დეკემბერი სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს ღონისძიებების სიმრავლით ახარებს. მალე ტრადიციული კონცერტი „ერთად შობას“ გაიმართება, გუშინ კი უინძორის სასახლეში გერმანიის პრეზიდენტის საპატივცემულოდ, საზეიმო ბანკეტი გაიმართა.
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა ღონისძიებისთვის მბრწყინავი ლუქი და ახალი დიადემა აირჩია, რომელიც აქამდე არასდროს დაუდგამს. უინძორის სასახლეში ის Jenny Packham-ის ცისფერი კაბით და „აღმოსავლური დიადემით“ გამოჩნდა, რომელიც 1853 წელს, დედოფალ ვიქტორიასთვის მისი მეუღლის, პრინცი ალბერტის შეკვეთით შეიქმნა. დედოფალი ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ, დიადემა სამეფო ოჯახის საიუველირო ფონდში მოხვდა. დედა-დედოფალი მას ხშირად ატარებდა, მაგრამ 2005 წლის შედეგ, როდესაც ელისაბედ II -ს მალტაში ედგა, დიადემა საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლური დიადემა“ ქეით მიდლტონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სამკაულია. ის დამზადებულია ლოტოსის ყვავილების ფორმით განლაგებული ბრილიანტებისა და ლალისგან, რაც XVI და XVII საუკუნეების ინდური არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია. სხვათა შორის, დიადემას თავდაპირველად, ლალის ნაცვლად ოპალები ამშვენებდა, თუმცა, ალექსანდრა დანიელმა ძვირფასი ქვები შეცვალა.

ეს ბოლო წლების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც ქეით მიდლტონმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი დიადემა „სიყვარულის კვანძები“ ჩაენაცვლებინა, რომელიც მანამდე პრინცესა დაიანას საყვარელი დიადემა იყო.

ქეითმა ახალი დიადემა იმ საყურეებთან შეახამა, რომლებსაც ადრე ელისაბედ II ატარებდა. როგორც ასეთი ღონისძიებების დრეს-კოდს შეეფერება, პრინცესას ასევე საზეიმო ლურჯი ლენტი და ორდენი ამშვენებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გერმანიის პრეზიდენტი და მისი მეუღლე მიიღო, რომლებიც ლონდონს სამდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში გერმანიის საპრეზიდენტო წყვილის პირველი დიპლომატიური ვიზიტია 27 წლის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ












