დღის ენერგიული დასაწყისი დამოკიდებულია ძილის ხარისხზე. გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც საღამოს რუტინას სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის.
არომათერაპია
ლავანდის, კედარისა და ჩაის ხის ეთერზეთები მდიდარია დამამშვიდებელი თვისებებით. სამკურნალო, მარეგულირებელ, აღმდგენ და დამამშვიდებელ თვისებებს ავლენენ. შესაძლოა დაგეხმაროთ ორგანიზმის ძილისთვის შემზადებასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაში.
მინიმალიზმი საძინებელში
მცირე დეტალებიც კი, როგორიცაა ზედმეტი ნივთებისგანსივრცის გასუფთავება. ოთახის მოწყობა მხოლოდ ძილისთვის და არა სამუშაოდ, ან სხვა საქმიანობისთვის, თქვენს ტვინში სიგნალს უშვებს, რომ ტერიტორია მთლიანად დასასვენებლადაა განკუთვნილი. ფსიქოლოგიურად, ეს ააქტიურებს ორგანიზმის დასვენების მექანიზმებს.
სინათლის ექსპერიმენტები
დილით, 10-15 წუთიანი მზის აბაზანის მიღება, საღამოს კი სინათლის მაქსიმალური დაბლოკვა (მუქი ფარდა) ბიოლოგიურ საათს ეხმარება, ძილის რეჟიმზე გადასვლაში. ხშირად, ადამიანები ღამე სანთელს ანთებენ, რაც ჩაძინების პროცესს მკვეთრად ართულებს.
ჰიდრატაცია
ძილის წინ მინიმალური რაოდენობის წყალი (მაგალითად, 200 მლ) მიიღეთ, რათა ორგანიზმი დატენიანდეს. ეს უზრუნველყოფს ქსოვილების დამუხტვას და ნერვული სისტემის დამშვიდებას. თუმცა, თუ რაოდენობას გადააჭარბებთ, შესაძლოა საპირისპირო შედეგი მიიღოთ.
ჩაის რიტუალი
ღამე ორგანიზმში მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რას და როგორ ჭამთ ან სვამთ. ძილის წინ მხოლოდ მცენარეული ჩაი მიიღეთ. ეს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ საძილე ჰორმონების დარეგულირებას, არამედ კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას.
ჯანსაღი წესების დაცვით, დილით გაცილებით მარტივად გაიღვიძებთ, გექნებათ მეტი ენერგია, კონცენტრაცია და პოზიტიური განწყობა.