24-წლიანი უწყვეტი ზრდისა და განვითარების შემდეგ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და შექმნა ინოვაციური, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებული პროგრამა – „კორპო“. ახალი პროგრამა ბიზნესებისთვის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს: იგი აერთიანებს ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფილ, მოქნილ და ეფექტიან საშუალებებს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარ გუნდს მაღალი ხარისხის, საიმედო და პროგრესულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელი უპრობლემოდ მიუწვდებოდეთ. განახლებული პროგრამა „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 9 დეკემბერს სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინა. ამ ინიციატივის შინაარსსა და ღონისძიების მთავარი აქცენტების შესახებ უფრო ვრცლად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების მენეჯერი, თამთა ყიფიანი გვიამბობს.
რას მოიცავს „ჯიპიაის“ განახლებული პროგრამა?
„კორპო“ არის ათასობით კომპანიისთვის უკვე კარგად ნაცნობი, გამოცდილი და სანდო კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლითაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 24 წელია ქართულ კომპანიებს აზღვევს.
ბოლო წლებში დასაქმების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. „კორპო“ არის კარგად ნაცნობი „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა, რომლის მეშვეობითაც 24 წლის განმავლობაში ათასობით ქართულ კომპანიას ვემსახურებით. ამ პერიოდში დაგროვილი უნიკალური გამოცდილება და დანერგილი ინოვაციები გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი და მომსახურების ხარისხი. ახალი სახელის შემოღებით გვსურდა ამ გამოცდილებისა და ემოციური კავშირებისთვის ერთიანი, მკაფიო იდენტობა შეგვექმნა, პროდუქტის უპირატესობები უფრო ნათლად წარმოგვეჩინა და ჩვენი ღირებულებითი შეთავაზება ეფექტურად მიგვეტანა როგორც არსებულ, ისე პოტენციურ კლიენტებამდე. „კორპო“ არის რეალური დაზღვევა, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ეფექტურად იზრუნონ თანამშრომლებზე, უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა, სტაბილურობა და განვითარება.

რა მთავარი მოტივაცია და იდეა უდევს საფუძვლად „კორპოს“ შექმნას და რა ეტაპები გაიარა განახლებულმა მოდელმა წარდგენამდე?
ჯანმრთელობის დაზღვევით 500 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, ყოველი მესამე კი „ჯიპიაის“ დაზღვეულია. ცხადია, ეს ინდუსტრია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა მისი განვითარება, რადგან სტაბილური წინსვლა და ახალი სისტემების დანერგვა მთლიანად სფეროზე დადებითად აისახება. „კორპო“, როგორც ახალი სახელი, ამ ისტორიის გამოძახილია, იმ ენერგიის, ექსპერტიზის, ცოდნის და მონდომების გამაერთიანებელია, რაც ჩვენ ჩავდეთ არა მხოლოდ „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევის ბრენდის, არამედ მთლიანად ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში. ეს საეტაპო მომენტია, რაც გაუმჯობესების ინსპირაციას მისცემს ჩვენს გუნდს და მოემსახურება ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გახდა, სეგმენტში ლიდერი პროდუქტი ახალი ენერგიითა და თანამედროვე ვიზუალით წარმოგვეჩინა, რის გამოც 24 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მომხმარებლებთან ემოციური კავშირები ერთ მთლიან ბრენდში გავაერთიანეთ. „კორპო“ განეკუთვნება მზრუნველის არქეტიპს, ახალი ბრენდი სწორედ ამ ურთიერთკავშირზეა აგებული – ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც თანამშრომელზე ზრუნვის ინსტრუმენტი კომპანიების ხელში.
რა იყო ღონისძიების მთავარი მიზანი და რომელი მნიშვნელოვანი თემები გამოიკვეთა პრეზენტაციისა და დისკუსიების განმავლობაში?
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ უმასპინძლა მსხვილი ორგანიზაციების HR დირექტორებს. ღონისძიება მიეძღვნა თანამშრომელთა კეთილდღეობის თემას, ჯანდაცვისა და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელეთ, ზოგადად რა ტენდენციებია მსოფლიოში და საქართველოში რა ხდება დასაქმების ბაზარზე ამ მხრივ. რაც მთავარია, წარვადგინეთ „კორპო“– თანამშრომლებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „ჯიპიაისგან“. ჩვენი მიზანი იყო HR საზოგადოებასთან ერთად გვემსჯელა იმ მთავარ მექანიზმებზე, რომელიც ეხმარება კომპანიებს თანამშრომელთა კეთილდღეობის დაცვაში, ახალი ტალანტების მოძიებასა და მათ შენარჩუნებაში, სტაბილურ განვითარებასა და წარმატებაში. ამასთან, გვინდოდა პირადად გაგვეცნო HR-ებისთვის „კორპო“ და გვესაუბრა მის მთავარ მახასიათებლებსა და უპირატესობებზე, იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ „კორპო“, როგორც ინსტრუმენტი თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვაში.
რა უპირატესობით სარგებლობს განახლებული პროგრამა?
ჩვენი განახლებული ბრენდის ძირითადი უპირატესობები მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა და კომპანიებს რეალურ საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობს.
- უზრუნველყოფილია პირველად ჯანდაცვაზე ულიმიტო წვდომა – 85 პირადი ექიმი და პედიატრი კლინიკა „კურაციოში“.
- ციფრული სისტემები ფარავს დაზღვევით სარგებლობის მთელ ციკლს, ხოლო განახლებული აპლიკაცია მარტივი, სწრაფი და მომხმარებელზე ორიენტირებულია.
- დაზღვეულებისთვის ხელმისაწვდომია 24/7 მხარდაჭერის სერვისი სამედიცინო განათლების მქონე მენეჯერებით.
- რეალური, თავისუფალი არჩევანი უზრუნველყოფილია – საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ კლინიკაში შესაძლებელია მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობით, უმეტეს შემთხვევაში თანაგადახდისა და დოკუმენტების ატვირთვის გარეშე.
- პირობები მოიცავს მაღალ ლიმიტებს კარდიოლოგიის, ონკოლოგიისა და ჰოსპიტალიზაციის მიმართულებით, ასევე საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას. „კორპო“ აერთიანებს წვდომას ევროპელ ექიმებთან (DIAGNOSE.ME) და საერთაშორისო კონსილიუმთან რთული ონკოლოგიური შემთხვევებისთვის.

როგორ შეცვლის „კორპო“ მომხმარებლის გამოცდილებას სერვისის მიღებისას?
განახლებული პროგრამის მთავარი იდეა ისაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა გახდეს მხარდაჭერის სისტემა, რომელიც თანამშრომლებს ყველა საჭირო დროს მხარში უდგას, ხოლო კომპანიებს ლოიალური თანამშრომლების, სტაბილურობისა და ეფექტიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
როცა დაზღვეული ხარ „კორპოთი“, გარანტირებულად იღებ ციფრულ, მარტივ და მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურებას. სამედიცინო მხარდაჭერის მენეჯერები 24 საათი შენ გვერდით არიან. 150-ზე მეტ კლინიკაში შეგიძლია უკვე დაფინანსებული მომსახურება მიიღო და არ ელოდო ანაზღაურებას. რაც მთავარია, წვდომა გაქვს ევროპულ მედიცინაზე. მსოფლიოს წამყვან ექიმებს შეგიძლია დაუკავშირდე ნებისმიერ სამედიცინო ჩივილზე და მიიღო გადამოწმებული დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა.
ამასთან, „კორპოს“ სერვისი მოიცავს ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობასაც, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამშრომლის, არამედ მისი ოჯახის ჯანმრთელობის მხარდაჭერას.
რა არის „კორპოს“ მთავარი მისია?
„კორპო“ არის ბრენდი, რომლის მეშვეობითაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აღრმავებს თანამშრომლობას ქართულ ბიზნესებთან, აყალიბებს ახალი თაობის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურას და ხდება ამ კომპანიების წარმატების განუყოფელი ნაწილი. სლოგანი „ჯიპიაი“ აზღვევს, ფრთების გაშლა შენზეა!“ ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას – „კორპო“ არის ქართული კომპანიების საიმედო პარტნიორი და რეალური დაზღვევა მათი თანამშრომლებისთვის, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით დგას და წარმატების მიღწევაში ეხმარება.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












