• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee უკვე საქართველოში

May 15, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee ქართულ ბაზარზე შემოდის. აღნიშნული ბრენდის პირველი კაფე მაისში – ჭავჭავაძის 10 ნომერში გიმასპინძლებთ. Costa Coffee ძმებმა – ბრუნო და სერჯიო კოსტებმა 1971 წელს შექმნეს, ისინი წარმოშობით იტალიიდან იყვნენ. Costa Coffee-ს ყავა ცნობილია თავისი მდიდარი და გამორჩეული გემოთი, რაც დიდწილად განპირობებულია მათი უნიკალური Mocha Italia ნაზავით, საგულდაგულოდ შემუშავებული რეცეპტით, რომელიც ძმებ კოსტებს ეკუთვნით.

დღეს Costa Coffee წარმოადგენს გლობალური ყავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდს და მომხმარებელს სთავაზობს ყავის სასმელების ფართო არჩევანს და დაუვიწყარ გემოებს.

 

როგორია costa coffee-ს შექმნის ისტორია?

ელენე ჯგერენაია (საოპერაციო დირექტორი): Costa Coffee 1971 წელს დაარსდა ლონდონში, იტალიელი ძმების, ბრუნოსა და სერჯიო კოსტას მიერ. თავდაპირველად ძმები მაღალი ხარისხის მოხალულ ყავის მარცვლებს კვების ობიექტებს და იტალიური ყავის სახლებს აწვდიდნენ. მათი მიზანი იყო პრემიუმ პროდუქტის შეთავაზება, რაც ასახავდა მათ გამოცდილებას და გატაცებას ყავის მიმართ. 1978 წელს ძმებმა პირველი საცალო მაღაზია ვოქსჰალ ბრიჯ როუდზე, ლონდონში გახსნეს და საზოგადოებას ავთენტური იტალიური ყავის გემო შესთავაზეს.

1990-იან წლებში Costa Coffee-ს ქსელმა სწრაფად დაიწყო გაფართოება დიდ ბრიტანეთში. მაღალი ხარისხის მარცვალზე ფოკუსირებით და მათ მაღაზიებში კომფორტული ატმოსფეროს შექმნით, Costa Coffee გახდა ფავორიტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ პრემიუმ ყავის გამოცდილების მიღება.

2000-იანი წლებიდან კოსტა წარმატებით პოზიციონირებს როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე. 2006 წლისთვის მათ დიდ ბრიტანეთში 500-ზე მეტი მაღაზია ჰქონდათ. 2010-წლიდან Costa Coffee გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ყავის ქსელი გლობალურად, გახსნა ათასობით მაღაზია ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა. ისინი გაფართოვდნენ ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. კოსტა ცნობილი იყო მომხმარებელთა გამოცდილებით, მაღალი ხარისხის ყავით და მენიუს მრავალფეროვნებით, როგორიცაა ცხელი შოკოლადი, ნამცხვრები და საჭმელები. ბრენდმა ასევე გააფართოვა თავისი პროდუქციის ასორტიმენტი ისეთი ვარიანტების შეთავაზებით, როგორიცაა ცივი ყავა, სმუზი და მცენარეული რძის ვარიანტები, რაც ეხმაურება ყავის ინდუსტრიის მზარდ ტენდენციებს.

2019 წელს კი Costa Coffee Coca-Cola-მ 3,9 მილიარდ ფუნტად შეიძინა. ამან ახალი თავი შექმნა ყავის გიგანტისთვის, რადგან Coca-Cola ცდილობდა გაეფართოებინა თავისი ყოფნა ყავის სწრაფად მზარდ ბაზარზე.

Costa Coffee კარგად არის ცნობილი ყავის წარმოების პროცესის ყველა ასპექტში დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით, მარცვლის მოპოვებიდან ბოლო ფინჯანამდე. წლების განმავლობაში ბრენდმა შექმნა ძლიერი რეპუტაცია ხარისხის, ინოვაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების თვალსაზრისით. გარდა გამორჩეული გემოსი, ბარისტები კოსტას მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელი ნაწილია.

ბრენდი 4 000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი მთელ მსოფლიოში, ის არის ყავის ინდუსტრიის მთავარი მოთამაშე. კოსტა მსოფლიოში სიდიდით მეორეა ყავის კომპანიებს შორის და გვიხარია, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს განსაკუთრებული ბრენდი და გემოები მოვიტანოთ თქვენამდე.

 

 

რა გამოარჩევს ბრენდს ბაზარზე?

პირველ რიგში, კოსტა არის უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანია. ყველა პროდუქტი, რომელიც ჩვენ თქვენამდე მოგვაქვს, არის GSFI სერტიფიცირებული, ეს არის კვების დარგში უმაღლესი დონის სერტიფიცირება. შესაბამისად, ჩვენი სახელი მუდმივად ასოცირდება ხარისხსა და უსაფრთხოებასთან. ყველა ჩვენი მომწოდებელი არის ჩვენ მიერ აუდირებული და გარანტიას ვიძლევით, რომ შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.

მეორე, ვიტყოდი, კოსტას აქვს ცხელი სასმლის უდიდესი არჩევანი. ჩვენი მენიუ მოიცავს ისეთ სასმელებს, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ კოსტაშია შესაძლებელი. ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია მოვერგოთ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს მუდმივად კმაყოფილი.

ასევე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასის სექტორს მივეკუთვნებით. გთავაზობთ პრემიუმ კატეგორიის პროდუქციას და სერვისს ყველასთვის ხელმისაწვდომად.

ჩვენ ვართ მაღალი სტანდარტის მქონე კომპანია. ჩვენ გვინდა, შევქმნათ საუკეთესო გარემო ჩვენი მომხმარებლისთვის, ამიტომაც ყველა ჩვენი კაფე ინდივიდუალურად მორგებულია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს. ჩვენთან შეგიძლიათ მობრძანდეთ როგორც დასასვენებლად, ასევე საქმიან შეხვედრაზე და სამუშაოდ. კოსტაში დაგხვდებათ საუკეთესო სერვისი – ჩვენი ბარისტები შემოგთავაზებენ არა მხოლოდ საუკეთესო ყავას, არამედ ყველაზე თბილ დახვედრასაც, რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი თანამშრომლები არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მენიუები სეზონურად ახლდება, შესაბამისად, ბრენდი მუდმივად შესთავაზებს მომხმარებელს სიახლეებს.

 

 

რატომ გადაწყვიტეთ ქართულ ბაზარზე მისი შემოყვანა?

ქართული ბაზარი ნამდვილად განიცდის ქსელური ყავის კაფეების სიმცირეს. ჩვენი ამ ბაზრით დაინტერესება, პირველ რიგში, განაპირობა ქართველი ხალხის დიდმა ინტერესმა ყავის მიმართ. შემდგომში – ბაზრის მზაობამ. ვფიქრობთ, რომ ევროპული ბრენდის შემოყვანა ბაზარზე ყოველთვის საინტერესოა.

შეიძლება ითქვას, რომ კოსტა ბევრი ქართველისთვის საყვარელი ბრენდია, თუ ევროპაში გიმოგზაურიათ, შეიძლება შეგინიშნავთ ანდ თავადაც დაგიგემოვნებიათ ჩვენი ყავები. ახლა კი, მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კოსტას ერთგულ მომხმარებლებს უკვე საქართველოში და ასევე, გავასინჯოთ საოცარი ყავა ჩვენს ახალ მომხმარებლებსაც, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან შეუყვარდებათ ჩვენი ყავები.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ SARDA Group-ის წევრი კომპანია, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა ბიზნესს საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელთა შორისაა „კოსტა აზერბაიჯანი“, „ლექსუსი თბილისი“, „პეჟო თბილისი“ და ა.შ. ვამაყობთ, რომ ვართ მდგრადი და განვითარებადი ჯგუფის წევრი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისების შემოთავაზებაზე.

როდის იხსნება Costa-ს პირველი ფილიალი?

2025 წელს ვაპირებთ 3 ობიექტის გახსნას. 15 მაისს ჭავჭავაძის 10 ნომერში გიმასპინძლებთ ჩვენს პირველ კაფეში, ხოლო მომდევნო კვირას ვაპირებთ შემოგთავაზოთ მეორე ობიექტი „აქსის ბიზნესცენტრში“. ივლისის შუა რიცხვებში კი მესამე ობიექტი ყაზბეგის გამზირზე, 14 ნომერში.

ჯამში ვგეგმავთ, რომ 2029 წლის ჩათვლით გავხსნათ კოსტას 20 ობიექტი არა მხოლოდ თბილისში, არამედ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი. გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარი მზარდად აიტაცებს ჩვენს პროდუქციას.

 

როგორც საერთაშორისო ბრენდი, როგორ მართავთ შესყიდვების პროცესებს და რა განსაკუთრებულ პროდუქტებს შესთავაზებთ მომხმარებელს?

 

 

ნოდარ ჯამაგიძე (შესყიდვების მენეჯერი): როგორც ელენემ უკვე ახსენა, ჩვენ პროდუქტებს მხოლოდ უმაღლესი მწარმოებლებისგან ვიღებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი საუკეთესო ხარისხისაა.

როგორც საერთაშორისო ფრენჩიზა, რა თქმა უნდა, ვაწყდებით გარკვეულ წინაღობებსაც, რადგან გვიწევს საკმაოდ შრომატევადი და დიდხნიანი პროცესის გავლა, რომ დავრწმუნდეთ, პროდუქტი ნამდვილად უმაღლესი ხარისხისაა თუ არა. თუმცა, ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხიმსგებლობას ჩვენი მომხმარებლის მიმართ, ამიტომაც ჩვენთვის ეს პროცესი გარვეულწილად სასიამოვნოც არის. ადგილობრივ ბაზარზეც ვთანამშრომლობთ ისეთი მაღალი სტანდარტების მომწოდებელთან, როგორიცაა ევროპროდუქტი და სხვა.

 

როგორ მოხდება ბრენდის პოზიციონირება ქართულ ბაზარზე?

ლიზა თვალაძე (მარკეტინგის მენეჯერი): „კოსტა კოფის“ პოზიციონირება ქართულ ბაზარზე ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სიყვარულით ყავის მიმართ. უპირველესად, მომხმარებელს ვთავაზობთ ნამდვილი იტალიური ყავის გემოს. ასევე, ევროპული პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და სტანდარტებს, რომლებიც ათობით წლებია დანერგილია და მუშაობს.

გვიხარია, რომ ვიქნებით უდიდესი ბრენდის ნაწილი, რომელიც აერთიანებს 40-მდე ქვეყნის კულტურას, მათ შორის: საქართველოს, იაპონიის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და სხვ. რაც მთავარია, გვინდა, რომ ქართველი მომხმარებლის საყვარელი ყავის სახლი გავხდეთ – ჩვენ შემოგთავაზებთ გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ ყავაა. ჩვენ გვესმის,თუ რამდენად აუცილებელია იყო ყოველდღიურობის ნაწილი, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ კულტურასთან შერწყმა.

გვენდეთ, რომ კოსტა შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს. მაისიდან გელოდებით ჩვენს კაფეებში, სადაც დაგხვდებათ საუკეთესო ხარისხისა და გემოს სასმელები, საკვები და ასევე საოცარი გარემო.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა
OK! News

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს
Fashion News

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)
OK! Men

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 26, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Street Style: ეშლი რობერტსი Avavav-ის მწვანე ბლეიზერს House of CB-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უხამებს

#OK! Street Style: ეშლი რობერტსი Avavav-ის მწვანე ბლეიზერს House of CB-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უხამებს

May 5, 2021
#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

May 26, 2022
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გვიმარტივებენ

#OK! ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გვიმარტივებენ

July 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

June 27, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები