• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ცხოვრების კულინარიული რეცეპტი – თიკა ჯამბურიას ტრანსფორმაციის გზა

May 9, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ერთ ამბავს შეუძლია იქცეს ხიდად აწმყოსა და მომავალს შორის და შექმნას გზა, რომელზეც ვიღაც აუცილებლად გაივლის. ყოველთვის, როდესაც წერას ვიწყებ, ვიცი, რომ სინამდვილეში გზავნილს ვამზადებ მომავლისთვის. შესაძლოა ეს ისტორია, რომელსაც დღეს ჩემი რესპონდენტი გიამბობთ, უბრალო ჩანაწერად მიიჩნიოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ეს ვიღაცისთვის ახალი გზის მაჩვენებელი გახდება.

დღეს მოგიყვებით ამბავს გოგოზე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ, უბრალოდ, გაჩერებულიყო. მან კი მოძრაობა აირჩია და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა დაიწყო. თიკა ჯამბურიას გზა არა მხოლოდ ტრანსფორმაციის ქრონიკაა, არამედ დასტურია იმისა, რომ ყოველ ცვლილებას შეუძლია გახდეს ძალა.

 

 

თიკა, ბავშვობიდან გქონდა დიდი პოპულარობა, იყავი წარმატებული შენს კარიერაში, თუმცა ცოტა ხნის წინ სამზარეულოშიც მოსინჯე ძალები. რამ განაპირობა ეს ცვლილებები შენს ცხოვრებაში?

ზოგადად, მიყვარს სიახლეები და ყოველთვის ვეძებ რაიმე ახალს. არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, ვინც ერთი კონკრეტული მიღწევით კმაყოფილდება. მინდა ჩემს თავს განვითარების შესაძლებლობა მივცე. რაც შეეხება კულინარიას, ბავშვობიდან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემი მომზადებული კერძები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა. მეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა. ხშირად მივმართავდი იმპროვიზაციას და არსებული ინგრედიენტებით ახალ რეცეპტებს ვიგონებდი. მეგობრები მირჩევდნენ, რომ კულინარიულ შოუებში მეცადა ბედი, თუმცა ამის ყოველთვის მეშინოდა და ვერ ვბედავდი. „მასტერშეფში“ მონაწილეობამ კი თავდაჯერებულობა შემმატა და ამ პროფესიაში საკუთარი თავიც მაპოვნინა.

 

როგორ ფიქრობ, შეიცვალე თუ, უბრალოდ, გაიზარდე და შენს თავში ახალი სივრცეები აღმოაჩინე?

შეცვლა და გაზრდა რაღაცნაირად ურთიერთკავშირშია. როდესაც იზრდები, რა თქმა უნდა, შენს თავში უამრავი ცვლილებაც შეგაქვს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ბავშვებად რჩებიან. განვითარება, წინსვლა, პასუხისმგებლობების აღება – ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს გაზრდას და კი! გავიზარდე და ამ ყველაფერმა შემცვალა კიდეც.

 

დღეს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში მუსიკას და რა ადგილი – სამზარეულოს?

ჩემი ოჯახისა და ჩემი შვილის შემდეგ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზეა. მუსიკის გარეშე, უბრალოდ, არ ვარსებობ. მომღერალი ჩემი სურვილიდან გამომდინარე გავხდი. ეს არ იყო მშობლების მოთხოვნა. ეს პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემში მუდმივად ცხოვრობდა სურვილი, ვყოფილიყავი მომღერალი. ამიტომ მუსიკა არის და მუდამ იქნება ჩემთვის ნომერ პირველი. ამის გარდა, თუ რაიმე პროფესიებს შევიძენ, ეს ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება.

 

 

 

გარდა პროფესიული ცვლილებებისა, განიცადე თუ არა პერსონალური, პიროვნული ტრანსფორმაციაც?

დღეს მე ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი მზარეული ვარ. ჩემგან ეს არ იქნება სწორი. ამ პროფესიის დასაუფლებლად ადამიანები ძალიან დიდ გზას გადიან, ბევრს სწავლობენ და ამ ყველაფერს უდიდეს დროს უთმობენ. მე ეს გზა არ გამივლია, მე მხოლოდ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და დიდი სიყვარულით შევქმენი კაფე. კი, რა თქმა უნდა, პიროვნული ტრანსფორმაცია განვიცადე, გავიზარდე და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობები ავიღე საკუთარ თავზე, ბევრი რამ გადავაფასე, გავაანალიზე და ამ ყველაფერმა უამრავი პოზიტიური რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის ბავშვური თიკა აღარ ცხოვრობს ჩემში.

 

ამ ყველაფერთან ერთად შეიცვალა შენი სხეულიც. როგორი იყო ეს პროცესი და რა გაძლევდა მოტივაციას?

როდესაც წონას იკლებ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ამას ძალიან დიდი ნერვები, დრო და მონდომება სჭირდება. დღეს ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ, რომ მე ეს შევძელი. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 12 წელი დამჭირდა. ახლა ძალიან მომწონს ჩემი თავი. მინდა ყველა გოგოს, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ვუთხრა, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან. მე, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ვინმე აუცილებლად დაარღვევს სილამაზის დამკვიდრებულ სტანდარტებს და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ბულინგი წონასთან დაკავშირებით.

 

როგორ ფიქრობ, რამდენად საჭიროა ცვლილებების მიმღებლობა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ცხოვრებაში სიახლეების დანერგვა. რას გვაძლევს ეს პროცესი?

სიხლეების არ მეშინია და ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი ადამიანი, რომელიც წარსულს ჩაებღაუჭებოდა და ერთ ადგილას გაჩერდებოდა. მჯერა, რომ როდესაც ადამიანები რაღაცას მთელი გულით მოინდომებენ და ამაში მთელ ენერგიას და ძალისხმევას ჩადებენ, ყველაფერი გამოუვათ. საკუთარი თავის სიყვარული და რწმენა არის ყველაზე მთავარი ამ პროცესში.

 

რა არის შენში ისეთი, რაც არასდროს იცვლება?

ცხოვრების გზაზე მუდმივად თან დამდევს ის, რომ სიკეთე უნდა ვაკეთო. ბოროტება ჩემში საერთოდ არ არის. ეს ჩემი ოჯახის და მათი აღზრდის დამსახურებაა. სწორედ ეს თვისება არასდროს არ შეიცვლება ჩემში.

 

როგორ დაასრულებ წინადადებას „დღეს მე ვარ…“

დღეს მე ვარ იმ გზაზე, რომელიც საუკეთესო თიკამდე მიმიყვანს.

 

 

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა Bvlgari-ის წვეულებაზე

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა Bvlgari-ის წვეულებაზე

June 7, 2022
#OK! როგორ დავიკლოთ დღესასწაულზე მომატებული ზედმეტი კილოგრამები რამდენიმე დღეში

#OK! როგორ დავიკლოთ დღესასწაულზე მომატებული ზედმეტი კილოგრამები რამდენიმე დღეში

January 5, 2022
#OK! “მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სჯიან” – ხატია ბუნიათიშვილი საქართველოზე

#OK! “მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სჯიან” – ხატია ბუნიათიშვილი საქართველოზე

December 24, 2024
#OK! დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

#OK! დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

June 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები