• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ოლგა ბაბლუანი ახალი პროექტით

June 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოდის, მნიშვნელოვანია შემეცნებითი მედიაპროექტების არსებობა. ისეთი გადაცემების, რომლებიც საზოგადოებას ცხოვრების არსებით ფასეულობებზე დააფიქრებს. სწორედ ასეთი პროექტები იყო „მშვიდობით, იარაღო“ და „რა დროს ძილია“ – ახალი სიტყვა ქართულ მედიასივრცეში, მათი ავტორი კი, პროდიუსერი და წამყვანი, მსახიობი ოლგა ბაბლუანი. მისი პროექტები ყოველთვის შინაარსით დატვირთული და ინოვაციურია, სწორედ ამიტომ ისინი გამორჩეულ ადგილს იკავებენ ქართული მედიის ისტორიაში. გარდა ამისა, ბევრისთვის შეიძლება არაა ცნობილი, რომ ოლგა ბაბლუანი არაერთი საგანმანათლებლო პროექტების ავტორიცაა. მწერალთა სახლში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სამი მოკლე ფილმი ამ თემის პოპულარიზაციისთვის; ხელოვნება და განათლების ფორუმი ბათუმის ნაციონალურ გალერეაში; თანამშრომლობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან: ვიზალიბერალიზაციისა და მიგრაციის თემაზე. იგი დღესაც აქტიურად მუშაობს ახალ პროექტზე და სწორედ ამის შესახებ გვიამბობს თავად.

 

 

 

შესვენება ტელევიზიისგან

ეს არის უდიდესი კომერციული მანქანა, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს – წლების განმავლობაში უნდა იყო საუკეთესო ფორმაში ფიზიკურად, გადაცემის კონცეფციიდან გამომდინარე, ინტელექტუალური სამუშაო ნაწილი სწორი ფორმით ააწყო – მართო ჯგუფი ისე, რომ წევრებს გაუადვილდეთ საკუთარი საქმის კეთება – ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყო. ამით შენი ცხოვრების დიდი ნაწილია დაკავებული. გავჩერდი, რადგან ამ პროგრამამ თავი ამოწურა. გადაცემის ქუდს რომ ვიღებდით, მოტოციკლეტით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავდიოდით ქალაქში. დღეს ყოველი მეორე ახალგაზრდა სკუტერით მოძრაობს.

ამჟამად ჩემი ინტერესისა და გატაცების სფერო კულტურული იდენტობის თემატიკას ეხება.

 

ოლგა, გვიამბეთ ახალი პროექტის შესახებ…

ჯერ პროცესშია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: თემა ეხება კულტურულ იდენტობას, ქართულ ხასიათს შემოქმედებითი კუთხით. რაღაც „განსაკუთრებულ ფენომენს“ კავკასიის მთებში.

იდენტობის საკითხი ძალიან მწვავე და კომპლექსურია: ენა, სარწმუნოება, ღირებულებები, ცხოვრების სტილი, ხელოვნება, მითოლოგია… ეს ყველაფერი კულტურული იდენტობის მახასიათებელია. ის, რაც განგვასხვავებს და, ამავე დროს, გვაახლოებს სხვა ერებთან. კულტურული იდენტობა არ არის ერთი ჩაკეტილი სივრცე. ის ისტორიულ გავლენებს ექვემდებარება და გამუდმებით განიცდის ევოლუციას, მაგრამ არის ხასიათი, შემოქმედებითი უნიკალურობა, რომელიც ძალიან ადგილობრივია, ქართულ-კავკასიურია, მაგრამ ამავე დროს, ერთობ უნივერსალური. კულტურული იდენტობაც სწორედ ამ შემოქმედებითი ხასიათის კუთხით მინდოდა წარმომეჩინა: ხელოვნებისა და ღირებულებების კუთხით.

ეს პროექტი 12-წუთიანი ფილმია და საკმაოდ რთულია ამ დროში ლაკონიურად ჩაატიო საუკუნეობრივი მასალა. მეტის თქმა ჯერ ნაადრევია, რადგან პროექტი არ დასრულებულა. „საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის, რაინდობა ჩვენი ეროვნული პროფილის შნოიანი ხაზულია… ვაღმერთებთ სიცოცხლეს, ქართველისათვის სიცოცხლე პრომეთეული თავნებობაა, საფრთხე და არა თვისება“… რობაქიძე აფასებდა ეროვნულ ხასიათს.

თავისი ისტორიის დიდი ნაწილი საქართველო დაპყრობილი ქვეყანა იყო, მაგრამ არა ჰიბრიდი – აღმოსავლური და დასავლური გავლენებიც ძალიან მკაფიოდ ჩანს ხელოვნების ყველა სფეროში, და ზუსტად ეს კრეატიული ნიჭი და დაუმორჩილებელი, ლაღი ხასიათი მხატვრულ ექსპრესიაში მასშტაბურ ფორმას იღებს. რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ ხომ საერთოდ… მაგალითად, კინოში თხრობითი ენაც კი „შეიქმნა“ სათქმელის გასაჟღერებლად… მიყვარს ქართული, ოდნავ ზღაპრული პოეტურობა. ქართული ხელოვნება თეორიული დანიშნულებების მიღმა დგას – სრულყოფილების შეგრძნებას იწვევს.

 

 

 

ყველასათვის ცნობილია, რომ თქვენ ყველაზე წარმატებული კინოოჯახიდან (თემურ ბაბლუანის) ხართ. ალბათ ხშირად გეკითხებიან კინოსთან დაკავშირებით, მაყურებელი თქვენგან სიახლეს ელოდება.

კარგა ხანია, ფილმებში თამაშის სურვილი აღარ მაქვს. სამწუხაროა, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზების გამო ფილმების წარმოება შეზღუდული რაოდენობით ხდება. ქალი პერსონაჟების სახასიათო მრავალფეროვნებაც მწირია შემოქმედებით არეალზე. მენტალური მარწუხებისა და სოციალური უსამართლობის მსხვერპლი – 90% ეს არის ქალის როლის შინაარსობრივი დატვირთვა. თანამედროვე სოციალური რეალიზმი კინოში გადამწყვეტი თხრობითი ნარატივია – უსამართლობის, მორალური დილემებისა და ზოგადად, ადამიანის ყოფის წინაშე.

ირანელი რეჟისორი, ასგარ ფარადი ერთგულია ლოკალური პრობლემების, მაგრამ ამავდროულად, უნივერსალურობა ძალიან ძლიერი რეჟისორული ხელწერით მოაქვს. ამ მასშტაბს მიაღწევს ქართული კინოც, მე ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, დროის ამბავია. ძალიან ნიჭიერი რეჟისორები მოდიან. ქართული კინოს უნიკალური ფენომენი გვაქვს კულტურულ მემკვიდრეობად. და რადგან კამერა და ეკრანი ჩემი პროფესიაა, მედიაპროექტებზე მუშაობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ზრდაში, ცოდნის სხვაგვარად გადამუშავებასა და მიწოდებაში. მაყურებელი აქტიურად უსმენდა იმ თემებს, რომელიც მის სატელევიზიო გამოცდილებას სცდებოდა. მილიონობით ნახვას ვაგროვებდით სოციალურ ქსელებში. კრეატიული გარემო მთლიანად ჩემზე არის დამოკიდებული, და მიუხედავად ძალიან დიდი შრომისა – ეს თავისუფლების დიდ მასშტაბს იძლევა. მადლობელი ვარ ჩემი ერთგული მაყურებლის, ყველა მონაწილისა და პარტნიორის, ვინც ამ პროექტების შექმნაში მიწყობდა ხელს, ესმოდა და აფასებდა იმას, რასაც ვაკეთებდი.

 

 

თქვენი ქალიშვილი, ნასტასია ლეგრანი (ბაბლუანი) Models.com-მა 2025 წლის გამორჩეულ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა. მისი დებიუტი პარიზის 2025 წლის F/W მოდის კვირეულზე გაიმართა. მან პოდიუმზე გაიარა ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Ann Demeulemeester-ი, Chloe, და Courreges-ი. ასევე, „ჰარპერის“ ყდაც დაამშვენა… რას იტყვით ქალიშვილებზე?

ნასტასია სამოდელო სააგენტო Womes Menegement-თან თანამშრომლობს (პარიზი და მილანი). რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო! ძალიან მშრომელი გოგოა… მე მჯერა ჩემი გოგოების – ლიანა, უფროსი შვილი, ანალიტიკოსია სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით. ორივე მართლაც ბუნების საჩუქარია. ყოველდღე მაოცებენ გონიერებით და ადამიანური კუთხით. მეც მათთან ერთად ვიზრდები. განსხვავება იციან კარგსა და ცუდს შორის. დედაჩემსაც ჰგვანან… მინდა ბოლომდე თავისუფლად იყვნენ საკუთარ თავთან, იცხოვრონ ლაღად: never complain, never exsplain.

წარმატებები, ოლგა!

დიდი მადლობა თქვენს გამომცემლობას დაინტერესებისთვის.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბიბერის მინიმალისტური იმიჯი WSJ Innovator Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! ჰეილი ბიბერის მინიმალისტური იმიჯი WSJ Innovator Awards-ის დაჯილდოებაზე

November 3, 2022
#OK! ორსული როუზი ჰანტინგტონი Porter Magazine-ის ახალი ნომრის გარეკანზე

#OK! ორსული როუზი ჰანტინგტონი Porter Magazine-ის ახალი ნომრის გარეკანზე

November 16, 2021
#OK! “კიმ კარდაშიანის ცრემლები ხელოვნურადაა შექმნილი, ის სინამდვილეში არ ტირის” – რატომ გახდა რეალითი შოუს ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტი

#OK! “კიმ კარდაშიანის ცრემლები ხელოვნურადაა შექმნილი, ის სინამდვილეში არ ტირის” – რატომ გახდა რეალითი შოუს ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტი

October 7, 2022
#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

March 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები