• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რა ბედი ელის TikTok-ს ამერიკაში?

September 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ მადრიდში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის TikTok-ის საკუთრების გადაცემაზე შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პარასკევს შეთანხმებას გააფორმებენ.

 

სოციალური ვიდეოპლატფორმა TikTok 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა. ამ დროისთვის მას 150 ქვეყანაში მილიარდნახევარზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უმეტესობა მოზარდია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მუდმივად საუბრობდა ჩინეთის ხელისუფლებისგან TikTok-ის დამოუკიდებლობაზე და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისადმი ერთგულებაზე, რიგ ქვეყნებში ამ სერვისს ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელენ და პეკინის გლობალური სტრატეგიის იარაღად მიიჩნევენ.

2020 წლიდან TikTok-მა დაეწყო სირთულეების იმ ბაზრებზე, სადაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. მაგალითად, ინდოეთმა ის დროებით დაბლოკა, ხოლო დონალდ ტრამპი თავისი პირველი პრეზიდენტობის დროიდან იმუქრება, რომ ამ ვიდეეოპლატფორმას აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე აკრძალავს.

ამის თავიდან ასაცილებლად TikTok-ის ჩინურ მფლობელს აპლიკაციის გაყიდვა შესთავაზეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ის ბედი ჩინეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

თავის პლატფორმაზე Truth Social ტრამპმა დაწერა, რომ ორშაბათის მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ წარიმართა. ჩინეთმაც დაადასტურა შეთანხმების არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ არცერთი გარიგება ჩინური კომპანიების ინტერესების საზიანოდ არ გაფორმდება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, TikTok-ზე შეთანხმება შეიძლება ქვეყნების სავაჭრო ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს. ბესენტის თქმით, შეთანხმებული კომერციული პირობები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა, რომელიც მადრიდში ამერიკულ დელეგაციაში შედის, აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ძალაში შესვლამდე ორივე ქვეყნის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.

ამ ეტაპზე ამერიკული მედია მადრიდის მოლაპარაკებებზე საკმაოდ თავშეკავებულად წერს და, როგორც ჩანს, მოვლენების განვითარებას ელოდება.

2025 წლის იანვარში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა 2024 წლის აპრილში მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს TikTok-ს ამერიკულ ტერიტორიაზე, თუ მისი მფლობელი ByteDance სერვისის ამერიკულ ნაწილს არ გაყიდის.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შეფასებით, TikTok-ის წვდომა ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე „მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ByteDance-მა გააფრთხილა, რომ სოციალური ქსელის აკრძალვა შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას TikTok-ის 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებლისთვის.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, იანვარში TikTok ერთი დღით გაითიშა, რის შემდეგაც ტრამპმა 75-დღიანი გადავადება გამოაცხადა. მას შემდეგ გაყიდვის ვადა სამჯერ გაგრძელდა, ხოლო ბოლო გადავადება 17 სექტემბერს იწურება, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, დონად ტრამპის ადმინისტრაცია ამ ვადის მეოთხედ გაგრძელებას განიხილავს.

ადრე პლატფორმის პოტენციურ მყიდველებად სხვადასხვა კანდიდატები განიხილებოდნენ, მათ შორის Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი, პოპულარული იუთუბ-ბლოგერი MrBeast და მილიარდერი ინვესტორი ფრენკ მაკკორტი.

ასევე გაეცანი

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო
OK! News

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

December 3, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს
OK! News

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა
OK! News

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?
OK! News

5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

December 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! არის თუ არა თი მაჭავარიანი ორსულად? – ინფლუენსერმა თავის გამომწერებს უპასუხა

#OK! არის თუ არა თი მაჭავარიანი ორსულად? – ინფლუენსერმა თავის გამომწერებს უპასუხა

February 22, 2023
#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 16, 2025
#OK! 5 შემთხვევა, როდესაც კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის სტილი გაიმეორა

#OK! 5 შემთხვევა, როდესაც კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის სტილი გაიმეორა

October 18, 2021
#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

May 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

December 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები