• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ცეკვა – ეს ნამდვილად ხელოვნებაა და ჩვენს ქალაქში, ქუთაისში, მოგეხსენებათ, ხელოვნებას რამდენად დიდი ადგილი უკავია. OK! დაინტერესდა ერთ-ერთი გამორჩეული სტუდიით, რომელსაც „ელიტა“ ჰქვია და ესაუბრა მის ხელმძღვანელს, ანა ბუხაიძეს.

 

ოჯახური ცეკვის ტრადიცია

პირველ კლასაში რომ ვიყავი, დედამ ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვის სტუდიაში შემიყვანა. თვითონ ქართული ცეკვების სპეციალისტი იყო და უნივერსიტეტის ანსამბლშიც ცეკვავდა, თუმცა ძალიან მოსწონდა ეს მიმდინარეობაც. ამ სტუდიაში მოვიდა ბიჭი, რომელიც რუსეთში წარმატებული მოცეკვავე იყო და ეძებდა პარტნიორს, რადგან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. მე და მან რამდენიმე წელი ვიცეკვეთ ერთად, გავხდით საქართველოს ჩემპიონები და კავკასიის თასის მფლობელები. ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ თბილისში არსებობდა საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია, რომლის პრეზიდენტიც გახლდათ ბატონი თენგიზ გაჩეჩილაძე და სტუდია „თელა“-ს ხელმძღვანელი, ქ-ნი ლარისა გაჩეჩილაძე. მათი თანადგომით და უამრავი ცოდნის ასამაღლებელი სემინარის შემდეგ მე და დედამ, 2000 წლის იანვარში, ქ. ქუთაისში გავხსენით სტუდია „ელიტა“ და დავაარსეთ იმერეთის სპორტცეკვების ფედერაცია, რომლის თავჯდომარე გახლავთ მამაჩემი, ალეკო ბუხაიძე. ასე რომ, მთელი ოჯახი შევუერთდით ქუთაისში ცეკვის ამ მიმართულების პოპულარიზაციას, მეუღლეც ამ საქმის პროფესიონალია – ვალერი ხუციშვილი, ჩემი ძმაც – გიორგი ბუხაიძე და უკვე ჩემი შვილიც აგრძელებს ტრადიციას და არის საქართველოს ჩემპიონი და კავკასიის თასის მფლობელი.

 

 

რა ასაკიდან ხდება მიღება თქვენს სტუდიაში?

ჩვენთან მიღება იწყება 5 წლის ასაკიდან, ხოლო მოყვარულებისთვის ასაკი შეზღუდული არ არის. ვასწავლით სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს, რომელიც მოიცავს ლათინო-ამერიკულ და ევროპულ პროგრამას.

ლათინო-ამერიკული ცეკვებია: სამბა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, პასადობლე, ჯაივი.

ევროპული: ნელი ვალსი, ტანგო, ვენური ვალსი, ფოქსტროტი, ქვიქსტეპი.

 

რა გამოარჩევს თქვენს სტუდიას?

ჩვენი მრავალწლიანი არსებობის შედეგად ჩვენს მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას, ჩამოაყალიბონ საკუთარი სტუდიები. რისი მაგალითიც არის ის, რომ ქუთაისში უკვე არაერთი სტუდია არის ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი და არიან იმერეთის სპორტცეკვების ფედერაციის წევრები.

ჩვენს სტუდიაში მეგობრული გარემო სუფევს და, მიუხედავად კონკურენციისა, ჩვენს მოსწავლეებს ვუნერგავთ ერთმანეთის სიყვარულს, რადგან ეს ცეკვა ინდივიდუალური ცეკვაა და კონკურსზე ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან.

ჩემთვის ცეკვა არის ცხოვრება! ცეკვის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ გადავლახო ცხოვრებისეული სირთულეები.

 

 

სამომავლო გეგმები…

მე ვარ ეროვნული კატეგორიის მსაჯი და ასევე, საქართველოს სპორტცეკვების მსაჯთა და ათლეტთა ტესტირების და გადამზადების ჯგუფის ხელმძღვანელი. ახლა ვდგავარ ურთულეს გზაზე, რომელიც იმედია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდებით დაგვირგვინდება. რაც შეეხება ჩვენს სტუდიას, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი გაჩეჩილაძის, ვიცე-პრეზიდენტის, ლევან ახვლედიანისა და გენერალური მდივნის, ლელო ჩქარეულის ძალისხმევით, ჩვენს მოცეკვავეებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წელს უკვე მივიღეთ მონაწილეობა ესპანეთში, სომხეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში ჩატარებულ ტურნირებში და უამრავი წარმატებით დავბრუნდით ქვეყანაში. ასევე, ვგეგმავთ იტალიასა და გერმანიაში გასამართ ტურნირებში მონაწილეობას. ჩვენი სტუდიის მენეჯერი, თამარ ბურჯალიანი აქტიურად მუშაობს სტუდიის ცნობადობაზე, იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში მეტი ბავშვი და მშობელი დაინტერესდეს ცეკვის და სპორტის ამ საინტერესო სინთეზით.

 

 

ტექსტი:  მარიშა ანთია

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლიკა კვარაცხელიას საშობაო კექსი

#OK! ლიკა კვარაცხელიას საშობაო კექსი

December 4, 2021
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი უესტმინსტერის სააბატოში გამართულ ღონისძიებაზე: კემბრიჯის ჰერცოგინია Catherine Walker-ის სამოსით გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი უესტმინსტერის სააბატოში გამართულ ღონისძიებაზე: კემბრიჯის ჰერცოგინია Catherine Walker-ის სამოსით გამოჩნდა

December 9, 2021
#OK! თბილისის ბოტანიკური ბაღი

#OK! თბილისის ბოტანიკური ბაღი

October 4, 2024
#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

July 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები