• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! შემოდგომის ბუნიობა – რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს?

September 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

შემოდგომის ბუნიობა წლის განსაკუთრებული დროა, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უთანაბრდება. შემოდგომის ბუნიობა მხოლოდ ასტრონომიული მოვლენა არაა, ბევრი ხალხისთვის ეს დრო მოსავლის აღების დასრულებისა და ზამთრისთვის მზადების დაწყების ნიშანია.

 

2025 წელს შემოდგომის თანასწორობა 22 სექტემბერს, თბილისის დროით 21:19 საათზე დადგება. სწორედ ამ დროს მზე ეკვატორს გადაკვეთს და სამხრეთ ნახევარსფეროში გადავა, რის შედეგადაც ჩვენს პლანეტაზე დღე და ღამე თითქმის გათანაბრდება.

მეცნიერული თვალსაზრისით შემოდგომის ბუნიობა არის ასტრონომიული მოვლენა, როდესაც მზის ცენტრი ცის ეკვატორს კვეთს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან სამხრეთში გადადის. კულტურული ტრადიციების თვალსაზრისით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხალხებისთვის შემოდგომის ბუნიობა წლის გარდამტეხი მომენტია – ბუნება მშვიდდება და ზამთრისთვის ემზადება, ხოლო ადამიანი  ზაფხულის სამუშაოებს ასრულებს და შედეგების შეჯამებას იწყებს.

 

ძველად, თითქმის ყველა მიწათმოქმედი ხალხი ამ დღეს მოსავლის აღების დასრულებისა და ზამთრისთვის მზადების ნიშნად დიდ დღესასწაულად აღნიშნავდა. მაგალითად, ძველი ბერძნები შემოდგომის ბუნიობას პერსეფონეს (მიწისქვეშა სამყაროს დედოფალი, მიწის ნაყოფიერებისა და მარცვლეულის აღმოცენების ღვთაება) მითს უკავშირებდნენ. ითვლებოდა, რომ სწორედ ამ დროს ქალღმერთი ქვესკნელში ჩადიოდა და დედამიწაზე შემოდგომა და ზამთარი დგებოდა.

 


შემოდგომის ბუნიაობის საგანგებოდ აღნიშვნას უფრო გვიან პერიოდებშიც ვხვდებით. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის დროს, ახალი რესპუბლიკური კალენდარი ახალი წლის ათვლას სწორედ შემოდგომის ბუნიობიდან იწყებდა. გარდა ამისა, ბევრი ძველი ნაგებობა სტოუნჰენჯიდან ეგვიპტის პირამიდებამდე მზის მიმართ ისეა ორიენტირებული, რომ შემოდგომის ბუნიობას და მზებუდობას ზუსტად ასახავდეს.

უძველესი დროიდან ადამიანები შემოდგომის ბუნიობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ის მიაჩნდათ ზღვრად, რომელიც წელიწადს ნათელ და ბნელ ნახევრებად ყოფდა. ამ დღეს მზისა და მოსავლის პატივსაცემად განსაკუთრებულ რიტუალებს ატარებდნენ.

ხალხური რწმენის თანახმად, რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება შემოდგომის ბუნიობას?

 

შემოდგომის ბუნიობის დღეს ცდილობდნენ ადრე გაეღვიძათ და მზის ამოსვლას მიგებებოდნენ.

ერთ-ერთი მთავარი ტრდიცია იყო უხვი მოსავლისთვის მიწისა და ბუნებისთვის მადლობის გადახდა. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ გულწრფელი მადლიერება სახლში სიუხვესა და მშვიდობას მოიზიდავდა.

შემოდგომის ბუნიობის დღეს სახლის დასუფთავების რიტუალი ძალიან პოპულარული იყო – სახლს ძველი და უსარგებლო ნივთებისგან ათავისუფლებდნენ და ბანაობდნენ.

ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აუცილებლად აცხობდნენ ღვეზელს ხორცით ან კენკრით.

რისი გაკეთება არ ღირს

 

შემოდგომის ბუნიობის  დღეს ახალი, მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება არ ღირს, იქნება ეს დიდი პროექტი, ახალი სამსახური თუ მნიშვნელოვანი გარიგება. წინაპრები ასეთ წამოწყებებს სხვა დღისთვის გადადებდნენ, რადგან ამ დღეს გარდამავალ და არასტაბილურ პერიოდად მიიჩნევდნენ.

ამ დღეს არასასურველი იყო დიდი შესყიდვები, ფულის დაბანდება, საცხოვრებლის შეცვლა და რემონტი. ცდილობდნენ შემოდგომის ბუნიობისთვის არ დაემთხვიათ დიდი ცვლილება, რომელიც დიდ ძალასა და რესურსს მოითხოვდა.

ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, რომ ეს დღე მშვიდ, კეთილგანწყობილ ატმოსფეროში გაეტარებინათ. კამათი, ურთიერთობების გარკვევა ან უხეში სიტყვების გამოყენება ცუდ ნიშნად ითვლებოდა.

ამ დღეს არ შეიძლებოდა სტუმრის მიღებაზე ან დახმარებაზე უარის თქმა. ადამიანები ცდილობდნენ, დაუპატიჟებელ სტუმარს საუკეთესოდ გამასპინძლებოდნენ და გასაჭირში მყოფს დახმარებოდნენ და სწამდათ, რომ შემოდგომის ბუნიობის დღეს გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაბრუნდებოდა.

 

ასევე გაეცანი

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
OK! News

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
Fashion

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში
OK! News

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მისაღწევად

#OK! მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მისაღწევად

August 13, 2024
#OK! ინტერვიუ ადვოკატ სალომე მიქაუტაძესთან

#OK! ინტერვიუ ადვოკატ სალომე მიქაუტაძესთან

November 7, 2024
#OK! კანის კინოფესტივალმა რუსეთის დელეგაციას ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა აუკრძალა

#OK! კანის კინოფესტივალმა რუსეთის დელეგაციას ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა აუკრძალა

March 3, 2022
#OK! შიკ ბებე წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებით

#OK! შიკ ბებე წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებით

November 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 7, 2026
#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

March 9, 2026
#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

#OK! შოკისმომგვრელი თავდასხმა რიანას სახლზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები