რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! მწვანე პარტნიორი – ექსტერიერ-ინტერიერის გამწვანება და ზრუნვა

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

სივრცე, სადაც ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს – თავს უნდა გვაგრძნობინებდეს კომფორტულად, მშვიდად და ჯანსაღად. რეალურად კი ყველაფერი ჩვენ ხელთაა − არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე.

დამეთანხმებით, ლანდშაფტი ამ ერთიანობის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ ჟურნალი OK! და Decor Book მცირე კომპანიის „მწვანე პარტნიორი“ შესახებ გიამბობთ, რომელსაც თავისი პატარა წვლილი შეაქვს გამწვანების სფეროში.

მაშ ასე, დავიწყოთ: „მწვანე პარტნიორი“ ხუთი წლის წინ დაარსდა ქართულ ბაზარზე და თავდაპირველად მხოლოდ ბალახის დაგებით დაიწყო საქმიანობა. კომპანია ეტაპობრივად ვითარდებოდა, მალევე დაამატა ავტომატიზებული სარწყავი სისტემა და რამდენიმე ობიექტის მოვლაც საკუთარ თავზე აიღო. ერთი შეხედვით ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ მოგეხსენებათ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი აქტუალური ლანდშაფტის მოვლის სერვისი. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ „მწვანე პარტნიორი“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ სფეროში დაიწყო საქმიანობა და საკუთარი ნიშის დამკვიდრება.

ეს სფერო უამრავ დეტალს მოიცავს და არაფერი უნდა გამოგრჩეს, რადგან მცენარე ხომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც ნებისმიერ სხვა არსებას. გაამწვანო ერთია, ხოლო შემდგომ სწორად მოუარო − მეორე. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია იმისა, რომ ქართული ბაზარი საჭიროებდა ისეთ კომპანიას, რომელიც თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფდა და მთელი გულით მიუდგებოდა ნებისმიერი სახის სამუშაოს, რომელიც გამწვანებას ეხება.

 

მას შემდეგ „მწვანე პარტნიორი“ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, გამოცდილებას აგროვებს და ვითარდება. კომპანია როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეების გამწვანებას და შემდგომ მათ საგარანტიო მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. საგარანტიო მოვლა-პატრონობამ თუ დაგაინტერესათ, ეს დაზიანებული მცენარის ახლით ჩანაცვლებას ნიშნავს, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ნებისმიერი ადამიანისთვის. მაინც რა იგულისხმება „გამწვანებაში“ და კონკრეტულად რა სახის მომსახურებებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს? − ამის უკეთ გასაგებად გთავაზობთ ჩამონათვალს: ლანდშაფტის დიზაინი; მიწის სამუშაოები და ნოყიერი ნიადაგი; ავტომატიზებული სარწყავი სისტემის მონტაჟი, რომლის გარეშე შეუძლებელია თანაბრად, დროულად და ზომიერად მოხდეს გაზონისა და მცენარეების მორწყვა; მწვანე საფარის დაგება, რაც მომენტალურად მწვანე „ხალიჩად“ აქცევს სასურველ მიდამოს; განათება; ბილიკები; საცურაო აუზი; ექსტერიერისა და ინტერიერის მცენარეების/ქოთნების შერჩევა, ტრანსპორტირება და ჩარგვის სამუშაოები; საგარანტიო მოვლა-პატრონობა. რომელიც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ყველა საჭირო სამუშაოს: გასხვლას, შეწამვლას, კრეჭას, საკვები დანამატებით გამდიდრებას, სკარიფიკაციას და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მწვანე პარტნიორის“ გუნდი მუდმივად მზად არის კადრების დასაქმებისთვის, სწორედ ამიტომ კომპანიამ არაერთი პროფესიონალი ემიგრანტი დაასაქმა, რომლებიც ახალი იდეებითა და მიზნებით შეუერთდნენ გუნდს.

„მეტი სიმწვანე და ნაკლები ბეტონი − ეს არის ჩვენი სურვილი… ნელ-ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება ოფისების, სახლების, ეზოების, აივნების, სახურავების გამწვანება და მოვლა, რაც ძალიან გვახარებს და ამ დიდ საქმეში ჩვენც საკუთარი მცირე წვლილი შეგვაქვს. გვიყვარს ჩვენი საქმე და ჩვენი მწვანე მეგობრები“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

„მწვანე პარტნიორი“ მთელი ამ წლების განმავლობაში გუნდური მექანიზმით მუშაობს. დილა მაღაზია-ოფისში შეკრებით იწყება, დღის დაგეგმარების შემდეგ მებაღეები თავიანთი დამხმარეებით, საჭირო ინსტრუმენტებითა და სამარშრუტო მანქანებით მოსავლელი ობიექტებისკენ მიემართებიან − მათ შორის როგორც თბილისში, ასევე ქალაქთან ახლოს არსებულ ლოკაციებზე. მომხმარებელთა შორის არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე კერძო სექტორები. კომპანიის განვითარებაში არაერთი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და იღვწიან სასურველი შედეგის მისაღებად. კომპანია მადლობას უხდის მათ მუხლჩაუხრელი შრომისათვის და შეტანილი წვლილისთვის. ასევე − მომხმარებლებს ერთგულებისთვის და ნდობისთვის. ახლო მომავალში კი კომპანია ხარისხის გაუმჯობესებას და ახალ ლოკაციაზე გადასვლა/გაფართოებას გეგმავს.

FB: Green Partner მწვანე პარტნიორი

ტელ: 32 212 12 60 / 599 44 66 66

რეკლამა

Mail:

gpg.ge

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! “53 წლის ასაკში გამჭვირვალე კაბა მხოლოდ ჯენიფერ ლოპესს თუ მოუხდება” – როგორ გამოეხმაურა სოციალური მედია ჯეილოს გამოჩენას Shotgun Wedding-ის პრემიერაზე

#OK! “53 წლის ასაკში გამჭვირვალე კაბა მხოლოდ ჯენიფერ ლოპესს თუ მოუხდება” – როგორ გამოეხმაურა სოციალური მედია ჯეილოს გამოჩენას Shotgun Wedding-ის პრემიერაზე

January 19, 2023
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

May 11, 2021
#OK! სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პრინცი ჰარის საუბარი მამასთან დას ძმასთან წარუმატებლად დასრულდა

#OK! სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პრინცი ჰარის საუბარი მამასთან დას ძმასთან წარუმატებლად დასრულდა

March 19, 2021
#OK! “არ ჰგავხარ კარგ მოცეკვავეს!”-უმშვენიერესი ლიზა ჩაჩუას გამოწვევა ირაკლი მაქაცარიას

#OK! “არ ჰგავხარ კარგ მოცეკვავეს!”-უმშვენიერესი ლიზა ჩაჩუას გამოწვევა ირაკლი მაქაცარიას

May 9, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! TRAVELISTA თქვენი კომფორტული მოგზაურობის გარანტი

February 6, 2023
#OK! 10 რჩევა რომელიც თქვენი სახის კანს ნათელს და მბზინვარეს გახდის

#OK! 10 რჩევა რომელიც თქვენი სახის კანს ნათელს და მბზინვარეს გახდის

February 8, 2023
OK! წმ. ვალენტინის ისტორია

OK! წმ. ვალენტინის ისტორია

February 3, 2023
#OK! საყურეები, რომლებიც ტეილორ სვიფტს “გრემიზე” ეკეთა 3 მილიონი დოლარი ღირს

#OK! საყურეები, რომლებიც ტეილორ სვიფტს “გრემიზე” ეკეთა 3 მილიონი დოლარი ღირს

February 7, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×