მაგრამ ცალკეა ნიჭი, რომელიც ან გაქვს, ან არა. ამ ორის თანხვედრით ხდები ძლიერი ადამიანი. მე გამიმართლა იმით, რომ ჩემი მრავალმხრივი უნარებით შემიძლია ბევრი რამ ვაკეთო და რაც მთავარია, ხარისხიანად და მთელი გულით.

 

 

1 of 6
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ბილი ბილიხოძე

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან
ინტერვიუ

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რჩევები დედებს – მითები ლაქტაციის შესახებ

#OK! რჩევები დედებს – მითები ლაქტაციის შესახებ

April 17, 2024
#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

January 31, 2023
#OK! “სტალონეები, ანუ ახალი კარდაშიანები” – 77 წლის სილვესტერის უახლესი ფოტოები ქალიშვილებთან ერთად

#OK! “სტალონეები, ანუ ახალი კარდაშიანები” – 77 წლის სილვესტერის უახლესი ფოტოები ქალიშვილებთან ერთად

July 6, 2023
#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

July 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 9, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK!  გერმანიის აეროპორტებმა ფეიერვერკებით შეშინებული ძაღლები შეიფარეს

#OK! გერმანიის აეროპორტებმა ფეიერვერკებით შეშინებული ძაღლები შეიფარეს

January 5, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები