პირველად ისტორიაში, „DEVELOR საქართველოს“ ოფისმა დაიკავა მთავარი ადგილი საერთაშორისო გუნდში და მოიპოვა მთავარი ჯილდო Best Achievement 2025. ეს გამარჯვება მხოლოდ ერთი ოფისის წარმატება არ არის. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოშიც ვითარდება სატრენინგო და საკონსულტაციო სფერო, იზრდება ორგანიზაციების ნდობა და ბიზნესი რეალურ შედეგებს აღწევს ჩვენთან პარტნიორობით. შეგახსენებთ, რომ Develor საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელსაც 18 ქვეყანაში აქვს ოფისი, მათ შორის საქართველოში. „Develor საქართველო“ უკვე თითქმის 10 წელია ნერგავს კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ევროპულ სტანდარტს.
მარიამ, უპირველესად, გილოცავთ ამ წარმატებას, რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
მარიამ დულსკიენე, „დეველორ საქართველოს“ მმართველი დირექტორი: მადლობა. ჩვენი გუნდისთვის მთავარი ყოველთვის პროცესით სიამოვნების მიღებაა და ვცდილობთ არ ჩავიციკლოთ კონკრეტულ პრიზებზე, თუმცა დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენი შრომა და წვლილი აღიარებულიყო. ჩემი, როგორც ამ ოფისის ხელმღვანელის, დიდი ხნის ჯერ ოცნება, შემდეგ კი უკვე მიზანი გახდა, რომ საქართველოში ამ ჯილდოთი დავბრუნებულიყავით.
როგორი იყო გზა ამ წარმატებამდე?
წლებია ვმუშაობთ იმაზე, რომ დასავლური სტანდარტები საქართველოში დავნერგოთ და კლიენტებს არა მხოლოდ პროგრამები, არამედ კომპლექსური პროექტები შევთავაზოთ. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ოფისი რეალურად იზრდება და ვითარდება, ხოლო კლიენტები ხედავენ შედეგს და აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას. საქართველოს გუნდისთვის ეს უდიდესი მოტივაციაა.
რამდენიმე ფაქტორს გამოვარჩევდი, რაც ამ გზაზე დაგვეხმარა:
- სწორი მიდგომა სასწავლო თუ საკონსულტაციო პროცესის დაგეგმვისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტრენინგის ჩატარება, არამედ ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში რეალური დახმარება.
- საერთაშორისო ცოდნის ლოკალიზება. ვიღებთ საუკეთესო გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვახდენთ თითოეული პროექტის ადაპტირებას, რომ მოერგოს ქართულ რეალობას.
- გუნდის ერთიანობა და პროფესიონალიზმი – ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით, გამორჩეული ადამიანები არიან და ძლიერი პროფესიონალები. თითოეულ მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს იმ სფეროში, რომელშიც ატარებს ტრენინგს თუ სხვა აქტივობას, და ჩემთვის რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, თითოეული ჩვენგანი იზიარებს იმ საერთო ღრებულებებს, რომელზეც „დეველორი“ უკვე 30 წელზე მეტია ევროპის ბაზარზე დგას.
ეს ჯილდო მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ახალი პროგრამების განვითარება, გავზარდოთ ლიდერობის, გუნდურობისა და კორპორაციული კულტურის მიმართულებით პროექტები. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ოფისმა დიდი წარმატების ისტორია დაწეროს საერთაშორისო გუნდში.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი