• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ამ სტრიქონებს ვწერ იქიდან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო…

ქალაქიდან, რომელსაც ბავშვობის ხმები შემოაქვს ფანჯრიდან;

ქალაქიდან, სადაც ხალხი ჯერ თვალებით გეუბნება სალამს და მერე სიტყვებით…

ჩემი ქუთაისი – ეს არის ადგილი, სადაც გული სიჩუმესაც კი ცნობს.

ამ ქალაქს არ სჭირდება ხმა, რომ გესაუბროს.

მე აქ გავიზარდე. აქ ავიდგი ფეხი და ლაპარაკიც აქ ვისწავლე. როცა ცხოვრებამ სხვა გზებით მატარა, გული მაინც აქ რჩებოდა – ქუჩებში, სახლებს შორის ჩამალულ ისტორიებში, ნელა მოსიარულე ტაქსებსა და მზით სავსე აივნებზე.

როდესაც ვინმე მეკითხება – „საიდან ხარ?“ – ვერ ვპასუხობ მხოლოდ ქალაქის სახელით. ქუთაისი ჩემთვის არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე – ეს არის ხმა, სურნელი, ჭადრების ხეივანი აღმაშენებელზე, ბალახვნის კიბის ძველი საფეხურები, თოჯინების თეატრი, ბამბის ნაყინი ბაღის კიდეზე, მეზობლის აივანი და ბებოების ლოცვა პეტრე-პავლეს ეკლესიასთან.

ეს არის ქალაქი, რომელიც გასწავლის, როგორ უნდა გიყვარდეს ყოველდღიურობა – გზა სკოლამდე, ხმაურიანი ავტობუსი, იმავე გამყიდვლის სახე მაღაზიაში.

მე ვუყურებ ქალაქს, რომელსაც ცვლიან – ზოგჯერ სიყვარულით, ზოგჯერ დაუკითხავად, მაგრამ მაინც ჩემს ქუთაისად რჩება, რადგან მის ქუჩებში ჯერ კიდევ დავდივარ ისე, როგორც მაშინ – შუქნიშნის გარეშე, შინ დაბრუნების იმედით. ბევრი ცვლილების მიუხედავად, ჩემში რჩება უცვლელი ძაფი – ძაფი, რომელიც მამაჩემთან მიმიყვანს და სწორედ ამიტომ, ვერცერთი ცვლილება ამ ქალაქს ჩემთვის ვერ შეცვლის, აქ მამაჩემის მუდმივი სამყოფელია. ადამიანის, რომელმაც ჩემი ქალაქის სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგა.

 

 

 

 

„OK! ქუთაისი“ ჩემთვის არა მხოლოდ ჟურნალი, არამედ ბილეთია შინ დასაბრუნებლად – ბილეთი ქალაქისკენ, რომელიც სუნთქავს, იცვლება, სტკივა, მაგრამ არასდროს ქრება.

„OK! ქუთაისი“ გაჩნდა სწორედ ამ სივრცეში – ტრადიციებსა და სიახლეს შორის. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არ შევიტანოთ ხმაური იქ, სადაც სიჩუმეს აზრი აქვს, მაგრამ შევინარჩუნოთ მკაფიო ხმა იქ, სადაც ქალაქს სურს თქვას: „მე ცოცხალი ვარ!“

ჩვენს ჟურნალში ვისაუბრებთ არა მხოლოდ ქუთაისზე, არამედ იმ ხალხზე, ვინც ამ ქალაქს ქუთაისად ქმნის.

თუ ოდესმე გითქვამთ: „ქუთაისი ჩემია“, ეს ჟურნალი ნამდვილად თქვენთვის იქნება.

ქუთაისი ჩვენია!!!

 

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2022
#OK! 10 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად კარგ განწყობას შეგიქმნით!

#OK! 10 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად კარგ განწყობას შეგიქმნით!

August 21, 2021
#OK! შექმენით თქვენი დაუვიწყარი ისტორია „მალიბუსთან“ ერთად

#OK! შექმენით თქვენი დაუვიწყარი ისტორია „მალიბუსთან“ ერთად

March 13, 2025
#OK! დღეს კილიან მერფი 46 წლის გახდა – Peaky Blinders-ის ვარსკვლავი იუბილარია

#OK! დღეს კილიან მერფი 46 წლის გახდა – Peaky Blinders-ის ვარსკვლავი იუბილარია

May 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

July 12, 2025
#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები