• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Men

#OK! ქართველი მომღერალი და მსახიობი – ლუკა ჩიქოვანი ფილმში “House of Gucci” ითამაშებს

May 11, 2021
საკითხავი დრო: 4 mins read

იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი – ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში “House of Cards” ითამაშებს, შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა ისეთი ცნობილი ვარსკვლავების გვერდით იმუშავვებს, როგორებიც არიან რობერტ დენიტო, ალ პაჩინ, ლედი გაგა და სხვები არიან.

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერს იგეგმება, იქამდე კი, გთავაზობთ ლუკას ექსკლუზიურ ინტერვიუს OK!-ის არქივიდან:

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც მუსიკის შესწავლა დამოუკიდებლად დავიწყე. ვუსმენდი სხვადასხვა მომღერლებს, რომლებიც ქავერებს აკეთებდნენ. ვფიქრობდი, თუ ამერიკაში შეუძლიათ ამ გზით მიაღწიონ წარმატებას, რატომ არ შემიძლია იგივეს გაკეთება იტალიაში?! გავაკეთე საკუთარი არხი. თავიდან მუსიკას ცუდი ხარისხის აპარატურით ვწერდი. ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე ინსტრუმენტებზე დაკვრა  მესწავლა. ინტერნეტში განთავსებული  ვიდეოების დახმარებით, გიტარაზე, პიანინოზე, ბასსა და დრამზე დაკვრის შესწავლა დავიწყე.  მასწავლებლებთან სიარულის საშუალება არ მქონდა. დავდიოდი რადიოსადგურების წარმომადგენლებთან და საკუთარ მუსიკას ვთავაზობდი, მაგრამ თანამშრომლობაზე უარს მეუბნებოდნენ. ბევრი მცდელობის შემდეგ, გადავწყვიტე სამსახური მეპოვა, რათა სიმღერა  ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩამეწერა. დავდიოდი მაღაზიებში და ვეკითხებოდი,  ხომ არ სჭირდებოდათ გამყიდველი ან ფლაერების დამრიგებელი.

იტალიური ფილმი, რომელშიც ქართველი ლუკა ჩიქოვანი მონაწილეობს, კანის ფესტივალის კონკურსშია

ერთ დღესაც შევედი მაღაზიაში, ვუთხარი, რომ სამსახურს ვეძებდი. მკითხეს, რამდენი წლის ვიყავი, რატომ ვეძებდი სამსახურს აგვისტოში, როცა ამ დროს მეგობრებთან ერთად უნდა დამესვენა. ვუპასუხე, რომ ხმის ჩამწერი სტუდიისთვის ფული მჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ხმის ჩამწერ სტუდიაში მივსულვარ. შევხვდი ადამიანს, რომელიც ხმის მწვრთნელი და კონკურს „სან რემოს“ ერთ-ერთი პროდიუსერია, მოვუყევი ჩემი ოცნების შესახებ, მათთან კონტრაქტი დავდე და მუშაობა დავიწყე. 6 წელი ვიმუშავე, მაგრამ ანაზღაურება არ მქონია. 23 წლის ვიყავი, როცა მილანის უნივერსიტეტმა დაფინანსება მომცა და მეც საცხოვრებლად იქ გადავედი. მილანში პოპულარულმა მომღერლებმა მთხოვეს, მათი კონცერტი გამეხსნა. მათ შორის, მიქელე ბრავიმაც (იტალიური „X ფაქტორის“ გამარჯვებული). მიქელე Universal Music-თან თანამშრომლობს და კონცერტს სწორედ ლეიბლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შემდეგ ჩემთან შეხვედრა მოითხოვეს და მითხრეს, რომ კონტრაქტის დადება სურდათ. ჩემი პირველი ალბომი − Start სწორედ მათთან ერთად შევქმენი, რომელიც იმ წელს იტალიაში გაყიდვის მაღალი მაჩვენებლის მიხედვით, რიგით მესამე ალბომი იყო. მისი წარდგენის ფარგლებში, ჩემს გულშემატკივრებს სხვადასხვა ქალაქში დღეში რამდენიმეჯერ ვხდებოდი.  ამ ინდუსტრიაში ჩართული მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ფანებთან შეხვედრა რთულია, რადგანაც მომიწევდა ყველასთან საუბარი, მათთან ჩახუტება. თავიდან ვღელავდი, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. ეს ადამიანები, იქ, ჩემ გამო და ჩემი ალბომის გამო იყვნენ მოსულები.

იტალიაში საკმაოდ პოპულარული ხართ…

იტალიის გარშემო სამჯერ მქონდა ტურნე. MTV-იმ შოუც კი გააკეთა ამ კონცერტების შესახებ. რამდენიმე ამერიკელი და ბრიტანელი პოპულარული მომღერლის შოუც გავხსენი.

პირველ მუსიკალურ ვიდეორგოლზე მოგვიყევით.

მუსიკალური რგოლი თბილისში გადავიღეთ, რომელიც დედაჩემის და ჩემს ისტორიას ყვება − როგორ წავედით იტალიაში, როგორ ვცხოვრობდით იქ… ეს ვიდეორგოლი ჩემი ცხოვრების ისტორიაა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Luca Chikovani (@lucachikovani)

როგორ მოხვდით თქვენ და დედა იტალიაში?

დედა იტალიაში ჩემამდე წავიდა, მე ბებიასთან დავრჩი. ხუთი წლის  ვიყავი, როცა რომში წავედი. უკვე ოთხი წელია მილანში ვცხოვრობ, უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე.

სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?

ჩავირიცხე Hollywood dram Academy-ში, მცირე დაფინანსებაც მოვიპოვე. ამერიკაში მინდა წასვლა, იქ წარმატების მეტი შანსია. მეტი პოპულარობაც მხოლოდ იმისთვის მინდა, რომ უფრო ბევრ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა და მათ ჩემი აზრები გავუზიარო.

ლუკა ჩიქოვანის წარმატების ისტორია - "MTV"-დან "კანის ფესტივალამდე".

საქართველოში ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

წელს სამჯერ ჩამოვედი. ბავშვობაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი. აქ ბებია მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარს. ზაფხულში ბორჯომში ან ცემში ვისვენებდი. თავს ასი პროცენტით ქართველად ვგრძნობ. ამ ქვეყნისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია. როცა იტალიაში ვარ, ყველას საქართველოზე ვუყვები, ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო. ძალიან პატრიოტი ერის შვილი ვარ და ეს მომწონს. ბებია მუდამ მეუბნებოდა, რომ ვაჟკაცი უნდა ვყოფილიყავი. საქართველოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ერთი წლის წინ ინტერვიუ მივეცი ტელეარხებს და ამას კომენტარები მოჰყვა, რომ თითქოს ქართველი არ ვარ. ძალიან მეწყინა. იტალიელ მეგობრებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამაყი ქართველი ვარ, ხოლო როცა ქართველებმა უარმყვეს, ძალიან მეწყინა. საკუთარ თავს ვკითხე: მაშინ სადაა ჩემი სახლი?.. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოა ჩემი ქვეყანა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Luca Chikovani (@lucachikovani)

გაიგე მეტი: ლუკა ჩიქოვანი

ასევე გაეცანი

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ
OK! News

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?
OK! News

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა
OK! News

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად
OK! News

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ერთმანეთს დაშორდნენ

June 5, 2025
#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

April 7, 2021
#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

October 7, 2024
#OK! პირს ბროსნანმა და კილი შეი სმიტი – სიყვარული, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო

#OK! პირს ბროსნანმა და კილი შეი სმიტი – სიყვარული, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო

March 19, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები