• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! სიჩუმის და სინამდვილის სინთეზის ხედვით

July 10, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფ ანუკი კახიძის ინტერესი უბრალო და ნამდვილ ადამიანებს უკავშირდება, რომელთა გაუფილტრავი სახის უკან უდიდესი იტორია იმალება. მისი ყველაზე დიდი შთაგონება ისინი არიან, ვინც არ ფიქრობს, როგორ გამოიყურება და, უბრალოდ, არსებობს. ფოტოგრაფიის შესახებ უფრო მეტს თავად ანუკი კახიძე გვიამბობს.

დღე, როდესაც გადაწყვიტე ფოტოგრაფობა…

ფოტოგრაფობა არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს მივიღე, ის უფრო გულის წარსულის ხმა იყო. საბოლოოდ, როცა კამერა ხელში ავიღე და პირველად ვიგრძენი, როგორ იკავებდა ფოტო სივრცეს და დროს, მივხვდი, რომ ამას მთელი ცხოვრება გავყვებოდი. იყო ერთი წამი, როცა მოხუცს გადავუღე და თვალებში სამყაროს სიღრმე დავინახე. იმ დღეს მივხვდი, სწორედ ეს ვარ მე.

პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში…

ნაბიჯები სავსე იყო ცნობისმოყვარეობით, ვუყურებდი ყველაფერს, როგორც კადრს, შუქს, ჩრდილს, გამოხედვას… თავიდან მობილურით ვიღებდი, შემდეგ ნელ-ნელა შევიძინე პირველი კამერა. სწავლა იყო ინტუიციაზე, გამოცდილებასა და უამრავ მცდელობაზე დაფუძნებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო,რომ ხალხთან, განსაკუთრებით მოხუცებთან ურთიერთობა ვისწავლე, მათთან თვალით ლაპარაკი და გულის სმენით მოსმენა.

როგორია შენი ხაზი, რომელიც განსხვავებულს გხდის?

ჩემი ხაზი ალბათ სიჩუმის გადმოცემაშია. მე მომწონს ფოტოების მეშვეობით ემოციის ჩუმი გადმოცემა, სიტყვების გარეშე მოყოლა. განსაკუთრებით მიზიდავს ის ადამიანები, რომელთა თვალებში მთელი ცხოვრება იკითხება. ჩემი ფოტოპროექტი „თვალები სულის სარკეა“, სწორედ ამას ემსახურება. ადამიანის სიღრმის დაფიქსირება ერთი კადრით. ჩემი ფოტოები შავ-თეთრია, სიმარტივისა და სიმძაფრის ერთდროული გამოხატულება.

გაიხსენე კადრი,რომელიც ყოველთვის გემახსოვრება…

ერთხელ ჩემს დედაქალაქ ქუთაისში მოხუც ქალს გადავუღე ფოტო. იჯდა პატარა აივანზე, ხელჯოხზე ხელებდადებული და შორს იყურებოდა. როცა სურათი გადავიღე და ვაჩვენე, ღიმილით მითხრა: „ახლა ჩემს შვილებს ვუყურებდი სადღაც იქ, წარსულში“. ეს კადრი ჩემთვის არის დროის გაყინვა, არა იმიტომ, რომ ტექნიკურად სრულყოფილია, არამედ იმიტომ, რომ ის ძველი სიყვარული, მონატრება და მშვიდი სევდა ერთ ფოტოში დაიდო.

ინსპირაციის წყარო…

ინსპირაციას ვპოულობ ადამიანებში, ბუნებასა და სიჩუმეში.ზოგჯერ ქუჩაში ვიღაცის მზერა ისე შემეხება, რომ მთელი დღე არ მშორდება. ჩემთვის შთაგონება იმაშია, რაც სხვებისთვის თითქოს უმნიშვნელოა, – ნელი ნაბიჯები, დაღლილი თვალები, მოღუშული ცა… ასევე, დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ კინემატოგრაფიას, განსაკუთრებით იმ ფილმებს, სადაც ემოცია დელიკატურია, ლაკონიურადაა გადმოცემული.

რას ეძებს შენი ფოტო?

ჩემი ფოტო კითხვას არ სვამს და პასუხსაც არ ითხოვს, ის, უბრალოდ, სიჩუმეში გპოულობს. ალბათ ყველაზე ახლოსაა გულწრფელ სიჩუმესთან, რომელსაც ვეღარ ვაწყდებით ხმაურიან ყოფაში. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანს ვუღებ, თითქოს ორივე ვჩერდებით, წამით მივდივართ იქ, სადაც სიტყვები საჭირო არ არის.

როგორ გინდა, რომ დაიმახსოვრონ შენი ფოტოები?

ისეთი, როგორი ემოციაც რჩება იმ წამში, როცა დედა ჩუმად გიღიმის ან მოხუცი თითებით ნელა ატარებს ჩაიდნის სახელურს… მინდა ჩემი ფოტოები იყოს ერთგვარი შინაგანი გაჩერება, პატარა გაჩერება დროის შუაში. დაიმახსოვრონ არა იმიტომ,რომ ლამაზი კადრი იყო, არამედ იმიტომ, რომ რაღაც იგრძნეს და ცოტა ხნით საკუთარ თავთან დარჩნენ.

რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც ფოტოგრაფიაში პირველ ნაბიჯებს დგამს?

უთხარით შენს თვალს „დიახ“, არ ეცადო მისაბაძი იყო. გადაუღე იმას, რაც შენ გიყვარს და არა იმას, რაც ხალხს მოსწონს. არ შეგეშინდეს შეცდომების. ფოტო, რომელიც ტექნიკურად არასწორია, შეიძლება ემოციურად შეუცვლელი აღმოჩნდეს. რაც მთავარია, დაიმახსოვრე, ფოტოს კამერით არ იღებ, ის თვალით იწყება და გულით მთავრდება.

Friends event group-ი, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმენი, რით იქნება გამორჩეული?

ეს მხოლოდ ივენთ კომპანია არ არის, ეს არის მეგობრობა, რომელიც გადადის საქმეში და ემოცია, რომელიც ვრცელდება ადამიანებზე. მე, მარიამ მესხორაძე და თამაზ მამასახლისი ვქმნით სივრცეს, სადაც თითოეული ღონისძიება იქნება ნაფიქრი, ნაგრძნობი და გულით შექმნილი. ჩემთვის ეს კომპანია ნიშნავს იმას, როცა ვიღაცასთან გულწრფელად მიგაქვს სიხარული. ეს იქნება ივენთები, სადაც დეტალები მეტყველებს, ყვავილი, ფერი, სიტყვა, მუსიკა და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის გრძნობას. ეს კომპანია მეგობრობით დაიწყო, რაც ჩვენთვის უკვე მის ყველაზე დიდ ძალას ქმნის.

სამომავლო გეგმები…

მინდა ვიმოგზაურო საქართველოს სოფლებში და დოკუმენტური ფოტოს არქივი შევქმნა მოხუცებზე. მათთან საუბარი, მათ სახეებში დროის დანახვა ჩემთვის მისიაა. ასევე, ვაპირებ პატარა ყვავილების კაფეს გაშენებას, სადაც ფოტოებიც, ყავაც და მცენარეებიც ერთად იცხოვრებენ. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები პაუზას და გულწრფელობას იპოვიან. და, რაც მთავარია, არასდროს გავჩერდები ძიებაში. ყოველთვის ვეძებ ახალ თვალს, ახალ ამბავს და ახალ სივრცეს.

ტექსტი:  მარიშა ანთია

ფოტო: ანუკი კახიძე

 

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 18, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
Gastro

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როდესაც ორი სიცოცხლე გაბარია, მზად ხარ საკუთარი სისხლი და სიცოცხლეც კი გაიღო, ოღონდ გადაარჩინო!

#OK! როდესაც ორი სიცოცხლე გაბარია, მზად ხარ საკუთარი სისხლი და სიცოცხლეც კი გაიღო, ოღონდ გადაარჩინო!

December 30, 2022
#OK! “47 წლის ევა ლონგორია სტილის ნამდვილი დედოფალია” – მსახიობის ელეგანტური გამოჩენა Gordita Chronicles-ის პრემიერაზე

#OK! “47 წლის ევა ლონგორია სტილის ნამდვილი დედოფალია” – მსახიობის ელეგანტური გამოჩენა Gordita Chronicles-ის პრემიერაზე

June 16, 2022
#OK! ხათუნა გაბრიჭიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

#OK! ხათუნა გაბრიჭიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

October 5, 2023
#OK! როგორ ატარებენ პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი თაფლობის თვეს: წყვილი ბორა-ბორას კუნძულზე ისვენებს

#OK! როგორ ატარებენ პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი თაფლობის თვეს: წყვილი ბორა-ბორას კუნძულზე ისვენებს

December 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

February 15, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 15, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 15, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები