ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ბარბრა სტრეიზანდი 83 წლის ასაკშიც კი კარიერის მწვერვალებს იპყრობს. მან რიგით 37-ე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით – The Secret of Life: Partners, Volume Two. ალბომი წარმოადგენს 2014 წლის Partners-ის გაგრძელებას.
სტრეიზანდის ახალ ალბომში თანამედროვე და კლასიკური მუსიკაა გაერთიანებული. ამასთან, ცნობილ არტისტებთან დუეტი, როგორიცაა Sting, paul mccartney, Bob Dylan, Hozier, Laufey, Sting.. პროექტს არამარტო ემოციურ, არამედ ისტორიულ მნიშვნელობასაც ანიჭებს.
„მიყვარს ისეთ არტისტებთან მუშაობა, რომლებიც შთამაგონებენ. მათი უნიკალურობა ჩემს ხმასთან შერწყმისას ქმნის რაღაც ისეთს, რაც ჩემთვისაც სიურპრიზია ხოლმე“, – აღნიშნა სტრეიზანდმა.
ასევე, დაგაინტერესებთ: