• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დიანა ჯალაღანიას ცხოვრების ფილოსოფია

April 23, 2025
საკითხავი დრო: 13 mins read

დიანა ჯალაღანია წლების განმავლობაში “ლიდერ ქალთა საზოგადოების” აქტიური წევრია, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული მონდომებითა და ენთუზიაზმით. იგი მუდმივად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მრავალფეროვან აქტივობებში, ინოვაციურ პროექტებში, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებში, რითაც დიდი წვლილი შეაქვს ქალთა გაძლიერებისა და თანასწორობის საქმეში. დიანა ჯალაღანია გვიზიარებს თავის პროფესიულ გზას, გვესაუბრება ბრენდის შექმნის ისტორიაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

უპირველესად გაგვეცანით.

მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, ძვირფასო მკითხველებო. მე ვარ დიანა ჯალაღანია. DI SHINE-ის ბრენდის 100%-ით ნატურალური პროდუქციის დამფუძნებელი.

ჩემთვის ყოველი დღე ახალი აღმოჩენებისა და შესაძლებლობების დღეა. ვცდილობ, ცხოვრებას შევხედო კრეატიულად. მჯერა, რომ ბუნებას აქვს უზარმაზარი ძალა – ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ძალა ჩემს პროდუქტებში გადამეტანა და ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

პროფესიული ცხოვრების გარდა, მნიშვნელოვანია ჩემთვის ოჯახი და მეგობრები, რომლებიც მუდმივ მხარდაჭერას მიცხადებენ. სწორედ მათი რწმენა და ჩემი შინაგანი მოტივაცია მაძლევს ძალას, ვაკეთო ის, რაც მართლა მიყვარს.

თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.

ჩემი ბიზნესი 2021 წელს დავიწყე. თავიდანვე სწორი გეგმა და სტრატეგია მქონდა. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიზანი იყო 100%-ით ნატურალური პროდუქტების შექმნა და პროდუციის შეძენის ხელმისაწვდომობა. უზომოდ მიხარია, რომ შევასრულე ეს 2 ძირითადი პუნქტი.

დასაწყისი, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც. მარტივი არ ყოფილა. ხშირად მიწევდა ღამეების თენება, რეცეპტურის დახვეწა, ინგრედიენტების სწორი პროპორციების შერჩევა. ვატარებდი უამრავ ექსპერიმენტს – ზოგჯერ წარმატებულს, ზოგჯერ არა. მაგრამ ყველა წარუმატებელი ცდა იყო გაკვეთილი, რომელმაც საღი აზროვნება და პრობლემების მოგვარების უნარი გამომიმუშავა.

ბიზნესის დაწყებამდე, საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ბაზრის კვლევას. შევისწავლე, რა სურდათ მომხმარებლებს და როგორ შემეძლო მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ისე, რომ პროდუქტი ხარისხიანი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

ჩემი მთავარი საქმიანობა არის DI SHINE. მოხარული ვარ, რომ მყავს საკუთარი მომხმარებელთა ბაზა, რომლებიც ირჩევენ DI SHINE-ის ნატურალურ პროდუქციას. ასევე ვმუშაობ რეპეტიტორად, ვინაიდან ძალიან მრავალფეროვანი განათლება მაქვს მიღებული. მყავს მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ყველასთან ვინარჩუნებ ურთიერთობას დღემდე. მიყვარს განვითარება. მაქვს გავლილი საინტერესო სემინარები, რაც ძალიან მახარებს და ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი.

ყოველდღიურად ჩართული ვარ პროდუქციის შექმნის პროცესში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ხარისხის კონტროლს – თითოეული სკრაბი თუ სხვა პროდუქტი პირადად მაქვს შემოწმებული. ჩემი ფილოსოფიაა – “არასოდეს შესთავაზო სხვას ის, რასაც შენ თავად არ გამოიყენებდი“.

DI SHINE-ის გარდა, ჩემი ცხოვრება გამდიდრებულია სწავლების შესაძლებლობით. სხვადასხვა საგნებში მოსწავლეებს ვეხმარები. ეს არის არა მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყარო, არამედ სიხარულისა და თვით რეალიზაციის საშუალება. სასწავლო პროცესში ბავშვების თვალებში ნაპოვნი ნათელი რაღაც განსაკუთრებულია, რაც ენერგიას მმატებს.

განათლება და განვითარება ჩემთვის უწყვეტი პროცესია. რეგულარულად ვესწრები ტრენინგებს, მასტერკლასებს და სემინარებს, რომლებიც მეხმარება პროფესიულ ზრდაში.

რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.

ჩემი მოტივაცია იყო რთული სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ჯანმრთელობის გამო, ცხოვრების რეჟიმი მთლიანად შეიცვალა. იძულებული გავხდი, ყველა ჩვეული აქტივობა მიმეტოვებინა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ვიპოვე ძალა, რომ დაკავებული ვიყო ისევ. ეს არ იყო იოლი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების, გეგმის, სტრატეგიის წყალობით, ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიე.

ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენი უდიდესი სისუსტე შეიძლება ჩვენს უდიდეს ძალად ვაქციოთ. ჯანმრთელობის პრობლემებმა მაიძულეს, სხვაგვარად შემეხედა ცხოვრებისთვის. გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო ისეთი საქმიანობის პოვნა, რომელიც ფიზიკურად არ დამტვირთავდა, მაგრამ შემოქმედებითი ენერგიის რეალიზების საშუალებას მომცემდა.

ძალიან მიყვარს ტანის სკრაბი, მაგრამ ვერც ერთი სკრაბი ვერ მაძლევდა იმ ეფექტს, რაც მე მინდოდა. ახლა მე მაქვს ჩემი პროდუქტი, რომელიც მიყვარს და ჩემს მომხმარებლებს უყვართ. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია! მე გადავიღე ვიდეო ჩემი სხეულის სკრაბის ჭამის დროს. ახლა წარმოიდგინეთ, რანატურალური პროდუქტია DI SHINE.

სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ნატურალური ინგრედიენტების შესწავლა. აღმოვაჩინე, რომ ბუნებას აქვს პასუხი მრავალ პრობლემაზე. ეს აღმოჩენა გახდა ჩემი DI SHINE-ის შექმნის საფუძველი. მინდოდა, ხალხისთვის მიმეწოდებინა ის, რაც მართლა მუშაობს – უსაფრთხოდ, ნატურალურად და ეფექტურად.

თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

მიხარია, რომ პროფესიონალები მუშაობენ DI SHINE-ის პროდუქციასთან. მასაჟისტები და ასევე კოსმეტოლოგები. ჩემი მიზანია უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს ისეთი მშვენიერი პროდუქტის შესახებ, როგორიცაა DI SHINE. ეს ხომ ერთი შეხებით სიყვარულია. Di Shine – love at first touch.

მომავალში, ვგეგმავ პროდუქციის ხაზის გაფართოებას. ერთ-ერთი დიდი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. მინდა, DI SHINE არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იყოს ცნობილი. უკვე ვმუშაობ ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას მომცემს, პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მივაწოდო დაინტერესებულ მომხმარებლებს.

გარდა ამისა, მინდა ჩავატარო მასტერკლასები და სემინარები – სადაც ადამიანებს გავუზიარებ ცოდნას ნატურალური კოსმეტიკის შესახებ. მჯერა, რომ განათლება და ცნობიერების ამაღლება არის გასაღები იმისა, რომ ადამიანებმა უფრო ჯანსაღი არჩევანი გააკეთონ.

DI SHINE ჩემთვის არის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ცხოვრების ფილოსოფია – იზრუნო საკუთარ თავზე, იპოვო სილამაზე ბუნებრივში და გაუზიარო ეს სხვებს. და როგორც ჩვენი სლოგანი ამბობს: “ერთი შეხებით სიყვარული” – ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს ყველა კლიენტს.

პარტნიორი კომპანიის კონტენტი

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

March 1, 2022
#OK! “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი მეისი უილიამსი ახალი იმიჯით Porter magazine-ის გარეკანზე

#OK! “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი მეისი უილიამსი ახალი იმიჯით Porter magazine-ის გარეკანზე

April 19, 2022
#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე

#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე

August 2, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები