• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღეს მოგიყვებით ქართული მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრენდზე, რომლის ისტორია 8 წლის წინ დაიწყო, მარტივი, თუმცა საკმაოდ ამბიციური იდეით – დადებითი გავლენა მოეხდინათ ადამიანების ყოველდღიურობაზე. მიზანი ისეთი ტყავის აქსესუარების შექმნა იყო, რომელიც მომხმარებლისთვის ყოველდღიური თავდაჯერებულობის გარანტი იქნებოდა.

თბილისის პირველ დიდ სავაჭრო მოლში ძალიან პატარა კუნძულით დაწყებული ისტორია, დღეს გრძელდება ყოველდღიური საინტერესო გამოწვევებით, რომელიც ნიკოლოს, როგორც ერთ–ერთ გამორჩეულ ქართულ ბრენდად წარმოადგენს. ის საზოგადოებას ჩანთებისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოს აქსესუარები ადამიანების სურვილების ლამაზი და ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტაა.

დღეს ნიკოლო მხოლოდ ტყავის აქსესუარების მწარმოებელი აღარაა, ეს არის ბრენდი, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობაზე რეალურად ზრუნავს.

 

 

,,ჩვენი მომხმარებლებისგან ხშირად გვსმენია ფრაზები ,,თუ ტყავია, ნიკოლო” , “თან ლამაზია, და თან ძალიან მოსახერხებელი” – წლების მანძილზე ეს ბუნებრივად შექმნილი პოზიციონირება დღეს უკვე ნამდვილად გვაძლევს ამბიციას ადამიანებისთვის შევქმნათ ყოველდღიური თავდაჯერებულობის გარანტირებული საფუძველი.’’ – აღნიშნავენ ნიკოლოში.

მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლო მომხმარებელს უსმენს – მათი უკუკავშირი კი ითარგმნება მათ ნამუშევრებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, იქმნება ბრენდი, რომელიც ადამიანზე ნაფიქრი, პრაქტიკული და დახვეწილია. ნიკოლოს ტყავის ქამრებით, ჩანთებით და საფულეებით თავს ყოველდღე თამამად მოიწონებ, რადგან ნიკოლო შეგიძლია ატარო ისე როგორც შენ მოგწონს.

,,გვაქვს სტანდარტები, რომელსაც არ ვღალატობთ. ჩვენს კოლექციებში ასახული ესთეტიკა და პრაქტიკულობა კარგად წარმოაჩენს ჩვენი წარმოების ტექნოლოგიებსა და ტყავის ოსტატების პროფესიონალიზმს. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილების უკან მუდამ დგას ფიქრი – რა სჭირდება ადამიანს, როგორ მომეწონებოდა ეს ნივთი თუ ყიდვის გადაწყვეტილება მე, როგორც მომხმარებელს უნდა მიმეღო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დახვეწილი პრაქტიკულობის პრინციპით ვქმნით არა უბრალოდ ქამარს, ჩანთას ან საფულეს, არამედ არაჩვეულებრივ ყოველდღიურობის დამამშვენებელ აქსესუარს.’’

 

 

ქართული ნატურალური ტყავის მწარმოებელი კომპანია თავისი აქსესუარებით წარმოდგენილია თბილისის ყველა დიდ სავაჭრო მოლში, ბათუმსა და ქუთაისში.

როგორც ნიკოლოში აღნიშნავენ, ბრენდი ყოველდღიურად, უწყვეტად ვითარდება, მუდმივი მზადყოფნაა დანერგონ ახალი და საინტერესო. შესაბამისად, ბრენდი მუდამ განახლებადი საავტორო სტილით, უწყვეტი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით, მომხმარებლებისთვის  ერთ–ერთი ყველაზე სანდო მეგობარია.

ნიკოლო ყოველწლიურად მონაწილეობს ტყავის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებში და აცნობს ქართულ ბრენდსა და პროდუქტს საერთაშორისო ბაიერებს. 2025 წელს ნიკოლოს კოლექციები წარმოდგენილი იყო მილანში, ტყავისა და მოდის ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენა Mipel ზე, შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტ ექსპოსა და იაპონიაში Tanoi Tokyo ს მოდის უდიდეს შოუზე.

ეს წარმატებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო აღიარებისა და ექსპორტის განვითარების კუთხით. ამ ყველაფრის უკან კი დგას გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომის ფასად ქმნის ნიკოლოს წარმატებულ ამბებს.

,,კომპანიაში თავისუფალი აზროვნების წასახალისებლად შექმნილი სამუშაო გარემო შესაძლებლობას გვაძლევს განვვითარდეთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, ვისწავლოთ და ვასწავლოთ – ვიყოთ ძლიერი გუნდი. თითოეული თანამშრომელი ჩვენი ბრენდის ელჩია, სწორედ ის წარმოაჩენს იმ განწყობას და მუხტს, რაც კომპანიაშია. ‘’

 

 

სწორედ ეს მიდგომა აძლევს ნიკოლოს გუნდს წლიდან წლამდე განვითარდეს და გასცდეს საზღვრებს.

ამის დასტურია Nicolo-ს ახალი კუნძულის გახსნა, ამჯერად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, Tashkent City Mall-ში. სივრცეში, სადაც საერთაშორისო ბრენდები ერთად იყრიან თავს, ახლა უკვე ქართული ბრენდის სახელიც იკითხება. ეს ნაბიჯი მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება არ არის – ეს არის ნდობის, ხარისხისა და ბრენდის კულტურის საერთაშორისოდ აღიარება.

უზბეკეთის ბაზარი Nicolo-სთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ეს გამოწვევა კომპანიას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, რომ გაიზარდოს, განახლდეს და მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს ახალი და დახვეწილი საავტორო სტილი. Tashkent City Mall-ში გამოჩენა ნიშნავს ახალ აუდიტორიას, ახალ ისტორიებს და ახალ შესაძლებლობებს, რაც კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

ყოველივე ეს არის შედეგი: პროფესიონალი გუნდის, ხარისხზე დაუღალავი მუშაობისა და საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობის, რომელიც ბრენდს სწორედ იმ სივრცეებში აჩენს, სადაც გლობალური მოთამაშეები არიან. დღეს უკვე Nicolo არა მხოლოდ ქართული, არამედ გლობალური ბაზრის ნაწილია.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე  კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

May 4, 2022
#OK! Street Style კენდალ ჯენერი: მოდელი Maison Margiela-ს ჩანთით!

#OK! Street Style კენდალ ჯენერი: მოდელი Maison Margiela-ს ჩანთით!

July 14, 2021
#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

October 7, 2024
#OK! ლედი გაგა “მეგობრების” ახალ ეპიზოდში ლისა კუდროუსთან ერთად Smelly Cat-ს შეასრულებს

#OK! ლედი გაგა “მეგობრების” ახალ ეპიზოდში ლისა კუდროუსთან ერთად Smelly Cat-ს შეასრულებს

May 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! სასამართლომ „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავი დენიელ სტერნი გაამართლა

#OK! სასამართლომ „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავი დენიელ სტერნი გაამართლა

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები