• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

November 11, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

აფხაზეთი. ოჩამჩირე. პირველი აფეთქებული ბომბი და მერე ბევრზე ბევრი დანაკარგი. ასე იწყება ჩვენი სტატიის გმირის უღელტეხილებით სავსე ცხოვრება. ცნობილი ივენთკომპანიის City Event Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ზვიად შელია ქართულ OK!-სთან იხსენებს ბავშვობის რთულ პერიოდს, აფხაზეთს, დევნილობის წლებს თბილისში, უამრავ სირთულეს, სიკეთეს თუ ბოროტებას, თეთრს თუ შავს, რაც მის ცხოვრებაში უხვად იყო, და აი, დაღმართს აღმართი ცვლის, უნივერსიტეტის შემდეგ სხვადასხვა დროებითი სამუშაოები, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გვირგვინდება საკუთარი კომპანიის დაარსებით, რომელიც უკვე ბევრი წელია სფეროს ლიდერია. გთავაზობთ ჩვენს ძალიან საინტერესო რესპონდენტთან ინტერვიუს, რომელიც, ვფიქრობ, ვერავის დაგტოვებთ გულგრილს.

 

 

ზვიად, თქვენ დევნილობის საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ გამოვლილი. გვიამბეთ თქვენი ისტორია.

მე ვარ აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონიდან – კოჩარიდან, რომელსაც სიზმარში ხშირად ვხედავ და მენატრება იქაურობა, სადაც ბავშვობა გავატარე. ომთან პირველ შეჯახებამდე, მის შესახებ ვიცით წიგნებიდან, ფილმებიდან და გვგონია, რომ ეს რეალურად არასდროს მოხდება. პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა, ძალიან ნათლად მახსოვს. მეზობლის სახლის ეზოში ვთამაშობდით ბავშვები, მაშინ 12 წლის ვიყავი. ალბათ გინახავთ ფილმებში კადრი, რომელიც ჩერდება. ბომბის აფეთქების ძლიერი ხმა გაისმა და გაიყინა ეს კადრი, ყველას მზერა გაჩერდა. ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბომბი მეზობელ სოფელში ჩამოვარდა, ისეთი განცდა გვქონდა, რომ სადღაც ყურთან ახლოს აფეთქდა. შემდეგ იყო შიში. პატარები ვიყავით და ჩემს დებთან ერთად მშობლებმა გაგვარიდეს იქაურობას. შემდეგი ეტაპი იყო ჩვენი ცხოვრების რამდენიმე წელი გლოვაში. ადამიანის გამოგლოვებას ვერ ვასწრებდით, რომ ახალი ტრაგედია ხდებოდა. ბევრი ახლობელი ადამიანი დაიღუპა იქ – ნათესავი, მეზობელი, ახლობელი… და ეს ტრაგედიები, ამდენი ერთად, ძალიან სტრესული იყო. ბავშვი სხვანაირად აღიქვამს ამას, მაგრამ ეს ტკივილი სადღაც გულის სიღრმეში რჩება და სულ თან დაგვაქვს.

 

1 of 3
- +

1.

2.

3.

 

 

მერე ალბათ იყო რთული გზა თბილისისკენ.

ჩვენ გალიდან მოგვიწია ენგურზე გადმოსვლამ. მახსოვს ქვეითებისა და მანქანების დაუსრულებელი კოლონა. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როგორ მიჰყავდათ ბავშვები, მოხუცები. ზოგი იქვე ტოვებდა მანქანას და ფეხით აგრძელებდა გზას. მთავარი იყო, თავიანთი ოჯახები გადაერჩინათ. ჩვენ რომ გადმოვედით ენგურზე, სროლაც დაიწყო, ფაქტობრივად, გამოვასწარით. შემდეგ იყო დიდი გაურკვევლობა, როცა არ იცი, რა ქნა, არც მშობლებმა იციან, როგორ გადაირჩინონ თავი და ოჯახები. მამა რამდენიმე თვე ჩარჩენილი იყო აფხაზეთში, შემდეგ ტყვეების გაცვლა ხდებოდა. სრულიად მოულოდნელად მოხდა გაცვლა და მამა დაბრუნდა, მაგრამ აფხაზეთის დაკარგვის მერე მალევე გარდაიცვალა. დიდი ოჯახიდან დავრჩით მე და დედა. ახლა ხომ დიდი დროა გასული, მაგრამ მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება. იყო პერიოდები, როცა ზამთარში ქურთუკიც კი არ მქონდა, სკოლაში რომ წავსულიყავი. საკვები ფუფუნებად ითვლებოდა.

 

როგორი იყო პირველი წლები თბილისში?

მე ვცხოვრობდი სასტუმრო „აჭარაში“. დავამთავრე 137-ე წყნეთის სკოლა, მერე თეატრალური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო საქმის მენეჯერი ვარ პროფესიით.

სასტუმრო „აჭარაში“ ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ თბილისელი დაზარალებულები. ძალიან თბილად მახსოვს ის ადამიანები და სხვა დევნილები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმრო „აჭარის“ 12 კვ. მ. ნომრებში. რამდენი წელი გავიდა… მე 47 წლის ვარ და შემიძლია ერთი რამ ვთქვა: მაშინ არ იყო არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი, იყო მხოლოდ ძალიან დიდი სიყვარული და ურთიერთგატანა და ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი პერიოდი სწორედ ისაა, როცა სასტუმრო „აჭარაში“ ვცხოვრობდი. ხომ გასაკვირია? მაგრამ ასეა. სიყვარულმა და თანადგომამ გადაატანინა ადამიანებს ის დიდი ტრაგედია, რაც თავს დაგვატყდა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე სხვადასხვა ადგილზე, დროებით სამუშაოებზე ვმუშაობდი, თუმცა სულ ღონისძიებების ორგანიზების სფეროში ვიყავი. 2012 წელს, რაკი გარკვეული გამოცდილება მქონდა დაგროვილი ღონისძიებების ორგანიზების სფეროში, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი ივენთკომპანია. მინდოდა ისეთი ნიშა დამეჭირა, რომ ერთ კომპანიაში მიეღოთ ყველანაირი სერვისი ღონისძიებების მიმართულებით. თავიდან იყო რთული ეტაპები, მაგრამ წლების შრომა, გამოცდილება გარკვეული დროის შემდეგ დაფასდა. ახლაც ვარ ამ კომპანიის, City Event Georgia-ს ხელმძღვანელი და ჩემს გუნდთან ერთად ვქმნით თითქმის ყველა პროფილისა და სირთულის ღონისძიებას.

 

 

 

ზვიად, თუ გახსოვთ მომენტი, როცა თქვენში მოხდა იმის გააზრება, რომ რაღაც ძალიან დიდი დაკარგეთ?

ამის გაცნობიერება საკმაოდ დიდ, ალბათ ასე, 25-26 წლის ასაკში მოხდა. მანამდე თითქოს ინერციით მივყვებოდი ცხოვრებას. ტკივილს, განშორებებს შინაგანად განვიცდიდი, ცხადია, მაგრამ გამოხატვის უნარი თითქოს არ მქონდა და ასაკის მატებასთან ერთად მოხდა დანაკარგის სრული გააზრება და ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრის საშუალება. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, უი, შენ დევნილი ხარ? და ეს ცუდი ტონით იყო ნათქვამი, რაც მაშინ მაღიზიანებდა. ახლა ამას, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მაგრამ მაშინ შინაგანად მანგრევდა. თითქოს განსხვავებული ადამიანები ვიყავით, ასეთი დამოკიდებულება იყო საზოგადოების ნაწილისგან. ახლაც არ ვიცი, რატომ ჰქონდათ ასეთი განწყობა. ზოგჯერ არც მთლად უცხო ადამიანებისგან ვიღებდი ამ გულისტკენას. ვიღაცისთვის თითქოს ზედმეტი ვიყავით დევნილები. ახლა მეცინება ამაზე, ცხადია.

თუმცა ახალ გარემოსთან ადაპტირება არ გამჭირვებია. ამაზე იმოქმედა გარემომ და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნამ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდით სასტუმრო „აჭარაში“. მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, ჩემი ბავშვობის ნაწილი არიან და ყველა ძალიან მიყვარს. ამ ურთიერთობას რა კრავდა, რა მაგია იყო, არ ვიცი, მაგრამ ის პერიოდი ყველაზე საინტერესო და ტკბილი პერიოდი იყო. ერთ სართულზე დაახლოებით 20-25 ოჯახი ვცხოვრობდით და არავის ოთახის კარი არ იკეტებოდა, ბავშვები ერთად გავიზარდეთ. მაშინ სხვა ურთიერთობები იყო, მეტი სიყვარული და მზრუნველობა ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, უფრო ლაღები იყვნენ, მიუხედავად ყველაფრისა. დღეს ეს ასე არ არის, სამწუხაროდ, გაფერმკრთალდა ურთიერთობები.

ზვიად, თქვენ ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი ცხოვრებისეული უღელტეხილი გადალახეთ. ამ გამოცდილებამ რა დატოვა თქვენში? როგორია ზვიად შელია, რომელმაც ბევრი სირთულე გადალახა და ახლა წარმატებული ადამიანია?

საწყისი არის სიყვარული და სიკეთე, რაც ადამიანს გადაარჩენს, სამყაროს გადაარჩენს. იმ გულისტკენამ, ცინიკურმა საუბრებმა, ვიღაცის მხრიდან დაკნინების მცდელობამ მასწავლა, რომ უნდა იყო კეთილი და ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხო.

წყენა არ დატოვა?

წეღან თქვენ მკითხეთ, როდის გავიაზრე დანაკარგი. აი, როცა ეს გააზრება მოხდა, ყველას ყველაფერი ვაპატიე. იმ კეთილმა ადამიანებმა, ვინც კარგად მიგვიღო, ვინც თანადგომა გამოხატა, მათ მასწავლეს სიკეთე. ადამიანს ყველა უნდა გიყვარდეს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვისწავლე, რომ წყენა დამევიწყებინა და გულწრფელი ღიმილი შემეგებებინა საპასუხოდ ადამიანებისთვის.

საკმაო წარმატებისთვის გაქვთ მიღწეული თქვენს სფეროში. ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ წარმატებაში?

ალბათ, ჩემი პიროვნული თვისებები, გამოცდილება, საქმისადმი სიყვარული და დაგროვილი ცოდნა. მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა, მაინც მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. მგონია, რომ უფალს ძალიან ვუყვარვარ და სულ იმ ადგილას ვარ, სადაც მინდა და საჭიროა, რომ ვიყო. ამისთვის ღვთის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, იუმორმა და დადებითმა ხასიათმა გადამარჩინა. რაღაც უსიამოვნო რომ ხდებოდა, სულ იუმორში გადამქონდა.

 

 

 

ამ გადასახედიდან, როცა ამდენი რამეა გავლილი, დაკარგულიცაა, მიღწეულიც, თქვენი აზრით, ბოლოს და ბოლოს, როგორი არსებაა ადამიანი?

ადამიანი კეთილი არსებაა. მე არ მჯერა ბოროტი ადამიანების. მგონია, რომ ადამიანი რაღაცის გამო ბოროტდება, ამისთვის მიზეზი აქვს. ყველა ადამიანს შეიძლება მოუძებნო მიდგომა და გააკეთილშობილო. ღრმად მწამს ამისი.

თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული რომელი პერიოდი იყო?

ჩემი სტუდენტობის პერიოდი საშინელება იყო. ყველაზე რთული პერიოდი იყო. საბურთალოდან თეატრალურ ინსტიტუტში ტროლეიბუსით დავდიოდი, ზოგჯერ უშუქობის გამო ეგეც არ დადიოდა. გარემო იყო ძალიან არაჯანსაღი. თეატრალურში პატარ-პატარა, 6-7 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები იყო და ამ პატარა წრეში კარგად ჩანდა თეთრი და შავი. მიჭირდა თავის დამკვიდრება. ვიღაცა „ვიღაცის“ შვილი იყო, ვიღაც ცნობილ ლექტორთან ემზადებოდა და ა.შ. მარტო მე ვიყავი პატრონის გარეშე. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები იმდროინდელი ჩვენი პრორექტორის – ვასო კიკნაძის, უფალმა ნათელში ამყოფოს, რომელმაც შვილივით მიმიღო, დაინახა რაღაც პოტენციალი ჩემში და ჩემს მფარველად იქცა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სიკეთის განსახიერება. მე, რიგითი ლტოლვილი, არავინ ვიყავი მისთვის, სრულიად უანგაროდ მედგა მხარში.

თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს; რომ ადამიანად ჩამოვყალიბდი. არცერთ დროს, არცერთ სიტუაციაში, არცერთ გასაჭირში არ გავბოროტდი და დავრჩი იმად, ვინც ვარ. ეს მგონია ჩემი მიღწევა.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Strofi by old Tbilisi Hospitality

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 2, 2022
#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

April 19, 2021
#OK! იშვიათი კადრები: პენელოპა კრუსი მეუღლესთან ერთად იტალიაში ისვენებს

#OK! იშვიათი კადრები: პენელოპა კრუსი მეუღლესთან ერთად იტალიაში ისვენებს

July 10, 2021
#OK! განსაკუთრებული ისტორიის მქონე სამოსი ბრენდისგან „შავდია“

#OK! განსაკუთრებული ისტორიის მქონე სამოსი ბრენდისგან „შავდია“

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! ბრიუს უილისის პატივსაცემად მისმა ყოფილმა და ამჟამინდელმა ცოლებმა გალა-წვეულება გამართეს

#OK! ბრიუს უილისის პატივსაცემად მისმა ყოფილმა და ამჟამინდელმა ცოლებმა გალა-წვეულება გამართეს

November 11, 2025
#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები