• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! კლინიკა დენტალ ლაუნჯი – პროფესიონალიზმი, ნდობა და ხარისხი

October 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თანამედროვე სტომატოლოგიის სტანდარტების შესაბამისი სერვისი, ინდივიდუალური მიდგომა და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები — სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ერთიანდება სტომატოლოგიური კლინიკა  „დენტალ ლაუნჯი“, რომელიც ბათუმში, ნურეთინ ჩარმიქლის 5 ნომერში მდებარეობს. აქ, კომფორტულ გარემოში, თქვენ შეძლებთ მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი. ჩვენი სტუმარი კლინიკის დამფუძნებელი სტომატოლოგი, ორთოპედ-იმპლანტოლოგი დავით მუსერიძეა, რომელიც დენტალური იმპლანტაციისა და „დენტალ ლაუნჯის“ შესახებ გვესაუბრა.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

დავით მუსერიძე სტომატოლოგი, ორთოპედ-იმპლანტოლოგი: მთელი ბავშვობა იტალიურ ეზოში გავატარე, იქ, სადაც სტომატოლოგიური კლინიკა მდებარეობდა. ხშირად ვინტერესდებოდი მათი საქმიანობით, მუდმივად მქონდა კომუნიკაცია იქ მომუშავე სპეციალისტებთან. აქედან გამომდინარე, ამ პროფესიამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სხვა პროფესიას არც კი განვიხილავდი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციისას?

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, რომ დენტალური იმპლანტაცია ხანგრძლივი პროცესია – დაწყებული იმპლანტაციის დაგეგმვით და დამთავრებული გვირგვინის ჩასმით, რაც მხოლოდ იმპლანტაციიდან 4-6 თვის შემდეგ ხდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ყბის ძვლის სისქე არ გვაძლევს საშუალებას ჩავსვათ იმპლანტი. შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს სინუს ლიფტინგი, იგივე ხელოვნური ძვლის დამატება, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს პროცესს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფინანსური მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ბრენდისა და ბიუჯეტის იმპლანტებზე, პაციენტს მკურნალობის სრული კურსი მაინც საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება.

 

რა უპირატესობები აქვს დენტალურ იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

დენტალური იმპლანტი ისე არის ყბის ძვალში მოთავსებული, რომ ქმნის ბუნებრივი კბილის იმიტაციას, რაც უზრუნველყოფს სიმტკიცეს და სტაბილურობას, განსხვავებით გვირგვინის  ხიდებისგან. იმპლანტები გამოირჩევიან იმითაც, რომ კარგად ერგებიან პირის ღრუს  მორფოლოგიას, რის გამოც გვირგვინის მონაწილეობა ღეჭვის პროცესში მსგავსია ბუნებრივი კბილის ფუნქციონირებისა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც მოიცავს 15 წელსა და მეტს (სწორი მოვლის შემთხვევაში).

ასევე, დენტალური იმპლანტის დროს არ ზიანდება კბილები, რადგან, ხიდთან შედარებით, არ საჭიროებს გვერდითა კბილების დახეხვას. იმპლანტზე მიმაგრებული გვირგვინი არის ცალკე ერთეული, რომელიც მაგრდება უშუალოდ იმპლანტზე.

როგორია Dental Lounge-ის შექმნის ისტორია?

თავდაპირველად, ჩემ მიერ დაარსებულ კლინიკას „დავიდ დენტი“ ერქვა, რომელმაც  2009 წლის 7 სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება. მსურდა შემექმნა მაღალი დონის სტომატოლოგიური  სერვისი, სადაც პრიორიტეტი იქნებოდა ხარისხი და ადამიანური ურთიერთობები.  ასეთმა მიდგომამ მომცა საშუალება გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა ბათუმში, სადაც ბევრი ერთგული და კმაყოფილი პაციენტი შევიძინე. წლებთან ერთად, ჩემს გუნდს სულ უფრო მეტი პროფესიონალი შეემატა, რის გამოც გადავწყვიტე გავფართოებულიყავით და გაგვეკეთებინა კოლოსალური რებრენდინგი, სადაც, გარდა ჩვენი ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტებისა, დაემატებოდა კომფორტი და თანამედროვეობა. სწორედ ასე, 2021 წლის თებერვალში, გავხსენით დიდი და თანამედროვე კლინიკა „დენტალ ლაუნჯი“, სადაც გაერთიანებულია სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენს კლინიკაში პაციენტს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება: თერაპიული სტომატოლოგია (პროფესიული წმენდა, კარიესის მკურნალობა, კბილების პროფესიული გათეთრება, კომპოზიტური რესტავრაცია); ენდოდონტიური მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ; ორთოდონტიული მკურნალობა (ამერიკული მეტალის ბრეკეტ სისტემა, თვითლიგირებადი ბრეკეტ სისტემა, ელაინერები);  ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის, სინუს ლიფტინგიც; 5 ორთოპედიული მკურნალობა(გვირგვინები,ვინირები,ხიდები); დენტალური იმპლანტოლოგია და  ყბა-სახის კომპიუტერული 3D ტომოგრაფია.

რა გამოარჩევს Dental Lounge-ს ბაზარზე?

ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის პაციენტებთან ურთიერთობა იყო და ასეც დარჩება. მათი კმაყოფილება და ნდობა  ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულთან  გვაქვს პერსონალური მიდგომა, ვისმენთ მათ მოთხოვნებს და წინასწარ განვიხილავთ მკურნალობის გეგმას. ასევე, ჩვენი კლინიკა ცდილობს ყოველთვის გააუმჯობესოს და დანერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და მოწყობილობები. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, კომფორტული და ლამაზი გარემო, რასაც ხშირად აღნიშნავენ პაციენტები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო:  გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში შენიშნეს

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში შენიშნეს

June 2, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

September 27, 2021
#OK! ადრიანა ლიმას გლამურული გამოჩენა Fashion Awards-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ადრიანა ლიმას გლამურული გამოჩენა Fashion Awards-ის წითელ ხალიჩაზე

November 30, 2021
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები “ოსკარების” 2021 წლის დაჯილდოებიდან

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები “ოსკარების” 2021 წლის დაჯილდოებიდან

April 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები