• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ჟურნალ OK!-ს მკითხველი კარგად იცნობს ესთეტიკის ცენტრ Beam Medical-ს – სივრცეს, სადაც სილამაზე, ხარისხი და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია. პრემიუმ ხარისხის სერვისი, ტექნოლოგიური სიახლეები და ინდივიდუალური მიდგომა, – ეს ის არასრული  ჩამონათვალია, რის გამოც უამრავი მომხმარებელი მას ენდობა. სანდოობა კი ამ სფეროში გადამწყვეტი ფაქტორია. თუ რა განაპირობებს ამ ნდობას და რა გამოარჩევს Beam Medical-ს სხვა  ცენტრებისგან, გაიგეთ ჩვენი ინტერვიუდან.

 

 

 

ანი, როდის და რატომ დაინტერესდით ესთეტიკის სფეროთი?

ანა დულარიძე, Beam Medical-ის დამფუძნებელი: თავდაპირველად დავინტერესდი, როგორც მომხმარებელი, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ინტერესები სცდებოდა რიგითი მომხმარებლის მოთხოვნებს.

ჩემი მიზანი იყო, თავად შემეთავაზებინა უმაღლესი ხარისხის სერვისი – პროფესიონალი გუნდის და პრემიუმ კლასის აპარატების მეშვეობით.

 

 

რა იყო კონკრეტული ბიძგი, რამაც სურვილი ქმედებად აქცია?

ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, რასაც საფუძვლად ედო დიდი ენთუზიაზმი, იმედები და პასუხისმგებლობა, საკუთარი თავისა და მომხმარებლის მიმართ.

ნებისმიერი წარმატებული ისტორიის უკან ხშირად გვხვდება გზა, რომელიც გამოწვევებითაა სავსე. როგორი იყო პროცესი და რამდენად რთული – გამოწვევებთან გამკლავება?

ნებისმიერი საქმე, განურჩევლად სფეროსი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ესთეტიკის სფერო, სადაც ბევრი გამოცდილი ადამიანი საქმიანობს.

თუმცა, როცა გსურს გქონდეს ინდივიდუალური ხედვა, ფიქრობდე სად ხარ შენ და არა სხვები, ყველა გამოწვევა შეიძლება დაიძლიოს.პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება ადამიანური და პროფესიული ბარიერები – ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ადაპტაცია, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის შენარჩუნება, გუნდის ფორმირება და მოტივაციის შენარჩუნება.

 

 

თუმცა სწორედ ინდივიდუალურობაზე ორიენტირებულმა მიდგომამ შეგვაძლებინა, რომ ეს სირთულეები ჩვენთვის პირადი განვითარებისა და კომპანიის ზრდის ეტაპებად გადაგვექცია. ინდივიდუალურობის ხაზი არა მარტო ვიზუალურ დეტალებში, არამედ სერვისის შინაარსშია – ამას კი მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მათ?

უპირველესად აღვნიშნავ, რომ Beam Medical-ში წარმოდგენილი ყველა აპარატი ორიგინალია. თუმცა განსაკუთრებული სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ 2025 წლის prime x-ით ჩატარებული სხეულის საკორექციო პროცედურა, რომლის ექსკლუზივიც ამიერკავკასიაში ჩვენს ესთეტიკურ ცენტრს ეკუთვნის.

 

 

ასევე, მომხმარებლებს ვთავაზობთ: ლაზერულ ეპილაციას, რომელიც ტარდება Soprano titanium-ის ლიმიტირებული გამოცემით; დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურები, როგორც ინიექციური, ისე არაინიექციური; სახის პოსტაკნე ნაწიბურების მკურნალობა, ასევე, ნაწიბურებისა და სტრიების. დერმატო-კოსმეტოლოგიური კაბინეტი, რომელიც პრემიუმკლასის მომსახურების სრულ ასორტიმენტს გვთავაზობს − ფიზიოთერაპიული და სამკურნალო პროცედურები, პრესოთერაპია და Ergoline-ის სოლარიუმი.

 

 

დაგვიხასიათეთ Beam Medical-ის გუნდი

Beam Medical-ი დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომლის თითოეული წევრი გამოირჩევა საქმის მიმართ სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და ამ ყველაფრით მიღებული მადლიერებით. მათ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ თითოეული პაციენტისადმი და საკუთარი პროფესიონალიზმით ახერხებენ, ბევრი ადამიანი დატოვონ კმაყოფილი.

 

და მაინც, რატომ Beam Medical-ი?

ჩვენ ხშირად ვეკითხებით მომხმარებლებს, რატომ ირჩევენ Beam Medical-ს და უპირველესად ისინი სანდოობას ასახელებენ. მომხმარებელთან ურთიერთობის დროს პრიორიტეტულია პროფესიონალიზმით მოპოვებული ნდობა, რასაც კვალიფიციური გუნდის არსებობა განაპირობებს.

 

 

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუჩინოთ უსაფრთხოების შეგრძნება და მათი ნდობის საპასუხოდ, დავეხმაროთ სილამაზის, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. როცა ადამიანი შენს სივრცეში შემოდის, მას სჭირდება მეტი, ვიდრე პროცედურაა – მას სჭირდება დარწმუნება, რომ სწორ ადგილას მოვიდა. ამიტომ, სერვისის ხარისხთან ერთად, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანურ დამოკიდებულებას, გამჭვირვალე კომუნიკაციას და მომხმარებლის სურვილების სწორად გაგებას. სანდოობა არ იქმნება ერთ დღეში – ის ყოველდღიური შრომის შედეგია.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

გაიგე მეტი: Beam MedicalBeautyანა დულარიძეესთეტიკის ცენტრი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior კიდევ ერთხელ აცოცხლებს ლეგენდარულ არომატს: სიყვარულის და ოპტიმიზმის ახალი სუნთქვა

#OK! Dior კიდევ ერთხელ აცოცხლებს ლეგენდარულ არომატს: სიყვარულის და ოპტიმიზმის ახალი სუნთქვა

October 22, 2021
#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

April 19, 2021
#OK! ქართველი მენეჯერის პირველი ავტობიოგრაფია Forbes Books-ის გამოცემისგან – The Blitz – ამაზონზე ბესტსელერია

#OK! ქართველი მენეჯერის პირველი ავტობიოგრაფია Forbes Books-ის გამოცემისგან – The Blitz – ამაზონზე ბესტსელერია

April 10, 2025
#OK! ქეით უინსლეტმა წონის დასაკლები წამლების საფრთხეზე ისაუბრა

#OK! ქეით უინსლეტმა წონის დასაკლები წამლების საფრთხეზე ისაუბრა

December 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები