• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ქორწილისთვის ემზადებიან – სად გაიმართება საზეიმო ცერემონია?

June 24, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი და ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი ქორწილისთვის ემზადებიან, რომელიც 29 ივნისს გაიმართება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წყვილი ამ მნიშვნელოვან დღეს ვენეციაში აღნიშნავს, ხოლო საზეიმო ცერემონია სან-ჯორჯო-მაჯორეს კუნძულზე, წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართება.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილში დაახლოებით 200 სტუმარს ელოდებიან, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესმენები იქნებიან. მიწვეული არიან: კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი, კეტი პერი და ევა ლონგორია. ასევე სახელდებიან: ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი და ივანკა ტრამპი.

 

 

 

პატარძლის კაბის დიზაინერი არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ, არჩევანი Dolce & Gabbana-ზე გაკეთდა, რომელიც ლორენმა არაერთხელ აირჩია წითელი ხალიჩისთვის

 

ღონისძიებებისათვის ბეზოსმა ვენეციის ხუთი საუკეთესო სასტუმრო დაიქირავა: Aman Venice, Danieli, Belmond Hotel Cipriani, St. Regis Venice და Gritti Palace.

Aman Canal Grand Hotel

სასტუმრო მე-16 საუკუნის ვენეციურ სასახლეში მდებარეობს. შენობაში ნახავთ სტუკოს დეკორაციებს, ფრესკებს, მარმარილოს კიბეებსა და ხის ჭერებს. კედლებზე აბრეშუმი ან ტყავია გადაკრული, რაც უძველესი ტრადიციის ნაწილს წარმოადგენს.

ბეზოსისა და სანჩესის სტუმრებისთვის ღია იქნება, როგორც სასახლის დარბაზები, ასევე რესტორანი Arva, სადაც მათ სეზონური პროდუქტებით მომზადებულ კერძებს შესთავაზებენ.

სასტუმროს წარმომადგენლების განმარტებით, Aman Venice სრულად დაცულია ტურისტული ნაკადებისგან და  მაქსიმალურ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილი და მათი სტუმრები ღონისძების განმავლობაში განმარტოებას შეძლებენ.

Danieli

Hotel Danieli სან – მარკოს მოედანთან ახლოს მდებარეობს და ყველაზე დიდი სასტუმროა იმ ხუთიდან, რომელიც ბეზოსმა დაი ქირავა. სასტუმრო სამ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მთავარი შენობა – Palazzo Dandolo, მე-14 საუკუნეშია აგებული და ოდესღაც ვენეციელი დოჯების ოჯახს ეკუთვნოდა. დანარჩენი ორი შენობა მე – 19 და მე – 20 საუკუნეებს განეკუთვნება და ერთ დიდ კომპლექსად არის გაერთიანებული.

სასტუმროს სივრცეები გაფორმებულია ვენეციური გოთიკისა და ბაროკოს სტილში. შენობაში შემორჩენილია ორიგინალური კიბეები, ვიტრაჟები და ანტიკვარული კოლექციები.

Belmond Cipriani

Belmond Hotel Cipriani ჯუდეკას კუნძულზე მდებარეობს. ამ სასტუმროში მდებარეობს ქალაქში ერთადერთი ოლიმპიური აუზის ზომის ღია აუზი.

აუზის ირგვლივ ტერიტორია იდეალური სივრცეა წვეულებების მოსაწყობად. გარდა ამისა, სასტუმროში  რამდენიმე რესტორანი მუშაობს და მათგან ერთი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია.

Gritti Palace

სასტუმრო, რომელიც Aman Venice-ის მსგავსად, პირდაპირ გრანდ-კანალზე (დიდი არხი) დგას. შენობა მე – 15 საუკუნეს მიეკუთვნება. ისტორიულად, ის პიზანების ცნობილი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, ხოლო მოგვიანებით ვენეციელი დოჯის, ანდრეა გრიტის საკუთრება გახდა. მე – 19 საუკუნეში შენობა სასტუმროდ გადააკეთეს.

სასახლის ისტორიულ დარბაზებში ტარდება კერძო სადილები, ფურშეტები და მიღებები. ინტერიერში შენარჩუნებულია ფრესკები, გობელენები, მინა და ანტიკვარული ავეჯი. სასტუმროს ხშირად იყენებენ პატარა ქორწილებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ხოლო ვენეციური კინოფესტივალის დროს აქ მაღალი რანგის ვარსკვლავები ჩერდებიან.

St. Regis

სასტუმრო ქალაქის ცენტრში, გრანდ – კანალის სანაპიროზეა. მიუხედავად ისტორიული არქიტექტურისა, შენობის შიგნით თანამედროვე და დახვეწილი დიზაინია.

სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა ტერასა Ginori. როგორც ვებსაიტზეა აღნიშნული, ეს სივრცე შესაფერისია ღია ცის ქვეშ გამართული წვეულებებისა და მცირე კონცერტებისთვის. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები წმინდა მარიამის ბაზილიკაზე, აკადემიის ხიდსა და ლაგუნაზე.

 

 

ცნობისთვის, 61 წლის ბეზოსი და 55 წლის სანჩესი 2023 წლის მაისში დაინიშნენ. წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როდესაც ჯეფ ბეზოსი თავისი კოსმოსური პროექტისთვის აეროგადაღების სპეციალისტს ეძებდა და მოყვარული პილოტი ლორენ სანჩესი აღმოაჩინა. ამ დროს სანჩესი ჰოლივუდის აგენტ პატრიკ უაიტსელზე იყო დაქორწინებული, ბეზოსს კი ცნობილ მწერალ მაკენზი სკოტთან 25 წლიანი ქორწინება აკავშირებდა.

2019 წელს ჯეფ ბეზოსის და მაკენზი სკოტის ქორწინება ოფიციალურად დაასრულდა. ეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება გახდა – შეთანხმების შედეგად მაკენზიმ Amazon-ის დაახლოებით 35,6 მილიარდი დოლარის აქციები მიიღო.

 

 

გაიგე მეტი: #jeff bezos#lauren sanchez

ასევე გაეცანი

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება
OK! News

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 11, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა
OK! News

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია
OK! News

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “გამარჯობა ვიქტორია” – ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ: მოდელი ახალშობილის პირველ კადრს გვიზიარებს

#OK! “გამარჯობა ვიქტორია” – ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ: მოდელი ახალშობილის პირველ კადრს გვიზიარებს

November 4, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი იურისტების გამოცდაში მეორედ ჩაიჭრა

#OK! კიმ კარდაშიანი იურისტების გამოცდაში მეორედ ჩაიჭრა

June 12, 2021
#OK! ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას ქანდაკების გახსნას არ დაესწრო!

#OK! ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას ქანდაკების გახსნას არ დაესწრო!

July 2, 2021
#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

June 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

February 6, 2026
#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

February 6, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გატანა

#OK! ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გატანა

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები