სარკისებri თარიღები – რიცხვები, რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ ერთნაირად იკითხება განსაკუთრებული ფენომენია. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ასეთ დღეებში სამყარო მინიშნებებს გვიგზავნის და რიცხვების ენერგიას მოვლენების მიმდინარეობა შეცვლა შეუძლია. 11 ნოემბერი – დღე, როდესაც სამყარო სურვილების ზარდახშას ხსნის, სწორედ ასეთი თარიღია.
ყველაზე სკეპტიკოსი ადამიანებიც კი აღნიშნავენ, რომ ასეთ დღეებში უცნაური დამთხვევები ხდება.
2025 წლის 11 ნოემბერი ის თარიღია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ბოლოს და ბოლოს, 11:11 მხოლოდ ლამაზი რიცხვი კი არა, ნამდვილი ენერგეტიკული კოდია.
ახლა დაამატეთ ამას 11 სთ და 11 წთ და მიიღებთ ჯადოსნურ კომბინაციას, რომელიც „სურვილების პორტალად“ ითვლება.
ნუმეროლოგიაში, რიცხვი 1 ახალი დასაწყისისა და ნებისყოფის სიმბოლოა. როდესაც ოთხი ერთიანი თავს ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იგივე დროს იყრის, ამ რიცხვის ენერგია ოთხჯერ ძლიერდება. ეს არის დრო, როდესაც სამყარო თქვენს სურვილებს, აზრებს და განზრახვებს კითხულობს. 11 ნოემბერს სარკისებრი თარიღი ეწოდება, რადგან ეზოთერიკოსების აზრით, ასეთ დროს სამყარო ასახავს იმას, რაც ჩვენშია.
![]()
2025 წელს, 11 ნოემბერი სამშაბათია – დღე, რომელსაც პლანეტა მარსი მართავს. ის წარმოადგენს მოქმედების, იმპულსისა და მონდომების ძალას.
11 ნოემბერი, როგორც წესი, სურვილების ჩაფიქრების დროა, თუმცა წელს ენერგია გიბიძგებთ მოქმედებისკენ და არა მხოლოდ ოცნებისკენ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს დაიწყებთ (თუნდაც სიმბოლურად), წარმატებით დასრულდება.
რა უნდა გააკეთოთ 11:11 საათზე
- ერთ სურვილზე იფიქრეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არაფერზე გადაიტანოთ – ერთი მიზანი, ერთი განზრახვა და მასში მაქსიმალური რწმენა.
- ჩუმად ან ხმამაღლა თქვით ფრაზა „მე ვირჩევ…“ და დაამატეთ ის, რაც გსურთ. მაგალითად: „მე ვირჩევ სიყვარულს“, „მე ვირჩევ წარმატებას“, „მე ვირჩევ ჯანმრთელობას“.
- წარმოიდგინეთ თითქოს ყველაფერი უკვე ახდა. წარმოიდგინეთ სუნი, ხმები, დეტალები – ყველაფერი, რაც სურათს გააცოცხლებს.
- დაწერეთ თქვენი სურვილი ქაღალდზე და მოათავსეთ სარკის ქვეშ ან საფულეში.

რა არ შეიძლება 11 ნოემბერს
წუწუნი ან ჭორაობა. სარკისებურ თარიღზე ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება – ამ დღეს გამოყოფილი ნეგატივი შეიძლება რამდენჯერმე გაძლიერდეს.
ჩხუბი და დაპირისპირება, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან – რიცხვი 1-ის ენერგია შინაგან სიმშვიდეს მოითხოვს და არა ჩხუბს.
უმოქმედობა არ შეიძლება. თუ შთაგონებას გრძნობთ, უნდა იმოქმედოთ. 11 ნოემბერს მცირე ნაბიჯმაც კი შეიძლება ცხოვრება შეცვალოს.
წარმატების პატარა რიტუალი
11:11 საათზე, ჩაიხედეთ სარკეში, გაუღიმეთ საკუთარ თავს და თქვით:
„მე სინათლის მეგზური ვარ და ყველაფერი, რაც მსურს, უკვე მოდის ჩემთან“.

დღის მთავარი წესი
2025 წლის 11 ნოემბერი არის დღე, როდესაც ყველაფერი ძლიერდება: სიკეთე, გაღიზიანება, რწმენა და შიში, ამიტომ აირჩიეთ, რაზე ხართ ორიენტირებული. სამყარო ამ სამშაბათს თქვენი აზრების უზარმაზარ გამაძლიერებელს ემსგავსება და თქვენზეა დამოკიდებული, თუ რას გააძლიერებს ის.
ასევე დაგაინტერესებთ












