• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! თბილისის წიგნის ბაზრობა

April 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

გაზაფხულს ისე არაფერი უხდება, როგორც დღესასწაული – ეს დღესასწაული კი ყველაზე მნიშვნელოვანს, წიგნებს და წიგნიერების გავრცელებას ეძღვნება. 10-დან 13 აპრილის ჩათვლით, თბილისის წიგნის ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში (წერეთლის #118) ტარდება.

 

 

გარდა წიგნების შეძენისა, ეს საუკეთესო დღეებია წიგნებზე სასაუბროდ, დისკუსიისთვის და საყვარელ ავტორთან შესახვედრად. ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ საგანგებოდ ამ დღეებისთვის ახალი მსოფლიო ბესტსელერი გამოცემები მოამზადა. ერთგულ მკითხველს და ლიტერატურის მოყვარულებს წელსაც საინტერესო სიახლეები ელის თავის სტენდზე – საყვარელ ავტორთა წიგნები, დიდი ფასდაკლებები, განსაკუთრებული შეთავაზებით მასწავლებელთათვის, საინტერესო ღონისძიებები და მოულოდნელი გათამაშებები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის წიგნის ბაზრობა წელს პირველად ტარდება. 2024 წლის მიწურულს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობამ, ორგანიზაციის წევრებთან შეუთანხმებლად, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში დარეგისტრირება გადაწყვიტა. ამ ყველაფერს კი გამომცემლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პრინციპული და ღირებულებითი სხვაობის გამო, 25 გამომცემელმა (მათ შორის: „ინტელექტი“, „სულაკაურის გამომცემლობა“, „პალიტრა L“, „ბიბლუსი“, „წიგნები ვაკეში“, „არტანუჯი“, „შაქრო ბაბუა“, „ინდიგო“, „მედუზა“, „ზებრა“, „ზიარი“, „პეგასი“, „სანტა-ესპერანსა“, „ალონი“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, „პოლინომიალი“, „სოვლაბი“) ასოციაცია დატოვა და წიგნის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თუმცა, ეს გამომცემლები საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და ერთად წიგნის ასოციაცია შექმნეს. ამის პარალელურად კი ახალი ფესტივალი, თბილისის წიგნის ბაზრობა დააფუძნეს.

 

გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ტრადიციულად მაისში ტარდებოდა, მონაწილეობას აღარ მიიღებს 25-მდე გამომცემლობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია ნებისმიერი ადამიანისთვის, შეელიოს ყველაზე ძვირფასს და ასეთი ნამდვილად იყო ჩვენთვის მაისის ფესტივალი, ჩვენი საერთო გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს არჩევანს, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება. და სინამდვილეში ეს „ძვირფასიც“ ხომ იმიტომაა ხოლმე ფასეული, რომ სწორედ ჩვენს ღირებულებთანაა თანხვედრაში და თუ ეს „ძვირფასი“ ამ ღირებულებებისგან იცლება, ფასიც თავისთავად ეკარგება. ასეა, მძიმე პოლიტიკურმა გარემომ ყველა დაგვაყენა მტკივნეული გადაწყვეტილებებისა და არჩევანის წინაშე. ყველანი ერთგვარ გამოცდას გავდივართ და მნიშვნელოვანია ამ გამოცდების ღირსეულად ჩაბარება.

წიგნის ბაზრობას რაც შეეხება, მთავარია, ვაშენებთ ახალს და რასაც მკითხველისგან მოველით, არის ის, რომ აპრილს მაისივით შეიყვარებთ, მით უფრო, რომ სწორედ აპრილში აღინიშნება წიგნისა და საავტორო უფლებების დღეც. ეს ფესტივალი ერთგვარი გამოხმაურება იქნება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, რადგან ლიტერატურის სფერო ყველანაირ აზრს კარგავს, თუკი სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლება არ არის დაცული.

 

ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი: ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და, ამასთანავე, განსაკუთრებული შეგრძნებაა მკითხველთან შეხვედრა, რომელიც ახალ იდეას გეუბნება, კრიტიკულ აზრს გაწვდის, გაგულიანებს და მხარდაჭერას გიცხადებს. წიგნის ფესტივალი აზრთა გაცვლის საუკეთესო საშუალებაა. როგორც წესი, ქართველი გამომცემლების თუ წიგნის გამავრცელებლების წიგნის მაღაზიების სტენდებთან ყველა ის ადამიანი იკრიბება, ვინც წიგნის შექმნაში მონაწილეობს, ეს იქნება დამკაბადონებელი, რედაქტორი, დიზაინერი, კორექტორი, წიგნის გამავრცელებელი, ავტორი, მთარგმნელი, ილუსტრატორი და სხვ. სფეროს ყველა წარმომადგენელი მართავს დიალოგს მკითხველთან. ეს არის საუკეთესო დღეები წიგნზე სასაუბროდ.

ჩვენმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ კულტურა, ლიტერატურა, მეცნიერება არის საუკეთესო საშუალება ტირანიის, ავტორიტარიზმის, გაუნათლებლობის წინააღმდეგ, რომელიც ასე ერთბაშად დაგვატყდა თავს მთელ ქვეყანას – ავტორიტარიზმის არსებობით! ამას რა შეიძლება დავუპირისპიროთ მშვიდობიანად?! ბუნებრივია, ის გრძელვადიანი და განათლებით აღჭურვილი გზა, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, რადგანაც ისტორიის ცოდნა (რომლის გაყალბებასაც ცდილობს პუტინის რუსეთი), მისი გააზრება, მასზე საუბარი და დემაგოგიის უგულებელყოფა სწორედ წიგნებით და თავისუფალი სამყაროთია შესაძლებელია.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია
OK! News

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?
OK! News

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
OK! News

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სიმწვანეში ჩაფლული სილამაზე – სასტუმრო „ანდამატი“ ზღვის სეზონისთვის ემზადება

#OK! სიმწვანეში ჩაფლული სილამაზე – სასტუმრო „ანდამატი“ ზღვის სეზონისთვის ემზადება

May 14, 2024
#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

May 2, 2022
#OK! ,,ლილე ქიდსი” მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო მულტიბრენდულ სამოსს სთავაზობს

#OK! ,,ლილე ქიდსი” მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო მულტიბრენდულ სამოსს სთავაზობს

June 16, 2024
#OK! აღბეჭდე დაუვიწყარი მოგონებები Memo Production-თან ერთად

#OK! აღბეჭდე დაუვიწყარი მოგონებები Memo Production-თან ერთად

December 27, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები