• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ბლოგი

#OK! რჩევები დედებს – მითები ლაქტაციის შესახებ

April 17, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

რუბრიკა “რჩევები დედებს” კიდევ ერთი საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი თემით დაგიბრუნდათ. მოგეხსენებათ ძუძუთი კვების პროცესს უამრავი მითი ახლავს თან, რომელიც დედების დაბნეულობას იწვევს, რაც უმეტესად გამოწვეულია ინფორმაციის სიმწირით. რეალობა კი ამ დროს სულ სხვაა. მაშ ასე:

  • დედამ არ უნდა მიიღოს შებერილობის გამომწვევი საკვები – ძუძუთი კვების შესახებ ყველა დეტალს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები იკვლევენ, დედის რძე იმ საოცარ ფენომენთა რიცხვში შედის, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია. ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა რომ შებერილობის გამომწვევი საკვები არ იწვევს ბავშვებში გაზების დაგროვებას, რადგან დედის სხეულიდან დედის რძეში გაზები  ფიზიკურად ვერ მოხვდება. პატარები იბადებიან ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავით, სწორედ ეს იწვევს ბავშვებში შებერილობას და არა დედის რძე. ახალშობილებს გაზები იმ შემთხვევაშიც ექნებათ, თუ დედა უმკაცრეს დიეტას დაიცავს. ხოლო რაც შეეხება კოლიკას, რომელსაც ხშირად შეცდომით გაზებს უკავშირებენ – ასევე ბოლოდროინდელი კვლევები ამბობს, რომ ძირითადად ის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებებლი ცენტრალური ნერვული სისტემის გამოა გამოწვეული.
  • დახეთქილი ძუძუსთავები ლაქტაციის დასაწყისში ჩვეულებრივი მოვლენაა – სინამდვილეში დახეთქილი, მტკივნეული ან სისხლმდინარე ძუძუსთავები ნიშნავს, რომ ბავშვს ძუძუ არასწორად უდევს. სწორად მოჭიდება ძუძუთი კვების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორი მოჭიდების დროს ბავშვი ღებულობს საკმარისი რაოდენობის რძეს, კარგად იღებს რძის ცხიმიან ნაკადს, ე.წ. უკანა რძეს, კარგად იმატებს წონაში, დედას აქვს საკმარისი რაოდენობის რძე და ლაქტაციის პროცესიც კომფორტულია. არასწორი მოჭიდების გამო, გარდა იმისა რომ პროცესი მტკივნეულია, დედას ხშირად უჩნდება რძის ჩამაგრებები, არ აქვს საკმარისი რძე და ბავშვიც ცუდად, ან საერთოდ ვერ იმატებს წონაში.
  • დედის რძე შეიძლება არ იყოს საკმარისად ცხიმიანი – სინამდვილეში, ყველა ქალის რძე ერთნაირად ცხიმიანია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვა შემადგენლობა აქვს. დედის რძეს ორი ნაკადი აქვს – წინა და უკანა. წინა რძე გარდა სასარგებლო  ნივთიერებებისა, შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას, მაგრამ საერთოდ არ შეიცავს ცხიმს. უკანა რძე შეიცავს ასევე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას და დიდი რაოდენობით ცხიმებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვის წონის მატებაზე. თუ პატარა ვერ ჭამს უკანა რძეს, შესაძლოა დედას შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მას უცხიმო რძე აქვს. რეალურად, ამ დროს დედა პატარას არასწორად აჭმევს ძუძუს, არ იცავს ძუძუთი კვების წესებს.
  • ძუძუთი კვება ძალიან მარტივია – სინამდვილეში, ძუძუთი კვება ძალიან რთულია, როდესაც ლაქტაციის წესები არ იცი. ასევე როგორც ბევრ სხვა სფეროს, ლაქტაციასაც ბევრი მნიშვნელოვანი წესი აქვს. ეს წესები ყველა ქალისათვის ერთია, გამომდინარე იქედან რომ ყველა მათგანის მკერდი ერთნაირადაა აგებული. წესების გაუთვალისწინებლობით ძუძუთი კვების პროცესი ვერ იქნება წარმატებული.
  • ქალების დიდ ნაწილს არ აქვს რძე – რეალუად ქალების მხოლოდ 1% მთელს დედამიწაზე საერთოდ არ შეუძლია რძის გამომუშავება, ხოლო დანარჩენ 99% რძე აქვს. თუმცა, თუ დედას არ აქვს სურვილი ძუძუთი კვებოს შვილი, არის ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ ან აქვს მძიმე ჰორმონალური დარღვევა, მან შეიძლება მართლა ვერ გამოიმუშავოს საკმარისი რძე, რადგან ძუძუთი კვების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ქალი იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი. ამ შემთხვევაში რძის ნაკლებობა ძალიან ადვილად დაძლევადია, თუ ქალი ჩაიტარებს ჰორომონოთერაპიას ან გაივლის კონსულტაციას ფსიქოლოგთან. დედის ემოციურ მდგომარეობას ლაქტაციის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის პირდაპირ აისახება ბავშვზე.
  • როდესაც ბავშვი ტირის, მას ყოველთვის შია – ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილ ასაკში ბევრი მიზეზით ტირიან. ყველაზე ხშირად ისინი ტირიან რათა უთხრან დედას : ,,შენთან მინდა, ხელში ამიყვანე’’. დედასთან ყოფნის სურვილი და ხელში ხშირად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სიცოცხლის პირველი სამი თვე, პატარას ნორმალური ემოციური განვითარებისათვის. ასევე, ბავშვები ტირიან ზედმეტი სიცხის, ზედმეტი სიცივის, ზედმეტი სინათლის, გადავსებული საფენის, მოუხერხებელი ან მჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმლის, გადაღლილობის, გაზების, კოლიკის გამო.
  • ძუძუთი კვების დროს აუცილებელია რეჟიმის დაცვა – უკვე ძალიან ბევრი წელია ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ ძუძუთი კვება ყოველ ორ ან სამ საათში ერთხელ არ შეიძლება, თუ თავად ბავშვი არ იცავს ამ რეჟიმს. ძუძუთი კვება უნდა მიმდინარეობდეს ყოველგვარი რეჟიმის გარეშე და თუ საჭიროა, ბავშვმა ძუძუ უნდა წოვოს მთელი დღე, უწყვეტად.
  • სარძევე ჯირკვლის ანთების დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა – სინამდვილეში მასტიტებისა და ლაქტოსტაზების დროს აუცილებელი და სასარგებლოა ძუძუთი კვების გაგრძელება და მკერდის ინტენსიური გამოტუმბვა მძლავრი ელექტრო ტუმბოთი. ანტიბიოტიკების დანიშვნა კი უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ ქალი მეძუძურია. ამ დროს დაშვებულია მკერდის ნაზი თვითმასაჟი და ყოველად დაუშვებელია ძუძუს ძლიერი ზელვა ან მტკივნეულად დამასაჟება.
  • დედის რძე გარკვეული პერიოდის მერე აღარაა სასარგებლო – დედის რძე ყოველთვის სასარგებლოა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე მასში შემავალი ვიტამინები ბავშვისათვის აღარაა საკმარისი. მაგალითად 6 თვის მერე ბავშვებს სჭირდებათ იმაზე მეტი რკინა, ვიდრე დედის რძეშია, ამიტომ  6 თვიდან მეძუძური ბავშვები იწყებენ დამატებით კვებას რკინის შემცველი პროდუქტით – ბოსტნეულით. 1 წლიდან პატარებს სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ვიტამინი და ისინი გადადიან საერთო სუფრაზე. დედის რძით ბავშვის კვება აუცილებელია 1 წლამდე, ხოლო რეკომენდირებული 2 წლამდე და ზემოთაც.
  • ლუდს, რძიან ჩაის მოყავს რძე – არც ლუდს, არც რძიან ჩაის ან რამე ნახარშს არ ,,მოყავს’’ რძე. რაც უფრო ხშირად მიისვამს დედა ახალშობილს ძუძუზე და გამოვკვებავს მას, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება რძე.
  • ძუძუს ბავშვი დაბადებიდან წყალს უნდა სვამდეს – ეს მოსაზრება არ არის სიმართლე. ძუძუს ბავშვს წყალი 6 თვემდე არ სჭირდება, რადგან დედის მწიფე რძე შეიცავს 87 % წყალს, რომელშიც გახსნილია ყველა დანარჩენი ნივთიერება.
  • დაბოლოს, მოსაზრება, რომ ძუძუთი კვება გარკვეულწილად ზღუდავს დედას – არ არის სწორი. ბავშვის ძუძუთი კვება თავისუფლადაა შესაძლებელი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, სწორედ ამის მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის უალტერნატივოა.

ასევე გაეცანი

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის
ბლოგი

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის

March 29, 2025
#OK! გმირი ქართველი ქალების მარტი
ბლოგი

#OK! გმირი ქართველი ქალების მარტი

March 19, 2025
#OK! ქალი საქართველოს სიძლიერის სიმბოლო
Uncategorized

#OK! ქალი საქართველოს სიძლიერის სიმბოლო

March 11, 2025
#OK! პირველი ქართველი ქალი…
ბლოგი

#OK! პირველი ქართველი ქალი…

March 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ‘მგონი სახელის შერჩევის დროა’ – ორსული ალექსანდრა პაიჭაძე ულტრაბგერითი გამოკვლევის ფოტოს და ბავშვის მამასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

#OK! ‘მგონი სახელის შერჩევის დროა’ – ორსული ალექსანდრა პაიჭაძე ულტრაბგერითი გამოკვლევის ფოტოს და ბავშვის მამასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

October 18, 2021
#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

May 26, 2022
#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

January 24, 2023
#OK! ბელა ჰადიდი დედასთან იოლანდა ჰადიდთან ერთად Annual Golden Heart-ის დაჯილდოებას დაესწრო

#OK! ბელა ჰადიდი დედასთან იოლანდა ჰადიდთან ერთად Annual Golden Heart-ის დაჯილდოებას დაესწრო

October 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! იპოვეთ შინაგანი სიმშვიდე „სანამენტეში“

#OK! იპოვეთ შინაგანი სიმშვიდე „სანამენტეში“

May 13, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! Story – ლია ბაგრატიონი

#OK! Story – ლია ბაგრატიონი

May 13, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები