• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

Ok! ბათუმის სტუმარი, მალო დოლიძე, იმ ქალებს შორისაა, რომლებმაც საკუთარი ყოველდღიურობა მომგებიან საქმედ აქციეს. ტექსტილის მაღაზიის დამფუძნებელი და თანამედროვე ბიზნეს ლედი, რომელმაც პანდემიის სიჩუმეში საკუთარი ხმა და იდეა იპოვა, დღეს უკვე სტაბილური ბრენდის ხელმძღვანელია. მის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა გულწრფელობა, თანმიმდევრულობა და ოჯახური მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომაც – ის ქმნის პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ენერგიითაც გვიყვება საინტერესო ისტორიას.

 

როგორ დაიბადა იდეა, შეგექმნათ ტექსტილის მაღაზია? გახსოვთ ის პირველი ნაბიჯი, როცა გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმეს სერიოზულად მიუდგებოდით და გაყვებოდით ბოლომდე?

ტექსტილის მაღაზიის შექმნის იდეა ყოველდღიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოვიდა. ყოველთვის მომწონდა სილამაზე, წესრიგი და ის შეგრძნება, როცა სახლის თეთრეული, ბავშვების ტანსაცმელი და დეტალები შენს ენერგიას ასახავს. სწორედ ამ ყველაფერმა მითხრა, რომ ეს მხოლოდ მოვალეობა არ იყო – ეს იყო საქმე, რასაც დიდი სიამოვნებით გავყვებოდი. პირველი ნაბიჯი იყო ძალიან პატარა და ამავდროულად რთული, მაგრამ გულით გაკეთებული. უბრალოდ ვთქვი, მორჩა, ამას დავიწყებ და ბოლომდე მივყვები!

 

თქვით, რომ პანდემიის დროს დაიწყეთ ბიზნესი, მაშინ, როცა სამყარო თითქოს გაჩერდა… რა გაძლევდათ ძალას სწორედ იმ რთულ დროს გადაგედგათ ასეთი ნაბიჯი?

პანდემიამ  გარშემო თითქოს ყველაფერი გააჩერა, მაგრამ ჩემში პირიქით – სურვილი გააღვიძა. როცა რთული დროა, ადამიანი ან ჩერდება, ან იწყებს ყველაფრის თავიდან დალაგებას და მე, რა თქმა უნდა, დაწყება გადავწყვიტე.

 

 

როგორი  იყო პირველი თვეები? ალბათ, გამოწვევებით, რისკებითა და ბევრი შიშით სავსე…

პირველი თვეები ერთდროულად ძალიან ემოციური და ძალიან დამღლელი იყო. ყველაფერი ახალი იყო: ლოგისტიკა, ხარისხი… თითქოს ათას კარს ეხები და უნდა გაიარო. მაგრამ, პარალელურად იმდენ სიყვარულსა და ინტერესს ვიღებდი, რომ ეს შიშები ნელ-ნელა ყველაზე დიდ ძალად იქცა.

 

ბიზნესის დაწყებისას რა იყო ყველაზე რთული ეტაპი და როგორ გადალახეთ ის?

ყველაზე რთული ეტაპი იყო სისწრაფით სწავლის ფაზა, როცა ყველაფერი შენით უნდა გაარკვიო. მაგრამ, მე ნაბიჯ-ნაბიჯ გავყევი და, უბრალოდ, არ გავჩერდი. შედეგი ყოველთვის მოდის, როცა იბრძვი განვითარებისათვის.

 

რა გაკვეთილები მოგცათ ამ გზამ ადამიანურად და პროფესიულად?

ამ გზამ მასწავლა, რომ ადამიანს შეუძლია ბევრად მეტი, ვიდრე თავად ჰგონია. მასწავლა მოთმინება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და ისიც, რომ საქმეში გულწრფელობა ძალიან ძვირფასია, როგორც ადამიანურად, ისე პროფესიულად.

 

როგორია ამჟამად თქვენი საქმიანობის მასშტაბი? როგორია გუნდი, მომხმარებლები, ყოველდღიური პროცესები?

დღეს უკვე მყავს ერთგული მომხმარებლები, სტაბილური გუნდი და მასშტაბი, რომელიც ღირსეულად გაიზარდა. ყოველდღიური პროცესები – შეკვეთები, კონტენტი, მომსახურება, ხარისხის კონტროლი, ეს უკვე ჩემი დღის ბუნებრივი ნაწილი გახდა.

 

 

როგორც გვითხარით, გეგმავთ ქალის ტანსაცმლის ახალი ხაზის შემოტანას, როგორია ამ მიმართულებით თქვენი ხედვა და რით იქნება გამორჩეული ეს კოლექცია?

ქალის ხაზი იქნება ძალიან გემოვნებიანი, ხარისხიანი და ისეთი, როგორიც მე. საკუთარ თავს ვხედავ ყოველდღიურობაში – თანამედროვე, მოწესრიგებული, კომფორტული, მაგრამ ელეგანტური. დაგეგმილი მაქვს, როგორც ჩინური, ისე თურქული პრემიუმ ხარისხის შემოტანა, რომ არჩევანი ყველასთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.

 

როგორი ქალი გესახებათ თქვენი ბრენდის მომხმარებლად, როგორი სტილით, ხასიათითა და ენერგიით?

ნაზი, ენერგიული, ელეგანტური ქალი, რომელიც მუშაობს, ზრუნავს ოჯახზე და მაინც პოულობს დროს, რომ საკუთარ თავსაც მოუაროს. იყოს ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც ჩემი კოლექცია.

 

რამდენად რთულია ხარისხისა და ფასის ბალანსის შენარჩუნება ქართულ ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია?

ძალიან რთულია, რადგან, როგორც აღნიშნეთ, კონკურენცია დიდია და – ხარისხი ყოველთვის უფასო არ არის. მაგრამ, დრო მასწავლის, რომ ყველაზე სწორი გზა მომხმარებელთან სუფთა ურთიერთობაა – რასაც ვამბობ, ზუსტად იმას ვაკეთებ.

 

როგორი ხართ ბიზნესგარეშე ცხოვრებაში, რა გაძლევთ განტვირთვას და ენერგიას?

სახლში ყოფნა, შვილთან, ოჯახთან დროის მშვიდ გარემოში გატარება მაძლევს განტვირთვას. ეს არის ის, რაც მეც მაძლიერებს და ჩემს საქმესაც.

 

თქვით, რომ როცა ახერხებთ მოგზაურობთ და გიყვართ ეს პროცესი. რომელმა ქვეყანამ ან ქალაქმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

სტამბული და ჩინეთი ჩემთვის სამუშაო, ენერგიული ქალაქებია, სადაც განვითარება და მოგზაურობა ერთდროულად ხდება. მაგრამ მაინც, ყველაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილებმა, სადაც ადამიანების მჩქეფარე ენერგეტიკა იგრძნობა.

 

 

როცა ახალ იდეებს ეძებთ, რისგან იღებთ შთაგონებას – მოდის ტენდენციებიდან, ადამიანების ენერგიიდან თუ უბრალოდ, ყოველდღიური ცხოვრებიდან?

ყველაფერში ვპოულობ შთაგონებას: ტრენდებში, ქუჩის სტილში, ადამიანების სილუეტში, ბავშვების ენერგიაში, მოგზაურობაში… ზოგჯერ ერთმა უბრალო დეტალმა შეიძლება ახალი და საინტერესო იდეა გამიჩინოს.

 

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, ბიზნესის მფლობელის, დედისა და მეუღლის ამპლუაში?

ჩემი დღე არის მრავალფეროვანი: ბიზნესის მფლობელი, დედა, მეუღლე… დილიდან საღამომდე ათასი საქმეა, მაგრამ ეს გარემოცვა და მოძრაობა ძალიან მიყვარს. ამ ყველაფერში ბალანსს ოჯახი და საქმის გონივრული ორგანიზება მაძლევს.

 

რა არის თქვენთვის მთავარი პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობთ, როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში?

გულწრფელობა და სამართლიანობა. რასაც ვაკეთებ, მინდა ტკბილად და სუფთად გამომივიდეს, ეს არის ჩემი შინაგანი წესრიგი.

 

რა განწყობა მოაქვს ბათუმს თქვენში?

ბათუმი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქია. ზღვა, მთა, ბავშვობის მოგონებები და რაღაც შინაური კომფორტი. როცა იქ ვარ, თითქოს ყველაფერი ადვილდება.

 

რას გეგმავთ მომავალში – უფრო ბიზნესის გაფართოებას, ახალი მიმართულებების დამატებას, თუ არსებული საქმის გაღრმავებას?

გაფართოებას, ახალი ხაზების დამატებას, ქალის კოლექციის გაძლიერებას და მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებას. მინდა ხარისხიანი პროდუქცია უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს.

 

როგორ გეხმარებათ ოჯახი თქვენს საქმიანობაში, რამდენად მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა?

ოჯახის მხარდაჭერა ჩემი მთავარი ძალაა. როცა მოგყვებიან, გჯერა საკუთარი თავის. მათ გარეშე ეს გზა ბევრად რთული იქნებოდა.

 

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს?

სრულყოფილი დრო არ არსებობს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე რთულია, მაგრამ როცა დაიწყებ, გზაც გამოჩნდება. თუ გჯერა შენი იდეის – იმსახურებს შანსს!

ასევე გაეცანი

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია
OK! ბათუმი

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…
OK! ბათუმი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები
OK! ბათუმი

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა
OK! ბათუმი

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

April 7, 2021
#OK! ბელა ქებურია –  ქალი, რომელიც უხდება ბათუმს

#OK! ბელა ქებურია – ქალი, რომელიც უხდება ბათუმს

December 2, 2023
#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

May 13, 2025
#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

August 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

December 16, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლიმ Time -ის გარეკანზე მასტექტომიისგან დატოვებული იარები გამოაჩინა

#OK! ანჯელინა ჯოლიმ Time -ის გარეკანზე მასტექტომიისგან დატოვებული იარები გამოაჩინა

December 16, 2025
#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

December 15, 2025
#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

December 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები