• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

თათია გაბისონია გახლავთ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. იგი მუდმივად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, იქნება ეს საერთაშორისო კონფერენციები, შეხვედრები, პრეზენტაციები, მასტერკლასები, თუ სხვა! როგორც ესთეტიკური ცენტრის დამფუძნებელი და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი, იგი არა მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ აქტიურად უწყობს ხელს ქალთა გაძლიერებას პროფესიულ სფეროში ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთად.

 


უპირველესად გაგვეცანით.

მე ვარ თათია გაბისონია, 38 წლის. დაბადებული გალში. მაქვს უმაღლესი განათლება, ინფორმატიკის განხრით. მყავს მეუღლე და 4 შვილი. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, გახლავთ შემდეგი: 2004წ. დავამთავრე ქ. გალის საშუალო სკოლა. 2004წ. ქ თბილისში ჩავაბარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. 2021წ. დავამთავრე პერმანენტული მაკიაჟის საბაზისო კურსი. 2021წ. დავაარსე ესთეტიკური ცენტრი Royal Ty. 2021წ. ავიმაღლე კვალიფიკაცია პერმანენტულ მაკიაჟში. 2021წ. გავიარე კურსი ტატუსა და პერმანენტული მაკიაჟის მოშორების მიმართულებით. 2022წ. ავიმაღლე კვალიფიკაცია რთულ თვალთან ლაინერის გაკეთებაზე. 2022წ. ავიმაღლე კვალიფიკაცია ტატუსა და პერმანენტული მაკიაჟის მოცილებაზე. 2023წ. ქ. სტამბულში მივიღე მონაწილეობა და ავიმაღლე კვალიფიკაცია EUROPMUFEST-ის კონფერენციაში. 2023წ. მივიღე მონაწილეობა და ავიმაღლე კვალიფიკაცია WULOP EGYPT-ის ჩემპიონატზე და კონფერენციაში. 2024წ. ავიმაღლე კვალიფიკაცია არეოლასა და ნაწიბურების გადაფარვაში. 2024წ. დავესწარი TINEL GEORGIA-ს სემინარებს და მასტერკლასებს. 2024წ. დავესწარი BEAUTY ART-ის მასტერკლასსა და კონფერენციას სადაც ავიმაღლე კვალიფიკაცია. 2024წ. მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში სადაც ავიღე პირველი ადგილი კლასიკურ ლაინერში, ასევე მეოთხე ადგილი ტუჩის დაფერვაში. 2025წ. თებერვალში მივიღე ონლაინ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა ტუჩის დაფერვაზე, სადაც მე-2 ადგილი ავიღე. 2025წ. ასევე გავხდი სპიკერი. ამავე წელს გავხდი, 2 თვიანი კურსის დასრულების მერე, საერთაშორისო ტრენერი პერმანენტულ მაკიაჟში ქ.ალმაატაში.

 

თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.

ჩემი პროფესიული მოგზაურობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავდაპირველად ინფორმატიკის მიმართულებით მივიღე განათლება, მაგრამ 2021 წელს გადავწყვიტე ჩემი ნამდვილი ვნება – სილამაზის ინდუსტრიაში გამეგრძელებინა კარიერა. პერმანენტული მაკიაჟის საბაზისო კურსის გავლის შემდეგ დავაფუძნე ჩემი საკუთარი ესთეტიკური ცენტრი ‘Royal Ty’.

ხედავთ, რომ ბოლო წლებში ინტენსიურად ვმუშაობდი საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად და კვალიფიკაციების ასამაღლებლად. პერმანენტული მაკიაჟის გარდა, შევისწავლე ტატუებისა და პერმანენტული მაკიაჟის მოშორების ტექნიკებიც, ასევე დავხვეწე ჩემი უნარები რთული თვალის ლაინერების გაკეთებაში.

საერთაშორისო დონეზე გამოცდილების მიღება დავიწყე 2023 წლიდან, როდესაც მონაწილეობა მივიღე EUROPMUFEST-ის კონფერენციაში სტამბულში და WULOP EGYPT-ის ჩემპიონატზე. 2024 წელი ჩემთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოვიპოვე კლასიკურ ლაინერში, რასაც მოყვა 2025 წელს ონლაინ საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი ტუჩის დაფერვაში.

ამჟამად, ვარ არა მხოლოდ პრაქტიკოსი სპეციალისტი, არამედ საერთაშორისო ტრენერი და სპიკერი პერმანენტული მაკიაჟის სფეროში, რაც ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

 


რა
არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

მე, როგორც ესთეტიკური ცენტრის ,,როიალ თი” – სა და რესტორან ,,როიალ ივენთ ჰოლ”-ის დამფუძნებელს ძირითადი მოტივაციაა განვავითარო და განსხვავებული იდეა მივაწოდო ჩემს გულშემატკივრებს, ხოლო ძირითადი საქმიანობაა პერმანენტული მაკიაჟი.

 

რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?

ჩემი მოტივაცია იყო ჩემი სურვილიდან გამომდინარე, შემექმნა სივრცე, სადაც სილამაზე, პროფესიონალიზმი და სითბო ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ და თან რესტორნის დამფუძნებელიც, როგორც ეს უკვე აღვნიშნე, აქტიურად ვარ ჩართული ყველა პროცესში. ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ საქმე არაა — ეს არის ჩემი გზა, შრომით მიღწეული წარმატება და ის ენერგია, რომელსაც გულით ვუზიარებ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან მოდის.

 

თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინო ის ღირებულება და სიყვარული, რასაც ჩემი საქმე ატარებს. მინდა, რომ მეტი ადამიანისთვის გავხდე სანდო არჩევანი — ადგილი, სადაც ყოველთვის მიხედავენ სილამაზეს, კომფორტს და გულით შეხვედრას. რა თქმა უნდა ვმუშაობ გაფართოებაზე, ახალი იდეებით და ენერგიით — რათა მეტმა ადამიანმა შეგვიყვაროს და თავი იგრძნოს ისევე განსაკუთრებულად, როგორც თითოეულ ჩვენთან მოსულს ეკუთვნის, ჩვენს ორივე სივრცეში.

ლიდერ ქალთა საზოგადოებაში მონაწილეობის მიღება დავიწყე 2024 წლიდან. შეძლებისდაგვარად აქტიურად ვარ ჩართული ამ საზოგადოების ყველა ღონისძიებაში.

პარტნიორი კომპანიის კონტენტი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! არიანა გრანდე Cult Gaia-ს და Mimi Cuttrell-ის სამოსით! მომღერლის ორი გლამურული იმიჯი!

#OK! არიანა გრანდე Cult Gaia-ს და Mimi Cuttrell-ის სამოსით! მომღერლის ორი გლამურული იმიჯი!

June 10, 2021
#OK! ჰეილი ბიბერის მინიმალისტური იმიჯი WSJ Innovator Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! ჰეილი ბიბერის მინიმალისტური იმიჯი WSJ Innovator Awards-ის დაჯილდოებაზე

November 3, 2022
#OK! სასტუმრო ,,მუზეუმი’’ – განახლებული მენიუ და ძველი კერძების ახალი სიცოცხლე   

#OK! სასტუმრო ,,მუზეუმი’’ – განახლებული მენიუ და ძველი კერძების ახალი სიცოცხლე  

October 12, 2024
#OK! ვინი ჰარლოუმ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი შეიძინა!

#OK! ვინი ჰარლოუმ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლი შეიძინა!

March 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

November 24, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

November 27, 2025
#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

November 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები