• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საერთაშორისო ლოგისტიკის ბაზარზე, სადაც სიზუსტე, სტაბილურობა და გამჭვირვალობა ყველაზე მაღალი ღირებულებებია, MGL Georgia უკვე წლებია ქმნის საიმედო ბიზნეს გარემოს ქართული იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის. OK! ბათუმის სტუმარი MGL Georgia-ს თანადამფუძნებელი ლალი ოყუჯავაა, ლიდერი ქალი, რომლის ხედვამ, პროფესიონალიზმმა და პარტნიორობაზე დაფუძნებულმა მუშაობის სტილმა, კომპანიას არაერთი წარმატება მოუტანა. იგი ქმნის სტანდარტს, სადაც თითოეული პროცესი ადამიანურ პასუხისმგებლობას, დეტალების სიზუსტესა და სამართლიან სამუშაო გარემოს ეყრდნობა.

 

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე ვარ ლალი ოყუჯავა, MGL Georgia-ს თანადამფუძნებელი. წლებია ვმუშაობ საერთაშორისო ლოგისტიკაში და კარგად ვაცნობიერებ, რომ ძლიერი ბიზნესი იქმნება არა ერთი ადამიანით, არამედ სწორი პარტნიორებით, სწორი გუნდით, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს სტაბილურობაზე, სიზუსტეზე და შედეგზე.

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე, რა იყო ბიძგი, რომელმაც აღნიშნული გზა დაგაწყებინათ?

2012 წელს, როდესაც საქართველოში პირველი ბულგარულ – ქართული  ლოგისტიკური კომპანია, MGL Georgia  დაარსდა, იდეა ერთიანი იყო – შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც ქართველ იმპორტიორებს და ექსპორტიორებს ექნებოდათ საიმედო, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი ლოგისტიკური სერვისი. ბიძგი არც ამბიცია იყო და არც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების მცდელობა –  ეს გაცილებით დიდი პასუხიმგებლობა გახლდათ. სურვილი, ბიზნესს არ ჰქონოდა რაიმე ტიპის  გაურკვევლობა, უსამართლო ფასები, გაუთვალისწინებელი დაგვიანებები და არასანდო პარტნიორები. დღეს, როდესაც კომპანიას აქვს ოფისები, თბილისში, ფოთში, ბათუმში, სოფიაში, ჰასკოვოში, ხოლო საწყობები – საქართველოში, ბულგარეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ჩინეთში – შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეამ გაამართლა. ეს  იმიტომ მოხდა, რომ კოლეგებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად გავიზარდეთ.

 

რა ხდის თქვენს საქმიანობას განსაკუთრებულს. რა არის თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო?

ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებულია იმით, რომ თითოეული პროცესის უკან დგას გუნდი.

სწორედ ადამიანურმა ფაქტორმა შექმნა სტანდარტი, რომელიც ბევრ წვრილ დეტალს ეყრდნობა – სიზუსტეს, დროულ კომუნიკაციას, ფრთხილ მიდგომას ტვირთთან, პატივისცემას მომხმარებლის დროისა და რესურსების მიმართ.

ჩემი მთავარი შთაგონება მუდმივი ზრდის და განვითარების სურვილის გარდა, არიან ეს ადამიანები: გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რომ პროცესები იყოს პროგნოზირებადი და გამართული, პარტნიორები, რომლებიც გვენდობიან და ნებისმიერი გამოწვევის დროს გვერდში გვიდგანან, კლიენტები, რომელთა ბიზნესს უფრო ამყარებს ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ კავშირებმა შექმნა ის სანდო გარემო, რასაც დღეს MGL Georgia ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ მუდმივად ახალ მიმართულებებს ვამატებთ და ერთ -ერთი ჩემთვის ძალიან გამორჩეული პროექტი არის MGL Parcel-ის ბრენდის ქვეშ, ჩინეთიდან საამანათო გადაზიდვების ორგანიზების განხოერცილება. ამ მიმართულებით მუშაობა ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის და გუნდისთვის, რადგან  აქამდე ფიზიკურ პირებთან კომუნიკაციის გამოცდილება არ გვქონდა, მხოლოდ ბიზნესი იყო ჩვენი ძირითადი შემკვეთი. დღეს ამ მიმართულებით დაგეგმილია ბევრი სიახლე და MGL Parcel-ი, როგორც MGL Georgia-ს საამანათო მიმართულება, ვითარდება, იზრდება და ცდილობს მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული კომუნიკაციის მეშვეობით დახვეწილი და პასუხიმგებლიანი მომსახურება შესთავაზოს ჩვენი სერვისის გამომწერებს.

 

 

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო, საჭიროა?

ნდობა იქმნება მცირე, ხშირად შეუმჩნეველი ნაბიჯებით – დროული პასუხი, ზუსტი ინფორმაცია, პატიოსანი დამოკიდებულება. დღეს ბევრს ჰგონია, რომ წარმატება სწრაფად მოდის, თუმცა ჩემი გამოცდილება საპირისპიროს ამბობს: ის იქმნება წლების განმავლობაში, შრომის და პასუხიმგებლობის ნიადაგზე, მაშინ, როცა თანმიმდევრულად ასრულებ იმას, რასაც ჰპირდები მხარეებს. ლოგისტიკაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი რამ: სიზუსტე, გამჭვირვალობა და ადამიანურობა. თუ ბიზნესს აქვს ეს სამი საყრდენი, ნდობა ბუნებრივად მოდის, დანარჩენი კი უკვე შედეგია.

 

რა გზავნილი გაქვთ ქალბატონებისადმი, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი გზის ძიებას?

არ არის აუცილებელი, რომ პირველივე დღეს გქონდეს ჩამოყალიბებული ზუსტი მომავლის გეგმა, სანამ საკუთარ გზას იპოვი, ყველაზე მთავარია –  არ გაჩერდე, ისწავლე და განვითარდი!

ყველა დამწყებს ვურჩევდი მისცენ საკუთარ თავს ცდის უფლება. შედეგი არასოდესაა გარანტირებული, მაგრამ, სწორ ნაბიჯებს სწორი შედეგების დიდი ალბათობა მოაქვს.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი – ნუ შეგეშინდებათ თანამშრომლობის. პროფესიული მხარდაჭერა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი ადამიანის ძალისხმევა. ძალა ყოველთვის ერთობაშია!

 

 

რა არის თქვენი მიზანი, სამომავლო გეგმა? როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელიწადში?

ჩემი გრძელვადიანი პირადი გეგმა ძალიან მარტივ პრინციპს ეყრდნობა – განვითარებას, რომელიც ნდობაზეა აშენებული.

MGL Georgia-ს მიზანია, მისი პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცოს, ევროპასა და აზიას შორის, როგორც სანდო პარტნიორმა. ჩვენი მიზანია: გავაძლიეროთ საერთაშორისო მიმართულებები: დავამატოთ ახალი საწყობები სტრატეგიულ ქვეყნებში, განვავითაროთ ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს  უფრო სწრაფ და გამჭვირვალე პროცესებს შესთავაზებს, შევქმნათ უფრო გამართული ქსელი, ჩინეთიდან და ევროპიდან – საქართველოს გავლით, კავკასიის და შუა აზიის რეგიონში.

რამდენიმე წლის შემდეგაც საკუთარ თავს იმავე როლში ვხედავ: ადამიანების საერთო მიზნის ირგვლის გაერთიანება, პროცესების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა, სტაბილური და სამართლიანი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ მშვიდად აკეთონ საკუთარი საქმე. რწმენა, რომ რასაც ვაკეთებ და ყოველდღე რასაც აკეთებს ჩემი გუნდი და კომპანია, ღირებული და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის, ინდივიდუალური ადამიანისთვის –  ჩემთვის ის მოტივაციაა, რომელიც არასოდეს შენელდება.

ასევე გაეცანი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! ნანა აბულაძის ჟურნალის სვეტი OK! ბათუმისთვის

December 30, 2025
#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი

December 29, 2025
#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!
OK! ბათუმი

#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!

December 29, 2025
#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე
OK! ბათუმი

#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე

December 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თამაში თანასწორობისთვის

#OK! თამაში თანასწორობისთვის

July 8, 2024
#OK! ბიონსემ Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შეიქმნა

#OK! ბიონსემ Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შეიქმნა

February 2, 2022
#OK! ჩემი პატარა ამბავი – მაიკო წერეთელი

#OK! ჩემი პატარა ამბავი – მაიკო წერეთელი

October 20, 2025
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები