• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

სიყვარულით გადაღებული კადრები ხშირად ბევრს ამბობენ იმაზე, ვინც კამერის მიღმა დგას. დედის ხელით შექმნილი კომპოზიციები და პირველი კადრები – ეს ამბავი სწორედ იმ მოტივაციაზეა, რომელიც ადამიანში წლების განმავლობაში ღვივდება და საბოლოოდ, პროფესიის სახეს იღებს. გვანცასთვის ფოტოგრაფია მხოლოდ სილამაზის დაფიქსირება არ არის, ის ადამიანების ემოციის დანახვა, გრძნობების დაჭერა და პატარა გვანცასთვის მტკიცებაა, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. უფრო ვრცლად ჟურნალი OK! ფოტოგრაფ გვანცა ახალაიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 

როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ამ სფეროში და რა გახდა მთავარი მოტივაცია?

გვანცა ახალაია: ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. სახლში უამრავი ალბომი და ფოტო ინახება. ყოველთვის მიყვარდა ძველი ფოტოების თვალიერება, ჩემთვის უცნობ ან ნაცნობ ადამიანებზე დაკვირვება და მათი ისტორიების მოსმენა. ვფიქრობ, ფოტოგრაფიისადმი სიყვარული დედაჩემისგან გამომყვა. ძალიან ბევრ ფოტოს მიღებდა, ქმნიდა კომპოზიციებს და მისი მთავარი გმირი მე ვიყავი. ამიტომ ბავშვობის თითქმის ყველა ეტაპის უამრავი მოგონება მაქვს.

ესთეტიკა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და როგორც კი წამოვიზარდე, იმ სილამაზის აღბეჭდვა დავიწყე, რომელსაც ირგვლივ ვამჩნევდი. 11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა დაიბადა და მისი გადაღება დავიწყე. შემდეგ იყო მეგობრები, ექსკურსიები, დაბადების დღეები. ყველგან კადრს მიღმა ვიყავი და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. ჩემი პირველი მოდელი საუკეთესო დაქალი, თეო იყო. ფოტოგრაფიის დასაწყისში ის დამყვებოდა „უფასო“ გადაღებებზე და ყოველთვის, ყველაფერში ჩემთან არის დღემდე. სწორედ მეგობრები აღმოჩნდნენ მთავარი მოტივატორები, რომლებმაც დამაჯერეს, რომ კარგი ხედვა მქონდა.

სკოლის დასრულების შემდეგ იძულებული ვიყავი პროფესია ამერჩია. ფოტოგრაფია ჩემ ირგვლივ პროფესიად არ მიიჩნეოდა. გეგმა მქონდა, როგორც კი ჩავაბარებდი, პარალელურად გადაღებები დამეწყო. პირველ 2 წელიწადში სწავლის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ნაბიჯების გადადგმა ჩემი მიზნისკენ. ვუკავშირდებოდი უამრავ მცირე ბიზნესს და ვთავაზობდი ფოტომომსახურებას უფასოდ (რომელთაგანაც ბევრი მთანხმდებოდა). ჩემი პირველი ფოტოსესიის ჰონორარი შეადგენდა 50 ლარს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა კამერა და ვიღებდი აიფონ 8 პლუსით. კამერის შეძენის შემდეგ უფრო თამამად შევაბიჯე ამ სფეროში, თუმცა როგორც ყველა პროფესიაში, რა თქმა უნდა, აქაც უამრავი სირთულეა – გჭირდება კავშირები და გამოცდილება. 1 წელი არ ვიყავი საქართველოში, რამაც ამ სფეროში უკან დამწია, მაგრამ იქ გავიცანი ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრიტანელი კინემატოგრაფისტი, დენიელ ლენდინი, რომელთან კომუნიკაციაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რადგან მან ჩემი რამდენიმე საყვარელი სიმღერის ვიდეოკლიპი გადაიღო. მასთანაც ფოტოგრაფიაზე ბევრი ვისაუბრე და დავრწმუნდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა.

 

 

ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ თავიდან დავიწყე შეთავაზებების და კავშირების მოძიება, რაშიც იმ დროს ჩემი საუკეთესო მეგობარი, ოთი დამეხმარა, მან მირჩია, ხელახლა დამეწყო ამ სფეროში მოღვაწეობა. მასთან ერთად დავდიოდი გადაღებებზე. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ჩემი მეუღლეა, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას და ხელს მიწყობს ოცნებების ახდენაში. თუმცა ყველაფრის საწყისი ალბათ ის იყო, რომ პატარა გვანცასთვის დამემტკიცებინა, რომ შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს.

 

მოგვიყევით შემოქმედებითი პროცესის შესახებ. როგორ იბადება იდეები?

შემოქმედებითი პროცესი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოა. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენ ქმნი კომპოზიციას თუ ფერებს. თუნდაც ქუჩაში შეგიძლია დაინახო კადრი და „ამოჭრა“ მომენტი. ვფიქრობ, მთავარი შეგრძნებები – ადამიანების ემოციების და მოქმედებების დანახვაა. როდესაც მათ ამოცნობას სწავლობ, იდეებიც მაშინ იბადება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია პარალელურად სწავლობდე და შეიცნობდე სამყაროს.

 

რომელი მხარე უფრო მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიაში – ტექნიკური თუ ემოციური?

ვფიქრობ, ორივე მხარე მნიშვნელოვანია. დასაწყისში არის ემოცია, რის გამოც კამერას იღებ ხელში და შენს ინტუიციას მიჰყვები, შემდეგ კი ტექნიკური ნაწილი – გარკვეული „ხრიკების“ ცოდნა გეხმარება, ხორცი შეასხა იდეებს და შემოქმედებაში მეტად თავისუფალი იყო.

 

 

რა რჩევას მისცემდი ახალბედა ფოტოგრაფებს, რომლებიც ამ გზას ახლა იწყებენ?

ფოტოგრაფიაში, როგორც სხვა დანარჩენ სფეროებში, მთავარი არის მცდელობები და გამოცდილება. რაც უფრო ხშირად გადაიღებ, მით უფრო გინვითარდება ხედვა. ხვდები, რა როგორ ჯობია, რომელია უკეთესი რაკურსი, განათება და კომპოზიცია. სწავლობ ფერების ფსიქოლოგიას, რათა შექმნა ემოციური კადრი და გადმოსცე შენი სათქმელი. ვურჩევდი, იყვნენ მეტად თავისუფლები საკუთარი იდეების გამოხატვაში, არ შეუშინდნენ სირთულეებს და გამოწვევებს, იყვნენ ცნობისმოყვარეები და გარემოს მეტი ინტერესით თუ გრძნობით დააკვირდნენ.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე.

სამომავლო გეგმებზე საუბარი მიჭირს, თუმცა მთავარი მოქმედებაა, რომელსაც აუცილებლად მოსდევს შედეგი. ყოველი გადადგმული ნაბიჯი გაახლოებს მიზანთან. მთავარია იყო მომთმენი და საქმე სიყვარულით აკეთო. პერფექციონისტი ადამიანი ვარ, რაც ყოველთვის არ არის კარგი თვისება. ზოგჯერ კმაყოფილების შეგრძნების ქონა აუცილებელია. ჯერ არ მიმიღწევია იმისთვის, რისკენაც ვიღწვი, თუმცა იმედი მაქვს, პატარა ნაბიჯებით და მუდმივი განვითარების სურვილით ჩემს მიზნებს მივაღწევ. მთავარი ამ პროცესში სიამოვნების მიღებაა.

 

 

 

ტექსტი: მარიამ ჩოქური

ფოტო: ოთო ვაშაკიძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

December 1, 2022
#OK! რონიკო – ლიდერობის 25 წელი

#OK! რონიკო – ლიდერობის 25 წელი

April 4, 2021
#OK! ორსულმა ადრიანა ლიმამ მესამე შვილის სქესი გაამხილა – 40 წლის მოდელი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

#OK! ორსულმა ადრიანა ლიმამ მესამე შვილის სქესი გაამხილა – 40 წლის მოდელი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

April 18, 2022
#OK! #StreetStyle ემილი რატაკოვსკი: მოდელი Adam Selman-ის სპორტული ორეულით!

#OK! #StreetStyle ემილი რატაკოვსკი: მოდელი Adam Selman-ის სპორტული ორეულით!

May 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 30, 2025
#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

November 28, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები